კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაუკეთებენ თუ არა ცნობილი ოლიმპიური ვარსკვლავები მარიამ ქინქლაძის მიერ ამერიკაში გამოშვებულ ენერგეტიკულ სასმელს რეკლამას და ვისზე აპირებს ის ახლო მომავალში დაქორწინებას

მარიამ ქინქლაძეს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. ამერიკაში მისი  წარმატებული კარიერა 10 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. თუმცა, მხოლოდ 15 წლის იყო, როცა ამერიკაში პირველად წავიდა სასწავლებლად და მიხვდა, ამ ქვეყანაში უნდა დარჩენილიყო: „15 წლის ვიყავი‚ როცა გაცვლითი პროგრამით ჩავედი ტეხასის შტატში, სადაც საშუალო სკოლა დავამთავრე. შემდეგ ჩავაბარე ნიუ-იორკის პატარა კოლეჯში, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის. ის რომ დავამთავრე, მერე უკვე სწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტში განვაგრძე. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციების მიმდევარი ვარ, მიყვარს ჩემი ქვეყანა, ქართველები, ამერიკა იმდენად საოცარი ქვეყანაა, შესაძლებლობებით სავსე, რომ გადავწყვიტე‚ დავრჩენილიყავი. აქ მესწავლა და საკუთარი თავის რეალიზება მომეხდინა... მე ძალიან მიყვარს სპორტი, ასევე‚ ქველმოქმედებაც – ვიყავი მოხალისე  წითელ ჯვარში, „იუნისეფში“, „გაეროში“.  უხელფასოდ ვმუშაობდი ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციაში. შევიტანე კოლუმბიის უნივერსიტეტში საბუთები, დამიბარეს ინტერვიუზე და აღნიშნეს‚ რომ ძალიან საინტერესო ბავშვობა მქონდა. საინტერესო ქვეყნიდან მოვდიოდი და საინტერესო ცხოვრება მქონდა გავლილი. კოლუმბიის უნივერსიტეტში ბევრი რამ ვისწავლე და დიდი გამოცდილებაც მივიღე. შევისწავლე პოლიტიკური მეცნიერება, ავიღე: ეკონომიკის, ადამიანთა უფლებების დაცვის, ბიზნესის კლასები. კიდევ ვაპირებ სწავლის გაგრძელებას ჰარვარდში‚ ან კოლუმბიის უნივერსიტეტში უკვე დიპლომატიის განხრით“... მარიამ ქინქლაძის ერთ-ერთ მთავარ საქმიანობა ქველმოქმედებაა. მან დაახლოებით 3 წლის წინ საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია Honor Vitae დაარსა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ქართველი და ეთიოპიელი, მზრუნველობამოკლებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მათ განათლებასა და უფლებების დაცვაზე. მათ დასახმარებლად მარიამმა მეგობრებთან ერთად შარშან ნიუ-იორკში უკვე ჩაატარა საქველმოქმედო ივენთი.  შემოსული თანხებით კი ქართველ ბავშვებს დაეხმარნენ. მეორე ივენთი სულ მალე ისევ ნიუ-იორკში გაიმართება, რომლის შესახებ თავად მარიამი გვესაუბრება. თუმცა, მანამდე მინდა, აღვნიშნო, რომ 13 მაისს მარიამი პატარა, უსაყვარლესი ბიჭის დედა გახდა. მე კიდევ ერთხელ ვულოცავ მარიამს ლუკასის დაბადებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ!

მარიამ ქინქლაძე:  ზაფხულში  ორი გრანდიოზული ივენთის ჩატარებას ვგეგმავთ. მზადება უკვე დაწყებულია, სავარაუდოდ, ივლისში ჩავატარებთ ნიუ-იორკში,  აგვისტოში – ჰემპტონში, ხოლო სექტემბერში – ვაშინგტონში. ივენთის მისია ასეთია – Energize for a good cause,  ანუ, როგორც ყოველთვის, ახლაც, ივენთის მიზანი ქველმოქმედებაა. შემოსული თანხით დავეხმარებით მზრუნველობამოკლებულ და კონფლიქტურ ზონაში მოხვედრილ ბავშვებს როგორც საქართველოში, ასევე ეთიოპიაში.  რაც შეეხება სტუმრებს, ყველა იქნება, ვინც ჩვენი გულშემატკივარი და დონორია. ასევე,  ის ცნობილი სახეები, რომლებიც აქტიურად არიან ქველმოქმედებაში ჩართული. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, ვინ მიიღებს ამ ივენთში მონაწილეობას. რაც შეეხება ქართველებს, თუ მათ აქვთ სურვილი, ჩაერთონ ქველმოქმედებაში, ეს ძალიან გაგვიხარდება.

