კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

ვის მაგივრად ნერვიულობდა „ორ ვარსკვლავში” ნიკო ბერიძე და რა ოცნებას აისრულებს ის მალე მეგობრებთან ერთად

მომღერალმა ნიკო ბერიძემ არაერთხელ მიიქცია მაყურებლისა და მსმენელის ყურადღება. პროექტი „ჯეოსტარი” და „ორი ვარსკვლავი” მის ცხოვრებაში გარკვეულ ადგილს იკავებს. მართალია, გამარჯვებული არც ერთ პროექტში ყოფილა და არც მეორეში, მაგრამ მაყურებლის სიმპათია მაინც დაიმსახურა. ჩვენს რესპონდენტს საკმაოდ დიდი წარმატება და გამოცდილება მოუტანა მიუზიკლმა „ქეთო და კოტემ,” რომელშიც მან კოტეს როლი შეასრულა. 

 

– მსმენელმა და მაყურებელმა „ჯეოსტარით” გაგიცნო. თუმცა, ბევრი იმასაც ამბობდა, რომ შემდგარ მომღერალს ამ პროექტში რა უნდაო. 

– ამას კი ამბობდნენ, მაგრამ არანაირად არ ვეთანხმები. უცხოეთში არის კონკურსები, როცა შემდგარი მომღერლებიც მიდიან და იღებენ მონაწილეობას. ასე რომ, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავდი ვერც მაშინ და ვერც ახლა. 

– მახსოვს, მაშინ იმასაც ამბობდნენ, ნიკო ბერიძე ოპერის მომღერალიაო და ეს მართალია?

– ეს, ალბათ, იმიტომ თქვეს, რომ „ქეთო და კოტეში” ვმონაწილეობდი. სამწუხაროდ, ზოგმა ოპერა და მიუზიკლი ვერც კი განასხვავა ერთმანეთისგან. 

– ანუ, ოპერასთან შეხება საერთოდ არ გქონია?

– ბავშვობაში 15-16 წლამდე ვმღეროდი. იმ პერიოდში, თან ვოკალური დავამთავრე და საოპერო მუსიკას შევეშვი. თუმცა, დღემდე ძალიან მიყვარს.

– გავიდა დრო და მეორე პროექტშიც გამოჩნდი. ეს არის „ორი ვარსკვლავი,” სადაც შენი მეწყვილე ნინო გაჩეჩილაძე იყო. ამ პროექტში ყველასთვის მოულოდნელად, უკვე როკერი ნიკო ბერიძე გამოჩნდი. 

– მანამდეც როკერი ვიყავი, თუმცა ეს ბევრისთვის სიახლე აღმოჩნდა. ხანდახან მიწევს ისეთი ჟანრის სიმღერის შესრულება, რომელიც ნაკლებად ახლოსაა ჩემთან, ვიდრე როკი. ალბათ, ამიტომაც გაუკვირდა ბევრს. ასე რომ, როგორც ვუსმენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას, ისევე ვმღერი სხვადასხვა ჟანრის სიმღერებსაც. როკი კი ჩემთან ძალიან ახლოსაა.      

– „ორ ვარსკვლავში” მართალია, შენი და ნინოს წეევილს საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა, თუმცა რაღაც-რაღაცეებში, ჟიურის არ ეთანხმებოდით. ამაზე საუბრობდა ყველა. რა ხდებოდა რეალურად? ეს ტექნიკური პრობლემა იყო თუ მაინც ჟიურიმდე მივდივართ საბოლოოდ?

– რა თქმა უნდა, ტექნიკური პრობლემებიც იყო, მაგრამ ისეთი მომენტებიც, როცა ჟიურის არ ვეთანხმებოდით. მარტო ჩვენ კი არა, ყველა მონაწილე. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს ტელეკომპანია „იმედის” წინაშე, მაგრამ ტექნიკურმა პრობლემამაც არაერთ ტურში იჩინა თავი. ცუდი გახმოვანება, ალბათ, იმიტომ იყო, რომ რეპეტიციებზე ვერ ესწრებოდა ხმის აწყობა და ასე შემდეგ. ჩემთვის არ იყო რთული ამ სიტუაციიდან თავი დამეძვრინა, უარეს პირობებშიც მიმღერია, მაგრამ არაპროფესიონალი მომღერლისთვის, ეს ძალიან რთულია. ამიტომ, უფრო ვნერვიულობდი, თორემ ჩემს თავზე ნაკლებად. 

– ამ ეტაპზე რა ხდება შენს ცხოვრებაში?

– ამ ეტაპზე ტელევიზიაში ვმუშაობ. ასევე, ვწერ ორ სხვადასხვა ჯგუფთან ერთად ორ სიმღერას. მაისში ვგეგმავთ კლიპის გადაღებასაც. 

