კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მართავდა სტალინი ტვინის სიფილისით დაავადებული ლენინის სახელით რუსეთს

1917 წლის 25 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლების სათავეში მოსულმა ბოლშევიკებმა ვერ შესძლეს ხელისუფლების ორგანიზება. სულ მალე ცხადი გახდა, რომ ვლადიმირ ლენინს სახელმწიფო მოღვაწისთვის აუცილებელი თითქმის არც ერთი თვისება არ გააჩნდა. დღევანდელ სტატიაში ამ პერიოდზე ვისაუბრებთ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით. 

არსებულ ვითარებაში, ერთადერთი ორგანო, რომელიც გამართულად ფუნქციონირებდა, იყო სრულიად რუსეთის საგანგებო კომისია („ჩეკა”). ეს დამსჯელი ორგანო უსასტიკესი ზომებით თრგუნავდა ყოველგვარ ოპოზიციურ აზრს. 1918 წლის აგვისტოში ლენინს ესროლა ესერმა ტერორისტმა ქალმა. მართალია, იგი გადარჩა, მაგრამ, ისედაც შერყეული ჯამრთელობა უკიდურესად გაუუარესდა. 1920 წლის ბოლოდან და 1921 წლის დამდეგიდან ლენინი პრაქტიკულად ჩამოშორდა სახელმწიფო მმართველობას. მას დაუსვეს ტვინის სიფილისის დიაგნოზი. ლენინი უმეტესწილად მოსკოვის ახლოს, აგარაკზე იმყოფებოდა. სწორედ ამ დროიდან, ჯერ საბჭოთა რუსეთის, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირის მმართველობა ხელთ იგდო იოსებ სტალინმა. მისი უფლებები არ ვრცელდებოდა მხოლოდ წითელ არმიაზე, რომელსაც ერთპიროვნულად განაგებდა ლევ ტროცკი. 1922 წელს ლენინი რამდენიმე კვირით კვლავ ჩაება სახელმწიფოს მართვის საქმეებში, შემდეგ კი, სიკვდილამდე (1924), პრაქტიკულად ჩამოშორდა პოლიტიკურ ასპარეზს.

ლენინის ავადმყოფობის წლებში, მის პოლიტიკურ მემკვიდრეთა რეიტინგი ასეთი იყო: პირველი ადგილი უპირობოდ ეკავა ლევ ტროცკის (ბრონშტეინს), რომელსაც განუზომელი ავტორიტეტი ჰქონდა არმიაში. მეორე პოზიციაზე იყო – გრიგორი ზინოვიევი (რადომილსკი), შემდეგ მოდიოდა – ლევ კამენევი (როზენფელდი). იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი) მეოთხე პოზიციას ინარჩუნებდა, თუმცა, არამყარად, აქ მას შეიძლება, ნიკოლაი ბუხარინი ჩანაცვლებოდა. როგორც ვხედავთ, მართალია, სტალინი ლენინის ავადმყოფობის წლებში გადამწყვეტ როლს ასრულებდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ლენინის უპირველეს მემკვიდრედ არ მოიაზრებოდა. ერთი შეხედვით, სტალინს ხელისუფლებისთვის ბრძოლაში დიდი პერსპექტივა არ ჰქონდა, თუმცა თვითონ იოსებ ჯუღაშვილი, ასე არ მიიჩნევდა. 

ხელისუფლებისათვის ბრძოლაში კონკურენტებთან შედარებით, სტალინს ერთი დიდი უპირატესობა ჰქონდა: ტროცკის, ზინოვიევს, კამენევს და ბუხარინს წარმოდგენა არ ჰქონდათ, იმ ქვეყნის თავისებურებებზე, რომლის ხელისუფლების სათავეში მოსვლასაც გეგმავდნენ. ანუ, არ იცნობდნენ რუსეთის სახელმწიფოსა და რუს ერს. სტალინმა კი ზედმიწევნით კარგად უწყოდა ყოველივე ეს. მან ისიც შესანიშნავად იცოდა, რა გზით უნდა მოსულიყო ხელისუფლების სათავეში და როგორ ემართა ზესახელმწიფო. გარდა ზემოაღნიშნულისა, სტალინს გააჩნდა კიდევ ერთი აუცილებელი თვისება. ტროცკი, ზინოვიევი და კამენევი მშიშარა ადამიანები, ლაჩრები იყვნენ, სტალინს სიკვდილის შიში დაკარგული ჰქონდა. ამას კი ხელისუფლებისათვის ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ჩვეულებრივ, აღნიშნავენ ხოლმე, რომ სტალინმა ზესახელმწიფოს ერთპიროვნულ მმართველობას დაუნდობლობით, უმკაცრესი რეპრესიებითა და სისხლისღვრით მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ არც ტროცკი, ზინოვიევი, კამენევი და ბუხარინი ამბობდნენ უარს ტერორზე, რეპრესიებსა და სისხლისღვრაზე. ასე რომ, სტალინის გამარჯვების მიზეზი სულ სხვა რამ იყო. 

