კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კენ ვატანაბე – მსოფლიო კინემატოგრაფის იაპონელი ვარსკვლავი

სულ მალე მსოფლიო კინოთეატრებში ლეგენდარული  მეგაბლოკბასტერის – „გოძილას” მორიგი კინოპრემიერა შედგება. ფილმ-კატასტროფას უზარმაზარი დინოზავრის მონაწილეობით, ამჯერად 3D ფორმატში იხილავს მაყურებელი. ფილმში არაერთი ცნობილი ვარსკვლავი თამაშობს, მათ შორის – იაპონელი კენ ვატანაბე, რომელიც ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იაპონელი კინომსახიობია.

* კენ ვატანებეს სრული სახელია კენსიაკუ და ის 1959 წლის 21 ოქტომბერს იაპონიაში, დასახლება კოიდეში, მასწავლებლების ოჯახში დაიბადა. სკოლაში სწავლის დრო კენი ტრომბონზე დაკვრას სწავლობდა და პარალელურად სკოლის ანსმაბლში მღეროდა. სწორედ იმ პერიოდში გადაწყვიტა მან მსახიობობა და 19 წლის ასაკში ტოკიოში გაემგზავრა, სადაც თეატრალურ სტუდიაში მოეწყო. 1981 წელს ვატანაბეს დებიუტი შედგა თეატრალურ სცენაზე, ხოლო ერთი წლის თავზე იგი ტელევიზიაში სამუშაოდ მიიწვიეს, სადაც სხვადასხვა ჟანრის ტელეფილმებში დაიწყო მონაწილეობის მიღება. 1984 წელს მისი დებიუტი შედგა სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში „მაკარტურის ბავშვები”, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იაპონიის ოკუპაციას ეხებოდა. იმავე წელს მან საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობისთვის დაწესებული იაპონიის კინოაკადემიის პრემია მიიღო.

* 1989 წელს, ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს, ვატანაბეს მძიმე დაავადება – ლეიკემია აღმოაჩნდა. გადაღებები შეჩერდა, ხოლო მსახიობი საავადმყოფოში მოხვდა, საიდანაც მხოლოდ 1994 წელს გამოწერეს, თუმცა, დაავადებამ კვლავ იჩინა თავი და ვატანაბე იძულებული გახდა,   კიდევ ერთი წლით აეღო პაუზა.

* ფილმი „უკანასკნელი სამურაი” კენ ვატანაბეს კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. ამ ფილმამდე შეერთებულ შტატებში მის შესახებ თითქმის არაფერი იყო ცნობილი, უცებ კი მასზე ყველა ალაპარაკდა და მისი შედარება დაიწყეს ლეგენდარულ იაპონელ მსახიობთან, „შვიდი სამურაისა” და „წითელი მზის” ვარსკვლავთან, ტოშირო მიფუნესთან.

* კენ ვატანაბე იაპონიაში თავმდაბლობით არის ცნობილი. მას არ უყვარს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გამოჩენა, რადგან უმალ ექცევა მათი ყურადღების  ეპიცენტრში. „მე არ ვარ დიდი ვარსკვლავი იაპონიაში, მე მხოლოდ მსახიობი ვარ. ნორმალურად ვცხოვრობ და კვირაში ხუთჯერ კერძს ვამზადებ ჩემს სამზარეულოში. ნამდვილი ვარსკვლავები ასე არ იქცევიან,” – აი, ასე დაახასიათა საკუთარი თავი ერთ-ერთ ინტერვიუში ნომერ პირველმა იაპონელმა მსახიობმა პლანეტაზე, „უკანასკნელმა სამურაიმ” კენ ვატანაბემ.

 

скачать dle 11.3