კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აბარებს ირაკლი შერმაზანაშვილი გამოცდებს „ქლაბ 11-ის” ისტორიებით და ვისთან აგებს ნინო შავგულიძე „ჯეირანს”

ნინო შავგულიძისა და ირაკლი შერმაზანაშვილის ტელედუეტს კარგად იცნობენ „TV 11-ის” მაყურებლები. უფრო მეტიც, გულშემატკივრობენ და უყვართ. ჩემს შთაბეჭდილებას თუ ენდობით, ისინი საკმაოდ გვანან თავის ტელედუეტის პერსონაჟებს. ირაკლი სიტყვაძუნწი და კონკრეტულია, ნინო კი გაცილებით ლაღი და ირაკლის საპირისპირო. თუ როდის დაიწყო მათი მეგობრობა, რაზე ჩხუბობენ და როგორია მათი პირადი ცხოვრება ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

– „TV 11-მა” დაგამეგობრათ თუ მანამდეც იცნობდით ერთმანეთს?

ნინო: მე და ირაკლი „TV 11-მა” დაგვამეგობრა, მანამდე ერთმანეთს არ ვიცნობდით. როდესაც ეს არხი გაიხსნა და წამოვიდა იდეა, ყოფილიყო გოგო, რომელიც იმღერებდა საკუთარ თავზე, მოიყვანეს ირაკლი შერმაზანაშვილი, რომ მუსიკა დაეწერა ამ სიმღერებისთვის. მართლაც, რამდენიმე ნომერი ჩავწერეთ და აღმოჩნდა, რომ მე კარგად ვერ ვუკრავდი გიტარაზე. ჩაწერის დროს, ნერვიულობაც რომ ემატებოდა, გიტარაზე დაკვრა და პლუს სიმღერა – ამდენი დატვირთვით ვერ ვიმუშავე. დღემდე ვნერვიულობ სანამ სკეტჩი დაიწყება და აუდიტორიის წინაშე გავალთ,  მაგრამ მაშინ – განსაკუთრებით ვნერვიულობდი. მერე, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, მიხვდნენ, რომ ეს ბიჭი სასცენოა. სცენისთვისაა დაბადებული, თავისი ხუჭუჭებით და თავისი ამბებით. გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა დუეტი. ირაკლი არ მღერის, აკომპანირებას მიწევს, მაგრამ მაინც დუეტური სახე აქვს ჩვენს ნომრებს. თვითონაც მონაწილე ხდება ამ სიმღერის, ყველა სიმღერაზე მოფიქრებული გვაქვს სიუჟეტი ირაკლისთან – ჩემი და ირაკლის ურთიერთობის.

– მორჩილი ბიჭის იმიჯი აქვს ამ სკეტჩებში. სინამდვილეში როგორია?

– სინამდვილეში მობეზრდა ჩემი სიმღერები, სულ უკმაყოფილოა და უნდა, რომ თავისი როკი დაუკრას. 

ირაკლი: როკი არა – როკენროლი!

– ირაკლი „TV 11-ში” როგორ აღმოჩნდი?

– ქართული სიმღერები გადააკეთეს სიმებიანი კვარტეტისთვის და ამ სიმღერების არანჟირება მე გავაკეთე. ამის შემდეგ დასჭირდათ პიროვნება, ვინც გიტარაზე დაუკრავდა, ჰოდა, ბარემ იქ ვიყავი და შორს აღარ მოძებნეს.

– ეს იგი, საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდი. როდესმე წარმოიდგენდი, რომ სცენაზე აღმოჩნდებოდი ასეთ ლამაზ გოგოსთან ერთად? 

– სცენაზე სულ ვიდექი, მაგრამ იუმორისტულ შოუში რომ აღმოვჩნდებოდი, ვერ წარმოვიდგენდი.

ნინო: ირაკლი დირიჟორი გვყავს. ამიტომ, სცენაზე ხშირად უწევს გამოსვლა. კონცერტებსაც ატარებს და არის ერთ ამბავში. 

– ფრაკითაც დადის?

ირაკლი: ფრაკით არა, ორკესტრის დირიჟორი არ ვარ, აკადემიური გუნდის დირიჟორობას ვსწავლობ, ჯერ კიდევ კონსერვატორიის სტუდენტი ვარ.

– კონსერვატორიაში ჩაბარებით ბავშვობის ოცნება აიხდინე?

– არა პირიქით (იცინის).