ჯუღაშვილმა ზედმიწევნით ზუსტად შეაფასა ვითარება. ტროცკი ლენინის ავადმყოფობის პერიოდში არ ფარავდა, რომ ლენინის პოლიტიკური მემკვიდრე მხოლოდ ის უნდა ყოფილიყო. ეს ძალზე აღიზიანებდა ზინოვიევს, კამენევსა და ბუხარინს, რადგან თითოეულ მათგანს თავად სურდა გაპირველკაცება. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში გამოიჩინა სტალინმა დიდი ტაქტი და წინდახედულება. მან სრულიად მოულოდნელად განაცხადა: ლენინი ავადმყოფობს, არ ვიცით, როდის დაუბრუნდება სახელმწიფოს მართვა-გამგეობას. ბოლშევიკ ლიდერთაგან ერთპიროვნულად, არავის არ შეუძლია შეცვალოს ის, ამიტომ ლენინი უნდა შევცვალოთ ყველამ ერთად, ანუ, ჩამოვაყალიბოთ კოლექტიური მმართველობა. კოლექტიურ მმართველობაში, ცხადია, მოიაზრებოდნენ, ტროცკი, ზინოვიევი, კამენევი, სტალინი და ბუხარინი. სტალინის პოზიციამ, გააცოფა ტროცკი, რადგან ის უმოკლეს ვადაში გეგმავდა ერთპიროვნული მმართველობის დამყარებას. სამაგიეროდ, სტალინით კმაყოფილი დარჩნენ  ზინოვიევი, კამენევი და ბუხარინი, რადგან, კოლექტიური მმართველობის შემთხვევაში, ტროცკის ამბიციები შეიზღუდებოდა. მალე სტალინმა კიდეც ერთი სიურპრიზი შესთავაზა კონკურენტებს – ლენინის გარდაცვალების შემდეგ, სტალინმა მეთოდურად დაიწყო იმ აზრის დამკვიდრება, რომ ის ლენინის მოწაფე იყო. ყველას გაუკვირდა, თუ რაში სჭირდებოდა ეს სიცრუე, მაგრამ სტალინს ყველაფერი ზედმიწევნით ჰქონდა გათვლილი. ტროცკი ლენინის მოწაფეობას არ იკადრებდა, არც ზინოვიევი და კამენევი ჩათვლიდნენ თავს მის მოწაფედ. ბუნებრივად ისმებოდა კითხვა: ვინ უნდა ყოფილიყო ლენინის პოლიტიკური მემკვიდრე? ყველაზე ლოგიკური პასუხი ასეთი იყო: ლენინის მოწაფე, სტალინი. ზინოვიევმა, კამენევმა და ბუხარინმა, როცა გაიაზრეს სტალინის ამ ტაქტიკური სვლის მიზანი, იქნებ უარიც არ ეთქვათ ლენინის მოწაფეობაზე, მაგრამ უკვე დაგვიანებული გახლდათ. მოწაფე კი დინჯად, მაგრამ ჯიუტად მიიწევდა მიზნისკენ. მისი შემდეგი სიურპრიზი ასეთი იყო: ნაშრომში, „ლენინიზმი თუ ტროცკიზმი?” სტალინმა თავი მოუყარა და გააანალიზა ყველაფერი, რაც კი ტროცკის ლენინის წინააღმდეგ უთქვამს და დაუწერია. ნაშრომი დიდი ტირაჟით გამოიცა. ტროცკის ავტორიტეტი შეირყა, რამაც, ძალიან გაახარა ზინოვიევი და კამენევი. ლოგიკურად, ამის შემდეგ, სტალინს ზინოვიევის და კამენევისთვის უნდა შეეტია, მაგრამ ის ამ გზით არ წავიდა. ზინოვიევსა და კამენევს ბუხარინი დაუპირისპირა. ბუხარინმა მათ ყველაფერი გაუხსენა, რაც კი ლენინის წინააღმდეგ ჰქონდათ ნათქვამი და გაკეთებული. ბუხარინი დიდი პუბლიცისტი იყო და მან ზინოვიევისა და კამენევის ანტილენინურ ქმედებებში საზოგადოება ადვილად დაარწმუნა. ასე შეირყა სტალინის კიდევ 2 კონკურენტის ავტორიტეტი. ბუხარინი გამარჯვებას ზეიმობდა, მაგრამ საზეიმო განწყობილება მალე შეეცვალა. ერთ მშვენიერ დღეს, ნიკოლაი ბუხარინმა იგრძნო, რომ ლომის ხახაში