კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

პაპელიშვილი 

გვარის ფუძეა პაპა. ასევე, გვხვდება ამ სახელის ბევრი ვარიანტი: პაპი, პაპო, პაპია, პეპია, პაპრუა, პაპალა, პაპალია, პაპანა, პაპელა, პაპოა, პაპუნა, პაპინა, პაპიტა, პაპუტა, პაპუფა, პაპუჩა, პაპუჩი, პაპუჩელა და ასე შემდეგ.

ამ საკუთარი სახელებისგან წარმომდგარი გვარებია: პაპალაშვილი, პაპანაშვილი, პაპავა, პაპავაძე, პაპასქირი, პაპასქუა, პაპაშვილი, პაპიძე, პაპიაშვილი, პაპუაშვილი, პაპალაშვილი, პაპელიშვილი, პაპინაშვილი, პაპიტაშვილი, პაპუკაშვილი, პაპულაშვილი, პაპუჩაშვილი და სხვა.

პაპაშვილიდან მომდინარეობს გვარი გობრიშვილი.

როგორც ისტორიული წყაროებიდან ჩანს, პაპულაშვილები არიან როგორც ქართველები, ასევე (ამ გვარის მცირე ნაწილი), ქართველი ებრაელები.

პაპელიშვილები ოდითგანვე იყვნენ ქართველები და მართლმადიდებლები.

1685 წელს პაპელაშვილები როსტომ მეფემ ალხაზ მაჩაბელს უწყალობა, შემდეგ საბაწმინდის საყდრის „სადაყუდებელი შექმნილიყვნენ“. გიორგი მეფემ მათი წყალობა ისევ განუახლა ალხაზ მაჩაბელს.

1631 წელს სვერში პაპელაშვილის მამული როსტომ მეფემ მაჩაბელს უწყალობა.

საქართველოში 160 პაპელიშვილი ცხოვრობს: გორში – 88, თბილისში – 51, რუსთავში – 12. არიან სხვაგანაც.

კურცხალია-კურცხალიშვილი

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ გვარის ფუძედაა გამოყენებული ქართული სიტყვა მკვირცხლი. ეს სიტყვა მეგრულში გამოითქმის კურცხლად, რაც ნიშნავს მკვირცხლსაც და მღვიძარესაც.

გვარის ფუძე იმერეთსა და ქართლშია საძებნელი. სამეგრელოში სულ რაღაც ორიოდე კომლია დაფიქსირებული.

ქართულ ისტორიულ საბუთებში მოიხსენიება კურცხალია ფირანი, მოწმე ზაალ წერეთლის მიერ ქაიხოსრო წერეთლისთვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნში, 1680 წელს.

მეთექვსმეტე საუკუნეში ლოგუა კურცხალიას ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო გადასახადი.

სახელი კურცხალა, ანუ, გვარის ფუძედ გამოყენებული საკუთარი სახელი, მოხსენიებულია ისტორიულ წყაროებში.

იმერელი კურცხალიები აზნაურები ყოფილან. ისინი 1840-იან წლებში ცხოვრობდნენ სოფლებში: არგვეთი, ზოვრეთი, მარელისი, საგარა. ასევე, გვხვდება გვარი კურცხალიშვილი.

კურცხალიშვილი და კურცხალია ერთი და იგივე გვარად ჩანს.

რუსეთის მთავრობამ 1850 წლის 6 დეკემბერს აზნაურებად შეიყვანა კურცხალიათა შემდეგი ოჯახები: იოსებ გიორგის ძე, მისი ცოლი და ივანე.

საქართველოში 402 კურცხალია ცხოვრობს: ზესტაფონში – 93, თბილისში – 86, ქუთაისში – 53. არიან სხვაგანაც.

კაკაბაძე 

ამ გვარის ფუძედ ზოგი კაკაბას მიიჩნევს და ფრინველს უკავშირებს, კერძოდ, კაკაბს. ვფიქრობ, ეს გულუბრყვილო ეტიმოლოგიაა. 

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი კაკა, რომელსაც თან ერთვის სუფიქსები ბა და ძე. 