– გასულ ზამთარში შენ მიერ ორგანიზებული ივენთი –  Charity Meets Fashion, საკმაოდ წარმატებული იყო. რაც მთავარია, მასში ქართველები მონაწილეობდნენ და იქ მიღებული თანხით საქართველოში „ჩვენი სახლის“ ბავშვებს დაეხმარეთ. 

– Charity Meets Fashion ივენთი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, წარმატებით განხორციელდა. შემოსული თანხით კი, მოგვეცა საშუალება, დავხმარებოდით საქართველოში  მზრუნვებამოკლებულ ბავშვებს, მოხუცებს – რაც ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. რაც მთავარია, ამ ივენთის შემდეგ დიდი გამოცდილება მივიღე და დარწმუნებული ვარ, შემდეგი ივენთები უფრო წარმატებული იქნება.

– მინდა, გკითხო შენი ენერგეტიკული სასმლის შესახებ, რომელსაც მთელ მსოფლიოში ანალოგი არ აქვს და რომლის სარეკლმო კამპანია ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქზე“ უნდა მომხდარიყო. მახსოვს, მიყვებოდი, რომ ამ ენერგეტიკული სასმლის წარმოების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ ქველმოქმედებააო. რა ეტაპზეა ის, უკვე იყიდება? სასმლის სარეკლმაო კამპანიაში თუ მიიღებენ ცნობილი სახეები მონაწილეობას? 

– რაც შეეხება ჩემს ენერგეტიკულ სასმელ Guarna energy-ს, მისი პრეზენტაცია იყო „ფეშენ-ვიქზე“. ეს პირველი ენერგეტიკული სასმელია, რომელიც დამზადებულია 100 პროცენტით  ქოქოსის წყალზე და როგორც აღნიშნეთ,  მთელ მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. პრეზენტაციამ საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. „ფეშენ-ვიქზე“ მოპატიჟებული  ყველა სტუმარი მისი დეგუსტაციის შემდეგ აღფრთოვანებული დარჩა. ჩვენი სასმლის შესახებ ნიუ-იორკის მედიაც ალაპარაკდა. დაიბეჭდა უამრავი სტატია, მათ შორის ერთ-ერთი – ცნობილ  ჟურნალ In Touch-ში. სასმელი უკვე იყიდება ნიუ-იორკში და ძალიან მალე მას ფართო მასშტაბით გავიტანთ ამერიკის, ევროპისა და  სამხრეთ აფრიკის ბაზრებზე.  რაც შეეხება ენერგეტიკული სასმლის  სარეკლამო სახეს, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, ვინ გაუწევს რეკლამირებას. ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ორ  ყველაზე ცნობილ ოლიმპიურ ვარსკვლავთან. ეს როგორც კი გადაწყდება, მაშინვე თქვენ გაცნობებთ ექსკლუზიურად. ჩემი სასმლის წარმოების მიზანი ისევ და ისევ ქველმოქმედებაა. ამიტომაც, გაყიდული სასმლით შემოსული თანხის დიდი პროცენტი სწორედ ქველმოქმედებას მოხმარდება. ჩვენი სასმლის მომხმარებლები არა მხოლოდ აირჩევენ „Healthy Life style“-ს, აგრეთვე, ჩართული იქნებიან ქველმოქმედებაში და დაეხმარებიან მათ, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. 

– საქართველოში შენი საქველმოქმედო კომპანია Honor vitae-ის ფილიალი აქტიურ საქმიანობას ეწევა ქველმოქმედების კუთხით. ამჟამად, მას რა გეგმები აქვს?