ამოყო თავი. მალე მანაც ტროცკის, ზინოვიევისა და კამენევის ბედი გაიზიარა. სტალინი რუსეთის ისტორიაში ლენინის მოწაფედ დარჩა. მოწაფეს მასწავლებლის გაღმერთებაზე უარი არასდროს უთქვამს. მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში ლენინის მოწაფეობა, სტალინისთვის ჯერ კიდევ დიდი პოლიტიკური კაპიტალი იყო. 1927 წელს სტალინმა, საბოლოოდ შესძლო ლევ ტროცკის პოლიტიკურ ლეშად ქცევა. ის კომპარტიის რიგებიდან გარიცხეს. ტროცკისადმი წაყენებული ყველა ბრალდება, ზინოვიევის, კამენევისა და ბუხარინისთვის ჭკუის სასწავლებელი იყო. ანუ, სტალინი მოქმედებდა პრინციპით: „მულო, შენ გეუბნები, რძალო, შენ გესმოდესო”. უკვე 20-იანი წლების ბოლოს, აშკარა გახდა, რომ ზესახელმწიფო, რაღაც დაუწერელი კანონით, მაგრამ, მაინც სტალინის ნებით იმართებოდა. ოფიციალურად, ამ დროისთვის სტალინს ეკავა საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის თანამდებობა. მაგრამ, ეს სულაც არ იყო იმ მნიშვნელობის თანამდებობა, რაც მან მოგვიანებით, ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში შეიძინა. ამ დროს, ქვეყანას განაგებდა არა გენერალური მდივანი, არამედ, კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო – სულ რამდენიმე კაცი. ტროცკის კომპარტიიდან გარიცხვის შემდეგ, პოლიტბიუროში სტალინის ნება გაბატონდა. ყველას ეშინოდა, ტროცკის ბედი არ გაეზიარებინა. ვერავინ ბედავდა, სტალინის ოპოზიციაში ჩადგომას, რადგან, ტროცკის დამარცხების შემდეგ, წარმატების იმედი აღარავის ჰქონდა. ტროცკის დამარცხებით, სტალინმა ბევრ რაიმეს მიაღწია, უპირველესად კი ხელისუფლებისთვის ბრძოლის მადა დაუკარგა ყველას, ვისაც კი ტროცკიზე ნაკლები ავტორიტეტი ჰქონდა. აქვე, უნდა ავხსნათ სტალინის წარმატების კიდევ ერთი მიზეზი. რეიტინგში მეოთხე და არამყარ ადგილზე მდგომმა სტალინმა მესამე და მეორე ადგილზე გადანაცვლებისთვის კი არ დაიწყო ბრძოლა, არამედ პირდაპირ პირველ პოზიციაზე მდგომ ტროცკის შეუტია. ტროცკის დამხობით, სტალინმა იმხელა ავტორიტეტი მოიპოვა, რომ პოპულარობით ზინოვიევსა და კამენევს გაუსწრო. ამის შემდეგ, მისი ყველა პოლიტიკური ოპონენტი სტალინს მუდმივ შიშისქვეშ ჰყავდა. არ იცოდნენ, რას მოიფიქრებდა  ლენინის „მოწაფე” მათ წინააღმდეგ. პოლიტბიუროში დაისადგურა რაღაც დამთრგუნველმა გარემომ. ერთხელ უცხოეთში მყოფ ბუხარინს ჰკითხეს: პოლიტბიუროზე რომ სხედხართ და ყველაფერზე თავს უქნევთ სტალინს, რატომ არ შეეწინააღმდეგებითო. ამაზე ბუხარინმა შემდეგი პასუხი გასცა: როგორც გიურზა მონუსხავს თავის მსხვერპლს, ის მოგვნუსხავს ხოლმე ყველას სტალინიო. ეს მართალი იყო. მშიშარა, უნიჭო და არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური ელიტა, ყველა დროში და ყველა ქვეყანაში, მონობისთვისაა განწირული. სტალინმა კი კარგად იცოდა, რომ მას მონებთან ჰქონდა საქმე.

 

скачать dle 11.3