ნინო: პირიქით როგორ, სადაც გძულდა, იქ მიხვედი? (იცინის).

ირაკლი: თავიდან ფორტეპიანოზე ვუკრავდი, მერე შემზიზღდა.

– რატომ?

– მუსიკალური სკოლის გამო, სულ მეჩხუბებოდნენ. ვალდორფის სკოლა დავამთავრე და ამ სკოლაში ეწყობოდა ხოლმე საღამოები. სწორედ მაშინ, მე თვითონ მომინდა სხვა ინსტრუმენტების სწავლა და ჩემით ვისწავლე. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მუსიკას გავყოლოდი და დირიჟორობა ავირჩიე, საორკესტრო – არა, საგუნდო. მერე გავაგრძელებ საორკესტროზე.

ნონო: ირაკლი უკრავს აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტზე, რაც კი შეიძლება რომ არსებობდეს. ძალიან ნიჭიერი ბიჭი გვყავს.

– ირაკლი, მართლა ნერვებს გიშლის ნინო, თუ მხოლოდ სცენარის მიხედვით? 

ირაკლი:  ნინო, რეალურ ცხოვრებაში არ მიშლის ნერვებს.

ნინო: ნუ იტყუები! სულ ნერვებს ვუშლი და სულ ნერვებს მიშლის თვითონაც (იცინის). სულ ვჩხუბობთ, უფრო სწორად ვკამათობთ.

– რაზე კამათობთ?

– რომელიმე მელოდიას მოგვაწოდებენ და დაგვიწერენ. სხვათა შორის, დათო გოგიჩაიშვილის დამსახურებაა, რომ თითქმის ყველა მელოდია გამართული, კარგად მოსასმენი და ასათვისებელია. ის გვეხმარება მელოდიის დაწერაშიც სხვადასხვა სიმღერაზე. ახლა, ორ დღეში რასაც ჩავწერთ, ირაკლის დაწერილი იქნება. საერთოდ, გუნდური მუშაობა მიმდინარეობს ამ პროექტზე. ამ პროცესში, ირაკლი ცდილობს,კლასიკურად დაუკრას. ვეუბნები, არ არის ეს საჭირო. პრიმიტიული მუსიკა უნდა ამ სიმღერას, რომ ადვილად მივიდეს მსმენელამდე.

ირაკლი: კლასიკა არა, – როკენროლი.

ნინო: ჰო, მე კლასიკას ვეძახი (იცინის). რაღაცეებს ცდილობს ხოლმე: ჯღინკი-რიკირი, ჯღინკი-რიკირი... ამაზე არის ერთი ამბავი, გაწევ-გამოწევა.

– საბოლოო ჯამში, ვინ იმარჯვებს?

– საბოლოო ჯამში, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ავაგდებთ მონეტას „არიოლი” თუ „რეშკას”, ან „ჯეირანს” ვითამაშებთ და ვინც გაიმარჯვებს, მოგებულიც ისაა ამ დავაშიც.

– მე, კი რატომღაც მეგონა, ნინო იმარჯვებდა ხოლმე?

ირაკლი: არა, თამაშებში მე ვარ მაგარი.

ნინო: შესაბამისად, ძირითადად, ირაკლი იგებს.

– პირად ცხოვრებაზე რას მიამბობთ?

ირაკლი: მე მყავს ცოლი და 4 თვის შვილი, რომელიც 25 დეკემბერს, – შობას დაიბადა.

ნინო: ირაკლი თავისთავზე არ ილაპარაკებს ბევრს და ამიტომ, მე ვიტყვი. ცხოვრობს მარტო, მეუღლესთან ერთად. ერთად ზრდიან ბავშვს. ხანდახან თუ დავურეკავთ, გვეტყვის, რომ ბავშვს ასეირნებს და არ სცალია სარეპეტიციოდ. სახლში ეჩქარება საღამოობით, რადგან ბავშვი უნდა აბანაოს და ასე შემდეგ. ძალიან კარგი მეოჯახე ბიჭია. რაც მთავარია, ერთგულია და უყვარს თავისი ოჯახი. 

– ნინო, ირაკლის პირადული რომ ჩამომირაკრაკე, შენთან რა ხდება?

– ჩემი ყველა თანაკურსელი გოგო გათხოვდა და „დაჟე” ერთი ბიჭიც... მე რა ჯანდაბა მჭირს, არ ვიცი (იცინის). არაფერიც არ ხდება, ვცხოვრობ ასე...

