კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თანამედროვე სასწაულები

სისხლმდინარე ხატი

სოფელ დერჟავინოში, ეფიმოვების ოჯახში დაბრძანებულია მაცხოვრის ხატი, რომელსაც ხელთ იოანეს სახარება უპყრია. მასზე წარწერილია სიტყვები: „მცნებასა ახალსა მოგცემ თქუენ, რათა იყუარებოდით ურთიერთას“ (იოანე 13,34); ის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სასწაულმოქმედი ხატია, რადგან მასზე გამოსახულ მაცხოვარს სისხლი სდის.

ეს სასწაულებრივი მოვლენა 1999 წლის 5 მაისს დაიწყო, როცა ხატისგან ძლიერი კეთილსურნელება დაიფრქვა და მირონი წარმოსდინდა. ეს ამბავი სწრაფად გავრცელდა და ხატს უამრავმა ადამიანმა სცა თაყვანი. ის რუსეთის სხვადასხვა ეპარქიამაც წააბრძანა, სადაც თაყვანით შეეგება სამღვდელო დასი და მრევლი. ზოგიერთი სამრევლო სოფელ დერჟავინოში თავადაც აგზავნიდა საკუთარ ხატებს, რათა მაცხოვრის სასწაულმოქმედი ხატის გვერდით მოეთავსებინათ, რის შემდეგაც ზოგ მათგანს მირონი დაედინა.

2000 წლის 5 აპრილს, ვნების ოთხშაბათს, ხატის ზედაპირზე (სახეზე, საკურთხეველ მარჯვენასა და შემდეგ შუბლზე) მოულოდნელად გამოჩნდა წითელი სითხის მცირე ლაქები, რომელიც წვრილ ნაკადად მოედინებოდა და სისხლივით დედდებოდა. მთელ სახლში სისხლის სუნი დადგა. ბიოქიმიური ექსპერტიზის შედეგმა დაადასტურა ის, რასაც მართლმადიდებლები ვარაუდობდნენ, რომ ხატი სასწაულებრივად გამოყოფს ცოცხალი ადამიანის სისხლსო.  ჰემატოლოგებმა დაადგინეს სისხლის ჯგუფი. ეს არის მეოთხე ჯგუფის სისხლი, რომელიც დაემთხვა იტალიელი კოლეგების მიერ მიღებულ შედეგებს. სწორედ მათ გამოიკვლიეს ტურინის სუდარა. ამავე დროს, სისხლის ლაქები, რომლებიც თავიდან მცირე ზომის, თითქმის ძლივს შესამჩნევი იყო და მალე ხმებოდა, გაიზარდა. მათ ადგილზე წარმოქმნილი ნაკადი კი, კიდევ უფრო ხანგრძლივად რჩებოდა ხატზე.

როგორც ამგვარ შემთხვევებში ხშირად ხდება ხოლმე, ხატის სასწაულმოქმედება მისი კურნების ძალით მტკიცდება. წელიწად-ნახევრის განმავლობაში მაცხოვრის ხატი რუსეთის მრავალი ეპარქიიდან და ყოფილი დსთ-ს ქვეყნებიდან უამრავმა ადამიანმა მოილოცა. მათ შორის, ზოგიერთმა სასწაულებრივი კურნებაც მიიღო. როგორც ჩანს, უფალმა კიდევ ერთხელ მოიღო მოწყალება თავის ხალხზე და სასწაულთა ხილვის ღირსი გაგვხადა.

სასწაული განმეორდა

ყოველწლიურად, ზედაზენზე, წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში, წმიდა იოანე ზედაზნელის ხსენების დღეს – 20 მაისს ხდება სასწაული: ღამისთევის წირვის დროს წმიდანის საფლავი იწყებს დასველებას. საფლავის ირგვლივ, ტაძრის კედლებიდან და ხატებიდან მოედინება წვეთები. წირვის დამთავრებისთანავე კედლები შრება. ხალხს წმიდა იოანეს ჭიდან წყალი ურიგდება, რომლის რწმენით მიღებითაც მრავალი ავადმყოფი იკურნება. 

скачать dle 11.3