კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ერთად ცხოვრობს „ბინა ¹18-ში“ ნინი გოგიჩაიშვილი და როგორ აპირებს ის ფაქოს და კოტიკო თოლორაიას მონოპოლიის დანგრევას

„ჯიდიესზე“ კიდევ ერთი ახალი გადაცემა „ბინა ¹18“ დაიწყო, სადაც კოტიკოსთან და ფაქოსთან მისულ სტუმრებს, ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. რაც მთავარია, გადაცემას მუსიკალურად და არა მხოლოდ მუსიკალურად, აფორმებს ენერგიული, ხალისიანი და ძალიან ლამაზი დიჯეი – ნინი გოგიჩაიშვილი:

 

– ტელევიზია ყოველთვის მომწონდა. ვფიქრობდი, რომ შემეძლო, მომესინჯა ჩემი ძალები. დასაწყისისთვის, ეს გადაცემა ძალიან კარგია. რაც მთავარია, იმდენად კომფორტულ გარემოში მიწევს მუშაობა, ჩვენთან დაძაბულობა, ჩხუბი არ ხდება. ძალიან ბედნიერი ვარ და რაც მთავარია, ყველა მიწყობს ხელს, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. რამდენიმე ხნის წინ დამიკავშირდნენ „ჯიდიესიდან“, გამესაუბრნენ, ამიხსნეს როგორი ფორმატის იქნებოდა. შემდეგ ჩაწერეს პილოტი. პარალელურად, ქასთინგიც ტარდებოდა, დაახლოებით 100 გოგონამდე ნახეს. ყველა ლამაზი და კარგი იყო. საბოლოოდ, ჩემზე გააკეთეს არჩევანი და ძალიან ბედნიერი ვარ. პირველივე გადაცემას ხალხის მხრიდან კარგი ემოციები მოჰყვა, რადგან თამამად შეიძლება ითქვას, ეს არის ახალი, განსხვავებული გადაცემა. ისეთი რაღაცეები ხდება, რაც სხვაგან არ ხდება. სტუმარი უბრალოდ კი არ მოდის და ყვება თავის ისტორიას, მან საერთოდ,  არ იცის რა ელის. ბევრ სიურპრიზს ვუმზადებთ და ყველა ემოცია ნამდვილია. შესაბამისად, მაყურებელი გადაცემის ყურებისას კარგად გაერთობა და სიამოვნებას მიიღებს. 

– ვისთან ერთად მოგიწევდა გადაცემაზე მუშაობა, ამასაც ექნებოდა შენთვის დიდი მნიშვნელობა? 

– დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ბიჭებთან ერთად ძალიან კომფორტულად ვარ, მეგობრები გავხდით. ორივე ძალიან კარგი და მონდომებული ადამიანია. ყველაფერს, რაც კი შეუძლიათ, კარგად აკეთებენ, მეც მაქსიმალურ კომფორტს მიქმნიან – ხელის გულზე მატარებენ. მოკლედ, კარგად ვეწყობით ერთმანეთს, ჯერჯერობით შეხმატკბილებულები, საათივით აწყობილები ვართ. 

– რა სიურპრიზებს უმზადებთ სტუმრებს? 