– რომელი ტელევიზიის თანამშრომელი ხარ?

– აჭარის ტელევიზიის მუსიკალური პროდიუსერი ვარ. მუსიკალურად ვფუთავ არხს.

– ბათუმში როდის ბრუნდები?

– 17 მაისს მე და ჩემს ძმას ბათუმში სოლო კონცერტი გვაქვს (ინტერვიუ ჩაწერილია 7 მაისს – ავტორი). ჩვენთან ერთად იქნებიან ასევე ჩვენი ორი მეგობარი – აჩიკო გოგიტიძე, რომელიც ოპერის მომღერალია და აჩიკო ბერიძე, რომელიც, მგონი, ქართული სიმღერის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ყოველთვის გვინდოდა, ერთად ჩაგვეტარებინა კონცერტი. აი, ასრულდა ოცნება და 17 მაისს გვაქვს საშუალება, ჩვენი მრავალწლიანი სურვილი დავიკმაყოფილოთ. 

– ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა შენი ძმის გამოჩენა პროექტში „X ფაქტორი.” ბევრმა და მათ შორის, არც მე ვიცოდი, რომ ასეთი კარგი ხმა ჰქონდა გიორგის. საერთო ჯამში, ძალიან მუსიკალური ოჯახი გაქვთ.

– გიორგი გასულ წელს „მაგთიფანის” მონაწილე იყო და პროექტის გამარჯვებულიც გახდა. თუმცა, აქედან ის ბევრმა ვერ გაიცნო, როგორც ჩანს, არ იყო ისეთი რეიტინგული პროექტი და არხი, როგორიც სხვებია.  „მაგთიფანში” რომ მონაწილეობდა, ხომ დამაწყვიტა ნერვები და „X ფაქტორში” უარესად დამაწყვეტს ნერვებს, ვიცი. საერთოდ, ჩემი ძმა, მგონი, ჩემი ნერვების დასაგლეჯად არის მოვლენილი ამ ქვეყანაზე. 

– ალბათ, არანაკლებ სიტუაციაში იყო თავად, როცა შენ იყავი „ჯეოსტარისა” და „ორი ვარსკვლავის” მონაწილე.

– მე ისე ვანერვიულე, რომ ბატონებიც კი დავმართე. 

– კიდევ თუ გყავთ ვინმე მომღერალი?

– გენეტიკურად დედის მხრიდან იტალიელები ვართ. დედაჩემს სმენა ნამდვილად აქვს, მაგრამ მამაჩემს არა, რაღაც დიდმა გადაუარა ყურზე. თუმცა, კარგი მუსიკალური გემოვნება აქვს. ბებიაჩემი კარგად უკრავს, დეიდაჩემსაც კარგი სმენა აქვს. მოკლედ, ოჯახში, მამაჩემის გარდა, ყველა მღერის, თუმცა პროფესიით მუსიკოსი არავინ ყოფილა. 

– ალბათ, სასიამოვნო მოსასმენი იქნება ოჯახური სიმღერა.

– სხვათა შორის, არასდროს გვიმღერია. 

– არც ძმებს ჩაგიწერიათ დუეტი?

– დუეტი არასდროს გვქონია ჩაწერილი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჯგუფ „ჯეო პლანეტში” ვმღეროდით ერთად. იქ კიდევ ერთი ვოკალისტი გვყავდა, „ვოისის” მონაწილე, თეო ჩიტიშვილი. ახლა კი უკვე მე და გიორგიმ გადავწყვიტეთ დუეტის ჩაწერა და იმედი მაქვს, კარგი გამოვა.  

– ბათუმი ბევრი ნიჭიერი ადამიანის ქალაქია. რომ შეიკრიბოთ და ერთობლივად ჩაწეროთ სიმღერა, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი ჰიტი შეიქმნება. 

– კი, ძალიან მაგარი იქნება.

– ნიკო ბერიძე მუსიკალურ სამყაროში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში.

– სხვა გზა არც მაქვს. 

– რა მოგცა მიუზიკლმა „ქეთო და კოტემ”  როგორც მომღერალს?

– ბანალურად უნდა ვთქვა, მაგრამ ასეა. უპირველესად, ძალიან დიდი გამოცდილება და პოპულარობა. გავიცანი ძალიან მაგარი ხალხი.

– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

– არც არაფერი.

– რატომ?

– არ ვიცი. ორი წლის წინ კი ხდებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე სიმშვიდეა. სიმპათიები და პატარ-პატარა გატაცებები კი არის, მაგრამ სერიოზული არაფერი.

– რომანტიკოსი ხარ?

– რომანტიკოსი არა, უფრო რეალისტი ვარ. თუმცა, არის ადგილები, სადაც ამის გამომჟღავნება შემიძლია. 

 

скачать dle 11.3