კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: აქვს თუ არა კავშირი უშვილობასთან პროსტატის ანთებას? 

პასუხი:  პროსტატიტი და ზოგადად, შარდ-სასქესო გზების ქრონიკული ინფექციური პათოლოგიები უშვილობის ერთ-ერთი მიზეზია.

კითხვა: 20 დღეა, სიგარეტს თავი დავანებე. ეს დღეებია დამეწყო ღრძილების ტკივილი, წვა და სისხლდენა, კბილს კბილზე ვერ ვადებ. გამიგია,  მოწევის შეწყვეტის მერე მსგავსი რაღაცეები იცისო. ძალიან მაწუხებს და როგორ მოვიქცე? 

პასუხი: სიგარეტისთვის თავის დანებება და ამ სიმპტომების გაჩენა, ერთმანეთან კავშირში არ არის. თქვენ, სავარაუდოდ გაქვთ ქრონიკული პაროდონტიტი, რომელიც მწვავე ფორმაში გადავიდა და ამას დაემთხვა თქვენი მოსაზრება მოწევასთან  დაკავშირებით.  საჭიროა  ობიექტური გამოკვლევები. გირჩევთ, მიმართოთ სტომატოლოგს და ჩაიტაროთ სათანადო მკურნალობა.

კითხვა: მეუღლეს ჰქონდა ფარული ფილტვების ანთება. სითხე ჩაუდგა პლევრაში და ამოვუღეთ 1,5 ლიტრი. ერთი კვირა გავიდა და აქვს საშინელი ხველება. რენდგენმა კვლავ აჩვენა სითხე. რამდენადაა სასურველი, სითხის ხელმეორედ ამოღება ასე მცირე დროში? 

პასუხი: დაუყოვნებლივ მიმართეთ ფტიზიატრს, გამოსარიცხია ტუბერკულოზური პროცესი. მისი დადასტურების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მკურნალობა სპეციფიკური მედიკამეტებით მკაცრად განსაზღვრული დროით.  

კითხვა:  მაქვს ამალგამის ბჟენი.  იქნებ  მიპასუხოთ, რა არასასურველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ბჟენის ქონას?

პასუხი: ვერცხლისწყლის შემცველი ამალგამის ბჟენი  კამათის საგანია სტომატოლოგებს შორის მთელ მსოფლიოში. ერთი ნაწილის აზრით, ის მავნეა პაციენტისთვის (ვერცხლისწყლის შემცველობის გამო), ხოლო მეორე ნაწილი ამტკიცებს, მის აბსოლუტურ უსაფრთხოებას. ჩვენთან ეს საბჟენი მასალა აღარ გამოიყენება.

კითხვა:  გამიგონია, ქალიშვილმა ცხენით არ უნდა იჯირითოსო. მაინტერესებს მართლა საზიანოა თუ არა?

პასუხი:  ეს შეხედულება მცდარია. მაშინ, არ უნდა ისეირნოთ არც ველოსიპედით, მოტოციკლით და ასე შემდეგ.

კითხვა: რა პროცედურაა პლაზმოფერეზი და რას შველის? ვარ 9 კვირის ორსული.

პასუხი: პლაზმოფერეზი – ატრავმატული და უსაფრთხო სისხლის გაწმენდის მეთოდია,  რომლის დროსაც სისხლიდან მავნე ნივთიერებების შთანთქმა სპეციალური ფილტრებით ხდება. მისი საშუალებით სისხლი იწმინდება წიდისგან, შხამებისა და ნივთიერებათა ცვლის სხვა პროდუქტებისგან, ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და ცხიმში ხსნადი ფისებისგან. გაწმენდილი სისხლი ბრუნდება ორგანიზმში.

კითხვა:  83 წლის ქალის განავალი არის შავი. ტკივილები არ აქვს. თავბრუხვევა აღენიშნება ფეხზე დგომისას. 

პასუხი: შავი განავალის არსებობისას დაუყოვნებლივ უნდა გამოირიცხოს ფარული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მით უმეტეს, თუ ქალბატონს თავბრუხვევა აქვს – ესეც სისხლნაკლებობას შეიძლება უკავშირდებოდეს. დროულად უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს ან ქირურგს.

 

скачать dle 11.3