კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აიმაღლეთ ტონუსი მცენარეული ნაყენებით

აიმაღლეთ ტონუსი მცენარეული ნაყენებით

სამკურნალო ბალახების ნაყენი ძალიან სასარგებლოა. ვიტამინების ნაკლებობის დროს შეურიეთ ერთმანეთს ერთი წილი ასკილი და ერთი წილი მოცხარის ნაყოფი. ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ორი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. ათი წუთით ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გადაწურეთ, დაუმატეთ შაქარი გემოვნებით და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში სამჯერ. ასევე, შეგიძლიათ, ერთმანეთს შეურიოთ თითო წილი ასკილისა და ცირცველის ნაყოფი. ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ ხუთი წუთი. შემდეგ დაახლოებით, ოთხი საათით გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, გრილ ადგილას. გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში ოთხჯერ. ასევე, კარგია, ერთი წილი ჟოლოს, ერთი წილი შავი მოცხარისა და ერთი წილი მოცვის ფოთლების ნარევიც: ორ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე, დაახლოებით, ხუთი წუთი. შემდეგ გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა ავიტამინოზისა და ჰიპოვიტამინოზის დროს, დღეში ორჯერ. 

კუჭის აშლილობისას ერთმანეთს შეურიეთ ერთი წილი პიტნა, სამი წილი ჭინჭარი და ორი წილი კატაბალახას ფესვები. ორ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ორი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. გააჩერეთ ნახევარი საათით, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თითო ჭიქა, დღეში ორჯერ. ასევე, შეურიეთ ერთმანეთს ერთი წილი ჟოლოს ფესვები და ერთი წილი ანწლის ყვავილი. ორ ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ორი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. გააჩერეთ ნახევარი საათით. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ. ეს კუჭის შემკვრელი არაჩვეულებრივი საშუალებაა. 

თუ ტონუსის ამაღლება გინდათ, მაშინ ათ გრამ კვლიავს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. კარგად შეფუთეთ და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე ნახევარი საათით. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. 

სამკურნალო მცენარეების შეძენა შეგიძლიათ აფთიაქებში.

 

გამოკვებეთ ტვინის უჯრედები

იმისთვის, რომ ადამიანის ტვინმა ნორმალურად იმუშაოს, აუცილებელია სწორი კვება. კერძოდ, მისთვის საჭიროა უჯერი ცხიმოვანი მჟავების საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოფა, რომელთა ძირითადი საკვები წყაროა მზესუმზირის, სელისა და ზეთისხილის, ანუ ზეითუნის ზეთი.

მინერალური ნივთიერებებიდან ტვინისთვის აუცილებელია: გოგირდი, ფოსფორი, სპილენძი, თუთია, კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ფოსფორი და ფოსფორის ნაერთები ხელს უწყობს ტვინის უჯრედების წარმოქმნას. გოგირდი საჭიროა მათი ჟანგბადით გაჯერებისთვის. დანარჩენი ზემოთ ჩამოთვლილი მინერალები კი უზრუნველყოფს ტვინის ნორმალურ ცხოველმყოფელობას.

ადამიანის ტვინისთვის, ასევე, აუცილებელია E ჯგუფის ვიტამინები. ვიტამინი E არეგულირებს ნათხემის მოქმედებას, ხელს უწყობს ჟანგბადის ეკონომიას.

ასევე, ტვინისთვის აუცილებელია ჟანგბადის დიდი რაოდენობა. კვების პროდუქტები ხელს უწყობს ჟანგბადით მის გაჯერებას. ასეთი პროდუქტებია, მაგალითად, კარტოფილი, თალგამი, ხახვი, პომიდორი, ოხრახუში, პიტნა, მდოგვი და ასე შემდეგ.

როგორც ადამიანის სხვა, ნებისმიერი ორგანოსთვის, აქტიური მუშაობის შემდეგ, ტვინისთვისაც აუცილებელია დასვენება. უსაქმურობის დროს კი ტვინი ფორმატდება. ამ დროს ადამიანი ვერ აზროვნებს სწორად და შესაძლოა, უმნიშვნელო პრობლემების გადაჭრამაც კი, დიდი უსიამოვნების წინაშე დააყენოს. ასე რომ, ნუ გააზარმაცებთ ტვინს, რომ ის დიდხანს საღად და ნორმალურად გემსახუროთ.