– რეალურად, ამ გადაცემას რაც კარგი და საინტერესო აქვს და რაც ასევე, რთული ნაწილია ბიჭებისთვის, ეს არის ის, რომ არ გვაქვს დაწერილი ხუმრობები. დაახლოებითი გეგმა კი არსებობს, მაგრამ იქ ყველაფერი ცოცხლად ხდება. თუ ვიღაცას რაღაც ხუმრობა მოუვა თავში, შეუძლია, თავისუფლად გააკეთოს, რადგან ეს არის ჩვენი ბინა და ისინი ჩვენი სტუმრები არიან. თუ გინდა, წამოწექი, ვაშლი  ან ყავა მიირთვი. სამწუხაროდ, ყავა არ გვაქვს ხოლმე, რადგან ფაქოს მოვალეობაში შედის და ავიწყდება ბინაში ყავის ამოტანა. ანრი ჯოხაძესაც რომ სთხოვეს, ემღერა, არ იცოდა, რა ელოდებოდა –  სარბენ ბილიკზე რომ უნდა ერბინა, თან წყალს ასხამდნენ, ხან ფქვილი შეაყარეს. ბოლოს ლანგრით მოუტანეს ცოცხალი, უზარმაზარი გველი. თავიდან შოკში ჩავარდა, სარბენი ბილიკიდან გადმოვარდა, მაგრამ მერე ფოტოებიც გადაიღო გველთან ერთად. მე ბიჭების, სტუმრებისა და მაყურებლის განწყობაზე ვზრუნავ და მუსიკალურად ვაფორმებ გადაცემას, რომ უფრო აქტიურად და კარგად ვიყოთ. სამზარეულოში ჯერჯერობით არ ვტრიალებ, რადგან ფაქოს აქვს ოკუპირებული ეს კუთხე. მერე ვნახოთ, რა იქნება – მხოლოდ მუსიკალურად არ გავაფორმებ გადაცემას. ამ ბინაში სამივე ვართ და ამიტომ, სულ ჩუმად არ ვიქნები. შემდეგ გადაცემებში ჩემი როლი გაიზრდება. ჯერ ბიჭებს ვაცდი: სანამ დროა, გაერთონ. მონოპოლია კი აქვთ, მაგრამ ქალი რის ქალია, თავის სიტყვას თუ არ იტყვის!

– აქამდე გიცდია დიჯეობა? 

– მთავარი პუნქტი ის იყო, რომ დიჯეი უნდა გავმხდარიყავი. იქ არ ვდგავარ უბრალოდ, მართლა დიჯეი ვარ. არადა ჩემს მეგობრებსაც არ სჯერათ: კარგი, რა დიჯეი?! არადა, ნამდვილად მე ვარ, თან კარგი მასწავლებელი მყავდა – ზუხა. ახლა დამრჩა, ვისწავლო ორი ტრეკის გამიქსვა, გადაყვანები – ძალიან მაღალ დონეზე, რომ ავიყვანო. რემბომ რომ უყურა ჩემს პირველ გადაცემას, მაინც პროფესიონალია, კრიტიკული თვალით შეხედა და მითხრა: რაღაც გადასვლა ვერ გააკეთეო. მასტერკლასები უნდა ჩამიტაროს და თანდათან, უფრო კარგი დიჯეი გავხდები. ეს რომ ვისწავლე, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ, თან ყველაფერი ახალი მიხარია. რაც მეტს ვისწავლი, უკეთესია. 

– ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობ. ალბათ, გიფიქრია მარტო ცხოვრებაზე. როგორ წარმოგიდგენია შენი ბინა? ალბათ, იქაც ძალიან ბევრი მხიარულება, ჟრიამული იქნება? 

– მიფიქრია ამაზე, სახლი ცალკე, რეალურად, ძალიან დიდი კომფორტია. მაგრამ, ამჟამად ვსწავლობ, ვვარჯიშობ, ახლა მუშაობაც დაემატა და რეალურად, ვერაფერს ვასწრებ. ბებია და ბაბუა მაქსიმალურად მიწყობენ ხელს: გამზადებული საკვები, ტანსაცმელი, ყველაფერს მახვედრებენ. ჩემს სახლში იმდენი კომფორტი და ჟრიამულია, არ ვიცი, ეს რა ფასად უნდა გავყიდო. მარტო ცხოვრების გამოცდილება მაქვს, როდესაც გერმანიაში ვსწავლობდი და არ არის ადვილი, იმდენ სირთულესთან გიწევს შეჯახება. თუმცა, დიდი სკოლაა და მე ეს უკვე გავიარე. სამომავლოდ, მაგისტრატურის უცხოეთში გავლას ვგეგმავ, ამიტომ ამ ყველაფრისთვის ფსიქოლოგიურად მზად ვარ. მაგრამ, სანამ იმის კომფორტი მაქვს, რომ ყველამ ერთად, შეხმატკბილებულად ვიცხოვროთ, ამას არაფერში გავცვლი. 

– პირველივე გადაცემაში კოტიკომ განაცხადა, რომ არც გათხოვილი ხარ და არც შეყვარებული გყავს. 