– და ელოდები უფლისწულს?

– არა, უფლისწულს არ ველოდები... არც კამაზის მძღოლს... მარტო ვარ. ამ ეტაპზე ასე ვარ. 

– ირაკლი, როგორ აფასებს მეუღლე შენს ტელეიმიჯს?

ირაკლი: მოსწონს ძალიან.

ნინო: ირაკლის მეუღლე – თეკლა, ჩვენი დიდი ქომაგია როგორც ამას ვატყობ სოციალური ქსელიდან.

– სოციალური ქსელი ვახსენეთ და დავინტერესდები, რას გწერენ მაყურებელები, როგორ გაფასებენ?

– ერთ დღესაც ჩვენი ერთი სიმღერა, კერძოდ: „პამ-პა-რამ-პამ-პამ” ჰქონდა გაზიარებული რომელიღაცა გვერდს და ირაკლიმ მომწერა: ერთი, ამათი კომენტარები წაიკითხეო. იყო ათასობით კომენტარი: წავიკითხე, ჩავყევი, ყველა დადებით შეფასებას წერდა. ბოლოსკენ ერთი-ორი გამოერია არადადებითიც (იცინის).

– რაო, რას წერდნენ?

– ჩემზე წერდნენ: ისე, ამ გოგოს კი აქვს ცხვირი ნიკოფსიიდან დარუბანდამდეო (იცინის). ძალიან ბევრი ვიცინეთ. 

ირაკლი: მე, კომენტარებში ბუჩქს მეძახიან.

ნინო: ამ ყველაფერზე ვიხალისეთ და არა გვქონია არანაირი ბრაზი.

– სახალისო და მხიარული სიმღერები გაქვთ.

– პირველი სიმღერა, გათხოვება რომ უნდა ჩემს პერსონაჟს; მერე, რომ გათხოვდა უკვე და არის „პამ-პა-რამ-პამ-პამ”. შემდეგ, გათხოვილია და კვლავ კაცებს შორის არჩევანს აკეთებს. ახლა უნდა ჩავწეროთ სიმღერა ირაკლიზე, რაც კიდევ არანაკლებ სახალისო იქნება. 

– ჩაწერებზე რა ხდება სტუდიაში?

– ჩაწერა ფანტასტიკური პროცესია. ორ კვირაში ერთხელ გვაქვს ჩაწერები – ყოველ მეორე ორშაბათს. ისეთი სიცილი და ამბავია, ისეთი კმაყოფილია ხალხი, რომ ორი კვირით ადრე თუ არ ჩაეწერე დასასწრებად, შანსი არ გაქვს, მოხვდე.

– არც მიკვირს, ისეთი პოპულარულები ხართ. ირაკლი, კონსერვატორიის ლექტორებმა რომ ნახეს შენი ტელეშემოქმედება, როგორ შეგაფასეს?

ირაკლი: სხვათა შორის, გამომადგა გამოცდაზე დიდი კომისია როცა იჯდა. გამოცდაზე ასეა: დაუკრავ, იდირიჟორებ, ხმებში იმღერებ და ბოლოს 15 წუთი უნდა ილაპარაკო კონკრეტულ კომპოზიციასა და კომპოზიტორზე. არ ვიყავი კარგად მომზადებული. თურმე, ერთ ლექტორს თვალი მოუკრავს ჩემთვის ეკრანზე და მისი პირველივე კითხვიდან აგორდა თემა. მთელი 15 წუთი გავიყვანეთ ამაში და გამოცდიდან გამოვედი ბედნიერი.

ნინო: იცნეს და გამოცდის მაგივრად ჩაატარა „ქლაბ 11-ის” ისტორიები.

ირაკლი: კიდევ ავტოსტოპზეც გამომადგა. ადრე, არ დავდიოდი, რადგან თუ ცოლთან ერთად არ ვიყავი, არ მიჩერებდნენ, ახლა – მიჩერებენ.

ნინო: ახლა, ცნობენ. შენ ის არა ხარ, ის ბუჩქიო – ეკითხებიან (იცინის).

– ძალიან კარგი დუეტი გაქვთ. ახალ პროქტზე ხომ არ ფიქრობთ?

ირაკლი: გვაქვს რაღაც იდეები, რომლებსაც ნელ-ნელა შემოგთავაზებთ.

 

скачать dle 11.3