 

ვის არ ეჭმევა ყვავილოვანი კომბოსტო, ისპანახი და მჟაუნა 

ყვავილოვანი კომბოსტო, ისპანახი და მჟაუნა მდიდარია ვიტამინებით, მინერალური მარილებით, სხვა სასარგებლო და საჭირო ნივთიერებებით.

ყვავილოვან კომბოსტოში არ არის გოგირდი, რომელიც იწვევს გაზების წარმოქმნის პროცესის გაძლიერებას კუჭ-ნაწლავში. მას ადამიანის ორგანიზმი ადვილად ინელებს და, რადგან გაცილებით მცირე რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, არც ისე ძლიერად აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს. მაგრამ, ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია აზოტოვანი ნივთიერებებით, რის გამოც, მარილების დალექვის დროს, მისი ჭამა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით არის რეკომენდებული.

ისპანახი შეიცავს დიდი რაოდენობით სრულფასოვან ცილებს, ვიტამინებს, რკინას, მაგრამ, ვისაც მიდრეკილება აქვს ისეთი დაავადებებისკენ, როგორიცაა მარილების გაძლიერებული დალექვა პოდაგრისა და დიათეზის დროს, არ არის რეკომენდებული ისპანახის ჭამა. ისპანახში სხვა ბოსტნეულზე ბევრად მეტია აზოტოვანი ნივთიერებები, მათ შორის – პურინული ფუძეები, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში შარდმჟავასა და მისი მარილების წარმოქმნას.

არ გირჩევთ მჟაუნას წვნიანების ხშირად შეტანას მენიუში, რადგან, მჟაუნის მჟავა კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს. ის, ასევე, დიდი რაოდენობით შეიცავს აზოტოვან ნივთიერებებს, რაც ნიშნავს, რომ სახსრების დაავადებების, პოდაგრის, თირკმელებისა და ნაღვლის კენჭოვანი დაავადებების დროს არ უნდა მიირთვათ.

 

აიმაღლეთ იმუნიტეტი პოლივიტამინური ნაყენებით და დაამარცხეთ ავიტამინოზი

ვიტამინების ნაკლებობა იწვევს ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითებას, ამიტომ, პოლივიტამინური ნაყენების ხალხური რეცეპტები სიმხნევეს მოგანიჭებთ, ტვინის მოქმედებას გაააქტიურებს და ტონუსს აგიმაღლებთ.

* კუნელის ნაყენი: ნახევარ ჩაის ჭიქა კუნელის ნაყოფს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, დაახლოებით 5-6 საათის განმავლობაში დადგით ოთახში, შემდეგ კი 1 ჭიქა ნაყენში გაურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ჭამის  შემდეგ დალიეთ.

* მოცვის ნაყენი: 1/4 ჩაის ჭიქა მოცვის ფოთლებს დაასხით 3 ჭიქა ცივი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ ნახევარი საათის განმავლობაში. დალიეთ თბილი, დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ. ეს ნაყენი პოლივიტამინების საბადოა, ასევე, კარგია ნიკრისის ქარის დროს. 

* დამამშვიდებელი ნაყენი: 4 სადილის კოვზი გვირილის ყვავილი, 4 სადილის კოვზი პიტნის ფოთოლი და 2 სადილის კოვზი ვალერიანის ძირები კარგად აურიეთ ერთმანეთში. ამ ნარევის 1 სადილის კოვზი ჩაყარეთ ჩაის ჭიქაში და შეავსეთ მდუღარე წყლით. გააჩერეთ დაახლოებით 10-15 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ თითო ჭიქა, დღეში ორჯერ.

* გვირილის მკვებავი ნაყენი: 1 სადილის კოვზ გვირილის ყვავილს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და დადგით 20 წუთით. დაუმატეთ შაქარი და ნაღები – გემოვნებით. ეს ნაყენი ორგანიზმისთვის ერთგვარი მკვებავია, ასევე, უხდება ნაწლავებს და აწესრიგებს ძილს. 

* ასკილისა და შავი მოცხარის ნაყენი: თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს ასკილის ნაყოფი და მოცხარის კენკრა. 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათით, თავდახურული. შემდეგ გადაწურეთ და დაატკბეთ შაქრით. დალიეთ ნახევარი ჭიქა, დღეში 3-ჯერ. ეს ნაყენი კარგია  გაციებისა და ინფექციური დაავადებების დროს.

* ასკილისა და ცირცელის ნაყენი: ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით აურიეთ ასკილი და ცირცელი. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ დაახლოებით 1 საათით. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ნახევარი ჩაის ჭიქა.