– ჯერჯერობით არავინ მიყვარს. სიმპათიის დონეზე პატარ-პატარა რაღაცეები არის. არიან ისეთებიც, ვისაც მოვწონვარ და მეც მათდამი დადებითად ვარ განწყობილი. ჯერ სერიოზულზე არ ვფიქრობ, რადგან სხვა გეგმები მაქვს. მაგრამ, სიყვარული ისეთი რამ არის, არ მოვა და არ დაგეკითხება... თუ ასე მოხდება, ბედნიერი ვიქნები, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. 

– როგორია ბიჭებისადმი შენი მოთხოვნები?

– არ მიყვარს ძალიან აზიატი მამაკაცები და არც ზედმეტად ევროპულები. ბალანსი, გემრიელი მიქსი უფრო მომწონს. პირველ ადგილას იუმორის გრძნობას ვაყენებ. მამაკაცს შეუძლია, იუმორით ერთ წამში დაგაინტერესოს და თავი შეგაყვაროს. მე ნებისმიერ ადამიანთან შემიძლია საერთო ენა ვიპოვო, მაგრამ მეორე მომენტია: თავად თუ ვიგრძნობ კომფორტულად მასთან თავს, თორემ მას ეს შეიძლება, არც აგრძნობინო. ყველა გოგო მაინც მამას ადარებს ბიჭს, მამაჩემი კი, ცოცხალი ენციკლოპედიაა. ისეთი რაღაცეები ახსოვს, გაგიჟებული ვარ. ასეთი მამა რომ გყავს, ცოტა მოთხოვნებიც სხვანაირი გაქვს. ანუ, დასაწყისისთვის, აუცილებელია იუმორის გრძნობა, რადგან იუმორი ადამიანს ყველა პრობლემის გადალახვაში ეხმარება. მეორე – ეს არის ინტელექტი. რა თქმა უნდა, გარეგნობასაც ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ეს მაინც პირველი ეფექტია. მერე სხვა დანარჩენი ინაცვლებს წინ, გარეგნობა კი იკარგება

– ბოლო დროს ბიჭების დიდი ნაწილი აქტიურად ვარჯიშობს, ცდილობენ დაკუნთული სხეული ჰქონდეთ. ასეთი ბიჭები მოგწონს?

– ბიჭები ბოდიბილდერის ტანზე ან ზედმეტად ბატიბუტები, ძალიან არ მომწონს. ჩემთვის ეს არანაირად არ არის სექსუალური. თუმცა, მომწონს ის, რომ ბიჭები ყურადღებას აქცევენ გარეგნობას, ნაკლებად სვამენ ალკოჰოლურ სასმელს. ჩემი ასაკის ბიჭს არ უნდა ჰქონდეს ღიპი – სირცხვილია. ნორმის ფარგლებში ეს კუნთებიც მოსაწონია, თავის მოვლა, ჰიგიენის დაცვა. მაგრამ, ზედმეტად რომ აქცევენ საკუთარ თავს ყურადღებას, ჩემზე ბევრჯერ იხედებიან სარკეში, თმის ყველა ღერი გადალაგებული აქვთ, ასეთი ბიჭები ჩემთვის მიუღებელია. გოგო იმის გოგოა, რომ გაიპრანჭოს და ბიჭი 450 ანარეკლში რომ იხედება, ეს კატასტროფაა. ასეთი ბიჭები არ გამომეხმაურონ, კიდევ ბატიბუტები, საყურიანი, ცოტა  წანაზებული ბიჭები, ტრენდია და ახლა უნდა ვიარო ამ ბუტილკა შარვლითო... მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, მე ასეთ ადამიანთან არ წარმომიდგენია ჩემი მომავალი. ძალიან მომწონს, როდესაც ბიჭი საკუთარ თავში დარწმუნებული, თავდაჯერებულია: დიახ, მე მოვედი და შენ ვინ ხარ – ასეთები. კიდევ ეჭვიანი ბიჭები არ მომწონს, ამაზე საშინელება არაფერია. ასეთი ადამიანის გამო, თავს ნამდვილად ვერ გავიწირავ.

 

скачать dle 11.3