კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რა ტანჯავს გიორგი დანელიას და რას ვერ აკეთებს ის თავის გემოზე

ალაბთ ყველას გაინტერესებთ იმ ადამიანის დღიურები და სულ ელოდით ამ რუბრიკაში მის ნახვას, რომელმაც თავის მრავალრიცხოვან მაყურებელს აჩუქა გასაოცარი ფილმები: „მიმინო”, „არ დაიდარდო”, „პასპორტი”, „აფონია”. „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში”, „შემოდგომის მარათონი”...  

 გიორგი დანელია დაიბადა 1930 წლის 25 აგვისტოს, თბილისში. მამა, ნიკოლოზ დანელია, საგზაო ინჟინრად, შემდეგ მაღაროს უფროსად და საბჭოთა კავშირის მეტრომშენის მთავარ ინჟინრად მუშაობდა; დედა, მერი ანჯაფარიძე, ვერიკო ანჯაფარიძის და, წლების განმავლობაში იყო „მოსფილმში” ჯერ ასისტენტად, შემდეგ კი დამდგმელ რეჟისორად. 

გიორგი დანელია პროფესიით არქიტექტორია – 1954 წელს მან მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი და დაამთავრა. ძალიან მცირე ხნით მუშაობდა ქალაქების დაპროექტების ინსტიტუტში. სწორედ არქიტექტურული გატაცება დაეხმარა მას რეჟისორულ მუშაობაში. „პირველადი განათლებით მე არქიტექტორი ვარ და, როგორც ჩანს, ამ კვალის წაშლა შეუძლებელია,”– ამბობს იგი. მისი ფილმების უმეტესობა გია ყანჩელის მუსიკითაა გაფორმებული. გია ყანჩელმა აჩუქა მას ცნობილი მუსიკალური ნაწარმოები ორკესტრისათვის „პატარა დანელიადა”. ალბათ, ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ მის თითქმის ყველა ფილმში გადაღებულია მისი ყოფილი მეუღლე, ლიუბოვ სოკოლოვა, რომელიც მრავალრიცხოვანი გადაღებებით გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანილი 

 დღეს საშუალება გეძლევათ გენიალური ქართველი, რუსეთში მოღვაწე რეჟისორი ახლოს გაიცნოთ. ჩვენ მის ინტერვიუს ერთ-ერთ ახალგაზრდულ საიტზე (www.smk-gearn.blogspot.com)  მივაგენით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:     

– ბატონო გიორგი, რატომ ხართ ასეთი „ჩაკეტილი”, იქნებ, ფიქრობთ, რომ თქვენი ფილმები ამბობენ თქვენ შესახებ უფრო მეტს, ვიდრე თავად იტყოდით?

–  მე მართლა ძალიან ბევრს ვაქსოვ ჩემს ნამუშევრებში და საერთოდ არ ვარ მჭევრმეტყველი. ჩემთვის დღეს ქუჩაში გასვლა, ვინმესთან ურთიერთობა და, მით უმეტეს, უაზრო თავყრილობებში მონაწილეობა, საშინელი ტანჯვაა, ჩემი ნება რომ იყოს, სულ კაბინეტში ვიქნებოდი და დავწერდი სცენარებს ან მემუარებს – სათქმელიც ბევრი მაქვს და ასაკიც მავალდებულებს. 

– წარსულის ნოსტალგიას განიცდით?

– ვერ ვიტყვი, რომ წარსული ცხოვრება სრული დღესასწაული იყო, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, მე შემეძლო, ამესახა ეკრანზე ის, რასაც ვფიქრობდი და ვგრძნობდი. ეს არ ნიშნავს, რომ მე დღევანდელობას არ ვესადაგები ან არ მაქვს საშუალება, გადავიღო ფილმები, უბრალოდ, მხატვრულ კინემატოგრაფში ჩემს მწვერვალებს, ალბათ, უკვე მივაღწიე. მე ვეღარასდროს გავიმეორებ ისეთი კლასის ფილმებს, როგორებიცაა „შემოდგომის მარათონი” და „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში”.

– თქვენს მშობლებს თუ ჰქონიათ კინოსთან კავშირი?

– დედაჩემი ქართველი მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძის და იყო, მიხეილ ჭიაურელის ცოლისდა. ჩვენს სახლში ნამყოფია თითქმის მთელი მოსკოვის კინემატოგრაფიული და თეატრალური ელიტა: დოვჟენკო, პუდოვკინი, ნემიროვიჩ-დანჩენკო, კაჩალოვი, ტარასოვა და სხვები... მამაჩემი ჩუმი, გულჩათხრობილი ადამიანი იყო და, ამ კუთხით, ხასიათით, ალბათ, მამას ვგავარ. 

