კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიხარული ეწვია თბილისში მცხოვრებ ბებიას და ვინ ეძებდა მას ბელორუსიიდან საქართველოში

72 წლის რიმა ნიკოლოზის ასული კრუკი ეძებდა 65 წლის დინა რომუალდის ასულ ლაშუკევიჩს (ქალიშვილობის გვარი) და ქეთინოს (ასაკი და გვარი უცნობია).

ისტორია: ვეძებ ჩემს ბიძაშვილს (დედის ძმის შვილს, 65 წლის დინა რომუალდის ასულ ლაშუკევიჩს (ქალიშვილობის გვარი) და მის შვილს – ქეთინოს (ასაკი და გვარი უცნობია). სამწუხაროდ, არც ბიძა მყავს ცოცხალი და არც დედა, თუმცა, ნათესავების მოძებნა ძალიან მინდა. მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მაქვს მათი ფოტოები. იმედია, მათ პოვნაში დამეხმარებით. თავად მე, ბელორუსიაში, ქალაქ მინსკში ვცხოვრობ და თქვენი იმედიღა დამრჩა.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჩვენმა მკითხველმა ამა წლის ¹13 (31.03.14) ნომრიდან იცის. რიმა ნიკოლოზის ასული კრუკის იმედის გამართლება შევძელით – მის ნათესავებს მივაგენით, დანარჩენს კი მკითხველი სტატიიდან თავად შეიტყობს.

 ინტერვიუ რიმა კრუკთან 

– რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ საქართველოში მცხოვრები ნათესავები იპოვეთ?

– ენით აუწერელი სიხარული და ბედნიერება განვიცადე, როდესაც გავიგე, რომ თქვენ ისინი მაპოვნინეთ. თქვენი და თქვენი ჟურნალის დიდი მადლობელი ვარ ამ სიხარულისთვის. სიმართლე გითხრათ, არც მე და არც ჩემ ირგვლივ მყოფთ არ გვეგონა, რომ ასეთ მოკლე დროში ნათესავებს ერთმანეთს გვაპოვნინებდით და დაგვაკავშირებდით. როგორც უკვე გითხარით, არც დედა მყავს ცოცხალი და აღარც ბიძა, ამიტომ, საქართველოში მცხოვრები დინასა და ქეთინოს პოვნას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რომ არა თქვენი ყურადღება დაკარგულთა ისტორიების მიმართ, ჩემი ისტორიაც აქამდე უპასუხოდ დარჩებოდა. ვინც კი მინსკში ეს ამბავი გაიგო, ყველა გაოცებულია იმით, რომ ამდენი წლის შემდეგ ასე „იოლად“ ვიპოვე ნათესავები. მთელი ჩემი ოჯახის სახელით დიდ მადლობას გიხდით ამისათვის. ამჟამად ჩვენ შორის კავშირი აღდგენილია, მეც და ისინიც ბედნიერები ვართ.

– აპირებთ თუ არა შეხვედრას ერთმანეთთან?

– ამის დიდი სურვილი გვაქვს, მაგრამ, არ ვიცი, როგორ გამოგვივა, რადგან, ტერიტორიულად ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან. ყოველი შემთხვევისთვის, ერთმანეთთან სატელეფონო კავშირი სულ გვექნება, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. ჩვენ რომც ვერ მოვახერხოთ შეხვედრა, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ექნებათ ამის შანსი.

ინტერვიუს 30 წლის ანგელინა რომანაშვილთან (დინას შვილიშვილი და ქეთინოს შვილი):

– პირველი ჩემს სტატიას სწორედ შენ გამოეხმაურე, ესე იგი, პირველმა შენ წაიკითხე ეს ისტორია. მოგვიყევი, მერე რა მოხდა ოჯახში?

– სრულიად შემთხვევით წავიკითხე ის ნომერი, რომელშიც ბელორუსიაში მცხოვრები ჩვენი ნათესავები ჩემს ბებიასა და დედას ეძებდნენ. იმწამსვე მოვუყევი დინას და დედას – ბებო, მგონი, შენ გეძებენ-მეთქი. ბებიას ისე გაუხარდა, კინაღამ გადაირია. ყველას გადაგვედო მისი ემოცია. ბებია მინსკში 19 წლის ასაკის შემდეგ აღარ ყოფილა და არც თავისი ნათესავები აღარ უნახავს. ბუნებრივია, ძალიან გაუხარდა, რომ მას ეძებდნენ. რა თქმა უნდა, ამ ამბის გაგონების შემდეგ ბებიამ გაიხსენა ყველაფერი. თავისი ახალგაზრდობა და ძალიან კარგ გუნებაზე დადგა. დედასაც უხაროდა, რომ ამდენი წლის შემდეგ, ბელორუსიაში მცხოვრებ ნათესავებს ახსოვთ ჩვენი ოჯახი და ჩვენი პოვნა უნდათ. ბებია ისეთი გახარებული იყო, რომ ჟურნალის იმ ნომერს ხელიდან არ უშვებდა და ყველას უყვებოდა ამ ამბავს. მინდა, თქვენს ყველა ერთგულ მკითხველს ვუსურვო ასეთი სიხარული, რაც ახლა ჩვენს ოჯახში ტრიალებს. მე დაბადებული არ ვიყავი მაშინ, როდესაც მათ დაკარგეს ერთმანეთი, მაგრამ ბელორუსიაში დინას ნათესავები რომ ჰყავდა, ამის შესახებ არაერთხელ მსმენია. ყოველთვის მაინტერესებდა ის ხალხი. ამჟამად მომეცა საშუალება, რომ მეც გავეცნო მათ და, ასე ვთქვათ, ახალი ნათესაობა შევიძინო.

თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3