კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები

წიგნის გამომცემელს, ბატონ N-ს,  ერთი ნაცნობი შეხვდა და ჰკითხა: 

– ახალ წიგნს ხომ არ სცემო?

– ვბეჭდავ და არა ვცემო, – უპასუხა გამომცემელმა.

– არა. მე იმაზე მოგახსენებ, რომ ცოტა შელახული გამოდის შენი გამონაცემიო.

– როგორ თუ შელახულიო?

– ისე, რომ ჯერ ცენზორი ოთახში იღებს და მერე შენ ასილაქებ ტიკჭორასავით, მეტიღა ცემა-გალახვა იქნებაო?!

***

ერთი კბილის ექიმი ცუდად იხსენიებდა აკაკის. როცა ეს აკაკის გადასცეს, იმან ღიმილით თქვა:

– ნეტავ, რა დამიშავებია იმ ყმაწვილისათვის? ალბათ, იმაზე მემდურის, რომ საღი კბილები მაქვსო.

***

აკაკის ჩაი მიართვეს სამეგრელოში. შაქარი დავიწყებოდათ, თუ როგორღაც იყო, აკაკიმ ზედიზედ ერთი და იგივე სტაქნისთვის სამჯერ მოითხოვა შაქარი.

– რამდენიც უნდა შაქარი ჩააგდო, რაკი თქვენი ენა მოხვდება, გამწარდებაო, უთხრა პოეტს მასპინძლის ახალგაზრდა ქალმა.

***

ეროსი მანჯგალაძის იუმორს, იმპროვიზაციის უნარსა და ფანტაზიას ყველა იცნობდა, მით უფრო მიხეილ თუმანიშვილი. ამიტომაც, არასოდეს საყვედურობდა, თუკი ეროსის, მისდა უნებურად, პერსონაჟის ტექსტის გარდა, სხვა სიტყვებიც წამოსცდებოდა.

„ერთხელ, – იგონებდა ბატონი მიხეილი, – „ესმერალდას“ წარმოდგენის დროს შუქი გამოირთო. გაისუსნენ სცენაზე მსახიობები, დარბაზში – მაყურებელი. ამ სიჩუმეში ვანიჩკა საყვარელიძე ეუბნება: განვაგრძოთ, განვაგრძოთო. ეროსის ხმა მოგეხსენებათ... მანაც ჩუმად უპასუხა, მაგრამ მთელმა დარბაზმა გაიგონა: „რადიო ხარ, შე შობელძაღლო?!“ – მაყურებელმა ხარხარი ატეხა“.

скачать dle 11.3