– საქართველოში Honor vitae-ის ფილიალი ყოველ თვე საკმაოდ ბევრ პროექტს ახორციელებს. ჩვენ ვეხმარებით არა მხოლოდ ბავშვებს, ასევე მრავალსულიან ოჯახებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა. სააღდგომოდ  Honor vitae-მ  ავტომუსში  მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს მოულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული – პასკით, კვერცხებითა და სხვა საკვები პროდუქტებით. ასევე, ახალი ფეხსაცმელები გადაეცათ თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ვაგონებში მცხოვრებ უსახლკაროებს გადასცეს საოჯახო მოხმარების სხვადასხვა საგანი: ლეიბები, ქვაბები, ჩაიდანი, წყლისა და სარეცხისთვის აუცილებელი ჭურჭელი, პირსახოცები, უთო და ასე შემდეგ. Honor vitae Branch in Georgia საქართველოში სისტემატურად ახორციელებს ასეთი ტიპის პროექტებს.

– შენი საქმიანობიდან გამომდინარე, გიწევს მოგზაურობა, საქმიან შეხვედრებზე სიარული. ამ მხრივ რა სიახლეებია? 

– თავისუფალი დრო ცოტა მაქვს, მაგრამ ყოველთვის ვახერხებ ვესტუმრო ჩემს საყვარელ ადგილებს  და მეგობრებთან ერთად გავატარო დრო. ზაფხულს ძირითადად ჰემპტონში ვატარებ, რომელიც ნიუ-იორკიდან  2 საათის სავალზეა. ძალიან მიყვარს იქ ყოფნა. ასევე, მიწევს, მივიდე უამრავ ივენთზე, მათ შორის საქველმოქმედო ღონისძიებებზე, „ფეშენ-ვიქებზე“. რაც შეეხება მოგზაურობას, ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო, ხშირად ვერ ვახერხებ. თუმცა,  სულ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ვიმოგზაურო. ბოლოს ჩემი საქმის, ბიზნესის გამო, გაიანაში მომიწია მოგზაურობა. შევხვდი პრეზიდენტს. ჩვენმა შეხვედრამ წარმატებულად ჩაიარა. ჩვენ შორის შედგა მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ გავაკეთოთ ქოქოსის დისტრიბუცია. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი  სასმელი სწორედ ქოქოსისგან მზადდება. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ჩემი საყვარელი ქვეყანა საბერძნეთია და ამ ქვეყნის სიყვარულის დიდი მიზეზიც მაქვს – ჩემი ქმარი და ჩემი შვილის მამა  საბერძნეთიდან არის.

– ვინ არის შენი მეუღლე და როგორ მიდის შენი ორსულობა? 
– ბიჭს ველოდები, უბედნიერესი ვარ (13 მაისს მარიამი დედა გახდა, ინტერვიუ ჩაწერილია 10 მაისს – ავტორი),  ბავშვის სახელს კი ექსკლუზიურად თქვენ გაგიმხელთ – მალე ჩემი ლუკასი დაიბადება. მეუღლე ბერძენია – გეორგი პაპანასტასატოსი. ჩვენ ერთმანეთი Coachella ფართიზე გავიცანით, კალიფორნიაში  და იმ დღიდან დაიწყო ყველაფერი. მას შემდეგ ერთი დღე არ გაგვიტარებია ერთამენთის გარეშე. უბედნიერესი ვარ, რომ ასეთი კარგი ადამიანი მყავს გვერდით.  რაც შეეხება ქორწილს, ახლო მომავალში ვგეგმავთ, საბერძნეთის ერთ-ერთ ლამაზ კუნძულზე გადავიხადოთ.
– წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობ, უკვე შეძელი „ოცნებების ქალაქში“ თავის დამკვიდრება, წარმატებული კარიერის გაკეთება. რას ფიქრობ, ამ გადასახედიდან – რა დაგეხმარა ყველაზე მეტად წარმატების მიღწევაში? 
– წარმატებებს ადამიანები თავად ქმნიან. მთავარია, მოვინდომოთ, ვიყოთ მოტივირებულები, ვიშრომოთ ბევრი და თითოეული დღე დავიწყოთ პოზიტიურად. ძალიან ბევრ შრომასთან ერთად, მიმაჩნია, რომ  იღბლიანიც ვარ. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ყოველთვის გვხვდება პატარა სირთულეები, მაგრამ არ უნდა შეგვეშინდეს მისი. რაც შეიძლება მეტი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ.
скачать dle 11.3