– თქვენ უცხოელ კინოელიტასთანაც ურთიერთობდით, მაგალითად, ფედერიკო ფელინისთან...

– მისი შემოქმედება ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის, მაგრამ, ამასთანავე, შეგნებული მქონდა, რომ მე თვითონ ასე ვერასდროს გადავიღებდი. როდესაც ფელინი გარდაიცვალა, ჩემთვის ეს მეოცე საუკუნის კინემატოგრაფის გარდაცვალებას ნიშნავდა. დაკრძალვაზეც კი წავედი, მაგრამ, იმის თქმა, რომ ის ჩემი მასწავლებელი იყო, ბაქიაობა იქნება, მთავარი მასწავლებელი მაინც ცხოვრებაა. 

– ფილმში „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში” ახალგაზრდა ნიკიტა მიხალკოვის დებიუტი შედგა. გაქვთ თუ არა ურთიერთობა მასთან და როგორ აფასებთ მის ნამუშევრებს?

– ერთხელ, შემოქმედებით საღამოზე, ერთმა მაყურებელმა მკითხა: შემეძლო თუ არა, წარმომედგინა, რომ მიხალკოვი ასეთი ცნობილი რეჟისორი, რუსული კინოს ვარსკვლავი გახდებოდა. მცირე პაუზის შემდეგ ვუპასუხე: „მართალი გითხრათ, მეგონა, ის პრეზიდენტი გახდებოდა”, დარბაზი ხარხარებდა. 

– თქვენ ახალი ჟანრი შექმენით – „ლირიკული კომედია”, როგორ მოხდა ეს?

– ეს მოხდა „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში”  ჩაბარების დროს: უფროსებს სურათი მოეწონათ, გაიღიმეს, მაგრამ, ხმამაღლა არ იცინოდნენ. შემდეგ ამ ფენომენის შესახებ მკითხეს, მეც ავდექი და ვუპასუხე: „ყველაფერი მართალია, ეს ხომ კომედიაა, მაგრამ, ლირიკული.” 

– იმაზე რა რეაქცია გაქვთ, რომ ზოგჯერ კომედიოგრაფს გიწოდებენ?

– დიდი ხანია, შეჩვეული ვარ იმას, რომ, მე, გაიდაისა და რიაზანოვს კომედიურ სამეულში გვაერთიანებენ, მაგრამ, ჩვენ განსხვავებულები ვართ! გაიდაი ექსცენტრიკული კომედიის უბადლო ოსტატია; რიაზანოვი განსხვავებულ ფილმებს იღებს – სასაცილოდან – მელოდრამატულამდე და ძალიან დრამატულამდე. „კომედიოგრაფი” მხოლოდ ტერმინია და მე ამას მშვიდად ვუყურებ. 

– თქვენი ფილმები ხშირად გადის ტელევიზიით. გიყვართ თუ არა მათი ყურება და თუ შეცვლიდით რამეს ახლა?

– ტელევიზიით ჩვენების ხარისხი ჩამორჩება იმას, რისი ნახვაც კინოთეატრში შეიძლება, ამიტომ, არ ვადევნებ თვალს პროგრამას, ჩემს ფილმებში კი ბევრს გავასწორებდი, მაგალითად, „აფონიაში” სოფლის სცენას მთლიანად „ამოვჭრიდი”. ახლა ვხვდები, რომ ის ოდნავ ხელოვნურად არის მიერთებული ამ ქალაქის ტრაგიკომედიასთან. 

– მართალია, რომ თქვენ თქვენს ფილმებს ხუთბალიანი სისტემით აფსებთ?

– აბსოლუტური სიმართლეა. „ხუთიანებს“ ვუწერ ფილმებს, რომლებიც, ჩემი აზრით, „გამომივიდა”: „არ დაიდარდო” და „შემოდგომის მარათონი.” ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, უბრალოდ, მათში მეტი აღმოჩენაა. საუკეთესო სცენარი კი, ალბათ, „იღბლიანი ჯენტლმენები” იყო. მე ის ვიქტორია ტოკარევასთან ერთად დავწერე. მაშინ ახალგაზრდები და მხიარულები ვიყავით, რაც ამ სურათზეც აისახა. შემოსავლების მხრივ, ყველა რეკორდი „აფონიამ” მოხსნა, ხოლო წარმატების მარათონი „მიმინომ” აჩვენა, იმიტომ, რომ ის ყველაზე ბევრჯერ აჩვენეს ეკრანებზეც და ტელევიზიითაც.  

 

скачать dle 11.3