კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ გააჩნია ირაკლი ალასანიას საკუთრებად არც უძრავი და არც მოძრავი ქონება და რატომ არის მისი ოჯახის კუთვნილი ქონების ერთადერთი მეპატრონე ნათია ფანჯიკიძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თადარიგის პოლკოვნიკი ირაკლი ალასანია 1973 წელსაა დაბადებული ბათუმში. უმაღლესი განათლება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო (1995 წელს დაამთავრა) და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. 1994-1996 წლებში კი საქართველოს უშიშროების აკადემიაშიც სწავლობდა. მისი სამუშაო გამოცდილება 1994 წელს საქართველოს უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის სამსახურში დაიწყო, საიდანაც 1998 წელს  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გადავიდა; 1998-დან 2001-მდე მუშაობდა საქართველოს საელჩოში აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში. 2001 წელს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უშიშროების საკითხთა სამსახურის უფროსი გახდა; 2002 წელს უშიშროების სამინისტროში დაბრუნდა და 2004 წლამდე უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილეც იყო – კურირებდა ანტიტერორისტულ ღონისძიებათა დაგეგმვასა და განხორციელებას. 2004 წელს თავდაცვის მინისტრისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედაც იმუშავა. 2004-2006 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო, ამის პარალელურად, 2005 წელს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი გახდა ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში. 2006 წელს 2008-მდე გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა. 2009 წელს პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ დააფუძნა და მისი თავმჯდომარეც გახდა. 2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთა რიგებში მოგვევლინა. არჩვენების შემდეგ კი პარლამენტიდან თავდაცვის მინისტრად გაამწესეს.

მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2001 წლით თარიღდება, როდესაც ის უშიშროების სამინისტროს აპარატში მუშაობდა. იმხანად ოჯახის წევრებად მიუთითებდა მეუღლეს – 1971 წელს დაბადებულ ნათია ფანჯიკიძეს და შვილებს: 1992 წელს დაბადებულ ნიკოლოზსა და 1996 წელს დაბადებულ ეკატერინეს. ოჯახის 40 000 დოლარად ღირებული საცხოვრებელი ბინა დოლიძის ქუჩაზე ცოლ-ქმრის ერთადერთი საკუთრება იყო (დეკლარაციაში მითითებულია, რომ აღნიშნული ბინა ნათია ფანჯიკიძეს შეუძინა მამამ, გურამ ფანჯიკიძემ). ასევე, ორივენი, დეკლარაციის შევსების მომენტში, ერთობლივად ფლობდნენ 1 700 აშშ დოლარს. მათი შემოსავლები დეკლარაციაში მითითებული არ არის.

შემდგომი დეკლარაცია ირაკლი ალასანიამ 2005 წელს შეავსო, როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და მიუთითა, რომ  მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა: 1 242 ლარსა და 780 აშშ დოლარს, ხოლო ნათია ფანჯიკიძე, როგორც ნომერ პირველი ბავშვთა სახლის აღმზრდელი, ყოველთვიურად 31 ლარს იღებდა.

2007 წელს ირაკლი ალასანია დეკლარაციას ავსებს, როგორც საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში. ოჯახის წევრთა შემადგენლობა და უძრავი ქონების ოდენობა უცვლელია. რაც შეეხება შემოსავლებს: 2006 წლის განმავლობაში ირაკლი ალასანიამ, როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, აიღო 4 970 ლარი; როგორც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა – 10 425 ლარი; როგორც გაეროში მუდმივმა წარმომადგენელმა – 12 605 შშ დოლარი; მისი ყოფითი ხარჯები (ბინის ქირა, დაზღვევა და სამსახურეობრივი მივლინებები) ბიუჯეტს 53 000 აშშ დოლარამდე დაუჯდა), ხოლო ნათია ფანჯიკიძის წლიური სააღმზრდელო ხელფასი კვლავაც 100 ლარი დარჩა. 2008 წელს ირაკლი ალასანია კვლავ საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია გაეროში: მისმა წლიურმა ხელფასმა 37 633 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ცხოვრებისა და სამივლინებო ხარჯებმა, საერთო ჯამში, 125 000 აშშ დოლარამდე. ნათია ფანჯიკიძე იმ წელს 80 000 აშშ დოლარად ღირებული მშენებარე უძრავი ქონების მესაკუთრე გამხდარა.

2012 წელს ირაკლი ალასანიამ დეკლარაცია შეავსო, როგორც პარლამენტის წევრმა. საკუთრებად კვლავაც ერთი ბინა მიუთითა, ოღონდ ახლა უკვე ამაღლების ქუჩაზე და ის, რომ დეკლარაციის შევსების დროს ნაღდ ფულად მას 11 000 ლარი, მის მეუღლეს კი 6 000 აშშ დოლარი ჰქონდა. ასევე, ნათია ფანჯიკიძეს 13 700 ლარად ავტოფარეხი შეუძენია 2 011 წელს დასაქმებული მხოლოდ ნათია ფანჯიკიძე ყოფილა: მას, როგორც ააიპ „კამარის“ დირექტორს 1 470 ლარი აუღია; როგორც ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ცენტრ „მენტალვიტას“ დირექტორს – 1 400 ლარი.

2013 წელს ირაკლი ალასანიამ დეკლარაცია თავდაცვის მინისტრის ამპლუაში შეავსო.  ოჯახის უძრავი ქონება – საცხოვრებელი ბინა, ავტოფარეხი და 15 კვ. მ. არასაცხოვრებელი ფართი ნათია ფანჯიკიძის საკუთრებაა. თუმცა დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული მხოლოდ ირაკლი ალასანიას ჰქონდა  – 12 000 ლარი და 5 000 აშშ დოლარი.  ნათია ფანჯიკიძე კვლავაც ძველ სამუშაო ადგილებზე იყო დასაქმებული და მან, როგორც „კამარის“ დირექტორმა 7 600 ლარი აიღო, როგორც „მენტალვიტას“ ფსიქოლოგმა – 3 447 ლარი. ხოლო ირაკლი ალასანიას, როგორც თავდაცვის მინისტრს, ორ თვეში – 9 811 ლარი მიუღია. 2012 წელს ირაკლი ალასანიასთვის სომეხ კოლეგას 5 000 აშშ დოლარად ღირებული სანადირო თოფიც უჩუქებია. რაკი 2014 წლის დეკლარაცია მინისტრს ჯერ არ შეუვსია, ბუნებრივია, იქ ვერ მოხვდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ალასანიამ, პრემიის სახით, 2013 წლის განმავლობაში 80 000 ლარი აიღო.

 

скачать dle 11.3