კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორივენიცა!

ანუ დარჩება თუ არა ხელის მოსაწერი ადგილი

 

ჯერჯერობით ისეთი ვითარებაა, ღვინო, ანუ ასოცირების შეთანხმება, არსად იყო, ხელისუფლების წევრები ტიკებს ალბობდნენ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კალმებს აპრიალებდნენო). თუმცა ისიცაა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეც გამოჩნდა: სახელდობრ, ქართული ოფიციოზი შეთანხმდა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას პრემიერ-მინისტრის ხელმოწერა დაამშვენებს (თუმცა პრეზიდენტის მრჩეველი ვანო მაჭავარიანის ვერსიით, პრეზიდენტმა და სწორედ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი დოკუმენტს, მაგრამ მის ხმას ხმად მღაღადებლისად უწერია დარჩენა).  ეს შეთანხმება კი იმიტომ აღმოჩნდა აუცილებელი, რომ კანონში მთლად ნათლადაც არ არის განსაზღვრული, თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი ამ რანგის საერთაშორისო დოკუმენტს: პრეზიდენტმა თუ მაინც პრემიერმა.

მეორე მხრივ, ეს ის ხელმოწერაა, რომელიც ისტორიას დარჩება (იმისდა მიუხედავად, პრემიერი თუ პრეზიდენტი ჩაუქი აღმოჩნდება თუ ძაბუნი), ამიტომაც ამტყდარი ვნებათაღელვა გასაგებია.

გასაგები – ადამიანური ვნებების გადმოსახედიდან, თუმცა გაუგებარი – სახელმწიფოებრივი მოტივებით (რადგან, წესითა და რიგით, მთავარია, ქვეყანას გამოადგე, მაგრამ, როგორც ჩანს, იქ, ზემოთ, სხვაგვარად განსაჯეს).

ერთი სიტყვით, მთავრობის წევრები გვიმტკიცებენ, რომ პრეზიდენტის ხელმოწერა არალეგიტიმური იქნება. ამის პარალელურად კი, ოკეანის გაღმიდან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, თვით ნიუ-იორკის ფორდჰემის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი ლევან ბოძაშვილი გამოგვეხმაურა და შემოგვთავაზა: „იმის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტი აშკარად ისტორიული მნიშვნელობისაა და განსაზღვრავს საქართველოს მომავალი საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შეუქცევადობას, მეტიც, ქმნის ამისთვის იურიდიულად სავალდებულო გარემოს, რომელიც შემზღუდავი იქნება ნებისმიერი მომავალი ხელისუფლებისათვის მისი საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, მიზანშეწონილი იქნებოდა აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწეროს ორივემ – საქართველოს პრეზიდენტმაც და პრემიერ-მინისტრმაც.“

გამოსავალი ქართული რეალობისთვის, მართლაც, იდეალურია; მეტიც, თუ ხელის მოსაკიდებელი ადგილი დარჩა, იქნებ ჩვენ, უბრალო მოკვდავთ (თუ არ მოვგაწერინებენ) მოგვაკიდებინონ მაინც?! 

скачать dle 11.3