* ავიტამინოზის დროს: აიღეთ 3-3 სადილის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი და ასკილი. დანაყეთ, დაუმატეთ 2 სადილის კოვზი მოცვი და კარგად ამოურიეთ. 3 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით ოთახში 3 საათის განმავლობაში. სვით დილა-საღამოს, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს ნაყენი ამდიდრებს ორგანიზმს ყველა ვიტამინითა და მიკროელემენტით.

 

 სასმელი წყლის ხარისხსა და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის პირდაპირი კავშირია

სასმელი წყლის ხარისხი აქტუალურობას არასდროს კარგავს. მისი გასინჯვისას უპირატესობას გემოს ვანიჭებთ და ამგვარი შერჩევა შემთხვევითი არ არის. სხვადასხვა წყაროს წყალს თავისი დამახასიათებელი ნიშნები, მათ შორის, განსხვავებული გემოც აქვს. გემრიელი წყალი იწვევს არა მხოლოდ დადებით ემოციებს და კლავს წყურვილს, არამედ, უზარმაზარ ინფორმაციას შეიცავს დედამიწის წიაღის მდგომარეობის შესახებ. 

დადგენილია, რომ სასმელი წყლის ხარისხსა და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ვინაიდან სასმელი წყლის ძირითადი წყაროა მდინარეები და მიწისქვეშა წყლები, მისი დაბინძურების რისკი მაღალია. ვისაც ბუნებრივ წყაროებზე ხელი არ მიგიწვდებათ და სამრეწველო წესით ჩამოსხმული მინერალური წყლის შეძენას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ, სახლის პირობებშიც დაამზადოთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო წყალი: საყინულეში მოათავსეთ ცივი წყლით სავსე ქვაბი. ექვსი საათის შემდეგ წყლის ნაწილი, რომელიც გაუყინავი დარჩა, სხვა ჭურჭელში გადაასხით და ხელახლა შედგით საყინულეში, ყინული კი გადააგდეთ. ოთხი საათის შემდეგ ქვაბი გამოიღეთ მაცივრიდან, ყინულში არსებული სითხე გადაღვარეთ და ყინული ოთახის ტემპერატურაზე გაადნეთ. ასეთი წესით მომზადებული წყალი მინარევებისგან გაწმენდილია და, ამავე დროს, შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას. მისი სამკურნალო მოქმედების საიდუმლო კი ისაა, რომ გამდნარი წყლის მოლეკულის დიამეტრი ზომით იდეალურად შეესატყვისება უჯრედების მემბრანების ხვრელებს, ეს კი სითხეს საშუალებას აძლევს, ადვილად შევიდეს ქიმიურ რეაქციაში, რის შედეგადაც ნივთიერებათა ცვლის პროცესი აქტიურდება და ორგანიზმი ძალასა და ენერგიას ზოგავს.

წყალგაყვანილობის წყალი შეიცავს ქლორს, ფტორსა და სხვა ნაერთებს, რომლებიც დუღილის პროცესში ჯანმრთელობისთვის მავნე ნაერთს წარმოქმნის. ამისგან თავი რომ დაიცვათ, სანამ წყალს აადუღებთ, ერთი დღე-ღამე თიხის, სპილენძის ან მინის  ჭურჭელში დატოვეთ, რომ ფტორი და ქლორი გაქრეს.

მოზრდილი ადამიანის ორგანიზმი დაახლოებით 40 ლიტრ სითხეს შეიცავს, რომლის აუცილებელი რაოდენობა მუდამ უნდა შენარჩუნდეს. უმნიშვნელო გაუწყლოების დროსაც კი, სისხლის პლაზმა და სხვა უჯრედგარეშე სითხე შესქელებას იწყებს და მათში მარილების რაოდენობა იმატებს. წყალი უჯრედებიდან დიდი კონცენტრაციის ზონაში მიემართება, შედეგად კი უჯრედები ნაოჭდება, რაც მთელი ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას იწვევს. გარდა ამისა, ადამიანთა უმეტესობა წყალს არასწორად სვამს, ხოლო მოსახლეობის თითქმის ნახევარი სითხეს გაცილებით ნაკლებს იღებს, ვიდრე საჭიროა.

თუ სისხლძარღვთა სისტემის სერიოზული დაავადებები არ გაწუხებთ და თირკმელებიც ნორმალურად მუშაობს, წყალი უნდა დალიოთ ნელა, ყლუპ-ყლუპით, არანაკლებ ორი ლიტრისა დღეში. 

скачать dle 11.3