კაკა – ჩხარის ციხის მეციხოვნე, მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნეში. 

კაკაბაძე ერთ-ერთი უძველესი და ლიბოძლიერი გვარია. გვარი გვხვდება 1545 წლიდან. 

„კაკაბაძე, კურსევს მცხოვრები, ბაგრატ მეფემ მისი შეწირულსა განუახლა გელათის წმიდა გიორგის“ (1545 წელი). 

კაკაბაძეები მოიხსენიებიან 1561-1612 წლებში ქვემო ქართლში, 1621 წელს – ხონში, 1583 წელს – ფიმში. ასევე, კაკაბაძეები მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრობდნენ აჭარაშიც, კერძოდ კი, ქედის რაიონის სოფელ ორიცვაში. აქ ცნობილი იყო 1895 წელს მღვდელი კაკაბაძე, დიდი მქადაგებელი, მოყვარე და პატივმცემელი ქართველთა. თურმე, ის არ უშინდებოდა მუქარას. ეკლესიაში ზარებს რეკდა და რამდენიმე სოფლის ხალხს ამით წირვაზე იხმობდა. წინ აღდგომია ჯამეს აგებას, მაგრამ თავისი არ გასვლია. მან ჩაქვისკენ გაქცევით უშველა თავს, რადგან იქ ისლამი ისე ძლიერად არ იყო. იმ პატრიოტი მღვდლის, კაკაბაძის შვილები მომხვდურებმა ქეშიშოღლებად მონათლეს, ანუ „ურჩი მღვდლის შვილები“. გადმოცემის თანახმად, დევნის თავიდან ასაცილებლად, მღვდელს დედის თუ ახლო ნათესავის გვარი კეკიძე – გეგიძე მიუღია. ემსახურებოდა ჩაქვი-მახინჯაურის ზონის, ჯერ კიდევ, ქრისტიანად დარჩენილ მოსახლეობას. 

მარადიდის უბან ქუთურეთში არიან კეკიძეები – ასე მონათლეს მღვდელ კაკაბაძის შთამომავლები. დაბა ქედის გარეუბანში კი არის სოფელი კაკაბაძეები, აქვეა ნაცოხვარი ამავე სახელწოდებით. 

კაკაბაძეები, კეკიძეები და გეგიძეები ცხოვრობენ სხვა ადგილებშიც. ისინი დამოუკიდებლად გაჩენილი გვარებია. 

გეგიძეები აზნაურებიც იყვნენ. 

იმ კაკაბაძეებმა კი, რომლებიც აჭარაში ცხოვრობდნენ, აწარმოეს გვარი კეკიძე და გეგიძე. 

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის, კაკაბაძეებს რაოდენობის მიხედვით 169-ე ადგილი უჭირავთ. 

საქართველოში 3 444 კაკაბაძე ცხოვრობს. თბილისში – 868, ხონში – 575, ხელვაჩაურში – 422, არიან სხვაგანაც.

ლაბაძე 

ლაბა მამაკაცის საკუთარი სახელია. ის რამდენიმე ფორმით გვხვდება წყაროებში. მაგალითად: ლაბი – თუშეთში, ლაბა – კახეთში, ლაბაზან – თუშეთში, ასევე გვხვდება სახელები: ლაბია, ლაბლა, ლაბო. 

ფუძეზე ლაბა, დაშენებულია ქართული გვარები: ლაბარი, ლაბარიშვილი, ლაბაძე, ლაბრიძე, ლაბაშია, ლაბარაშვილი, ლაბაური. 

ლაბაძეები იმერეთში ცხოვრობენ სოფლებში: ბოსლევი, კორბოული, მანდაეთი, რგანი, საზანო, სარეკი, საქარა, შროშა, ჭორვილა. 

სარეკში მცხოვრები ლაბაძე დათუა მოიხსენიება 1680 წლის ახლოს, ისტორიულ წყაროში.  საქართველოში 4 631 ლაბაძე ცხოვრობს. თბილისში – 756, ჭიათურაში – 741, ხაშურში – 618. 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

 

скачать dle 11.3