კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1995 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით დღის 12 საათზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის წარმატების მომტანი, გამიმართლებს თუ არა უცხოეთში და, კერძოდ, რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები და სასურველი? 

პასუხი: თქვენი კოსმიურ-კარმული მისია სამშობლოს უკავშირდება, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ უცხოეთი თქვენთვის ცუდია. კარგი და წარმატების მომტანია შემდეგი ქვეყნები: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, კუნძული სარდინია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – აღმოსავლეთი მხარე, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები, საბერძნეთი, ნორვეგია, უკრაინა, კვიპროსი, ირლანდია, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, მოლდოვა, ესტონეთი, არგენტინა, ფინეთი, ლიტვა, ბულგარეთი, ისრაელი, შრი-ლანკა; პროფესიებიდან კი მისაღებია: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი საქმიანობა, ავიაცია, იურისპრუდენცია, საკომუნიკაციო სისტემები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმე, საკონდიტრო სფერო, არქიტექტურა და მშენებლობა. 

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1978 წლის 2 დეკემბერს, დილით. რომელი პროფესიაა მისთვის წარმატების მომტანი და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან ურჩევთ დაოჯახებას, რათა სამომავლოდ პრობლემები აიცილოს თავიდან? 

პასუხი: მისთვის კარგია ოჯახის შექმნა სასწორის, ვერძის, მერწყულის ან მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან; პროფესიებიდან კი მისაღები და წარმატების მომტანია: სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ორგანიზატორული და ადმინისტრაციული საქმიანობა, მანქანათმშენებლობა, სამხედრო სტრუქტურები, საინჟინრო საქმე, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, სპორტი, ტექნიკა-მექანიკის სფერო, საგამომგონებლო, საკონსტრუქტორო საქმე; მედიცინიდან – ფსიქოთერაპია, სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, ქირურგია. ასევე, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო სფერო, კონტროლის პალატა, საგადასახადო ინსპექცია, სადაზღვევო კომპანიები, პედაგოგიკა, რელიგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია და ასტროლოგია. 

კითხვა: დავიბადე 1979 წლის 2 იანვარს. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები? 

პასუხი: თქვენი კოსმიური მისია უცხოეთს არ უკავშირდება, თუმცა, იქ გარკვეული დროით მუშაობა, გამოცდილებისა და კაპიტალის დაგროვება ცუდი არ არის. ქვეყნებიდან კი კარგია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, ვენესუელა, შვედეთი, ყაზახეთი, სინგაპური, ჩინეთის აღმოსავლეთი მხარე, გერმანიიდან – ბავარიის მხარე, მაროკო, ნორვეგია, მექსიკა, კუბა, უნგრეთი.

скачать dle 11.3