კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

როგორ ეჩვეოდა ვასო ფხაკაძე სამი დღის განმავლობაში ლიკა მეტრეველისთვის „ცოლის“ დაძახებას და როდის მიიღეს მათ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება

ცოტა ხნის წინ ვასო ფხაკაძემ ცხოვრება „პირველ ვიცე-მის საქართველოს”  უმშვენიერეს ლიკა მეტრეველს დაუკავშირა. მათ ერთმანეთთან ორწლიანი მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც, საბოლოოდ, სიყვარულში გადაიზარდა და ვასო „თავისუფლებას“ ლიკას გამო შეელია. მე მათ კიდევ ერთხელ ვულოცავ დაოჯახებას და უდიდეს ბედნიერებას ვუსურვებ! 


ლიკა მეტრეველი: ვასო ორი წლის წინ გავიცანი საერთო მეგობრებისგან: იმის შემდეგ ვმეგობრობდით, ვმეგობრობდით და, ბოლოს, შეგვიყვარდა ერთმანეთი. 

ვასო ფხაკაძე: რომ დავინახე ლიკა, იმის მერე არ გაჩერებულა ჩემი ტელეფონი – რეკავდა და რეკავდა: „ვასო, გადაღება დამთავრდა, რომ მოვიდე და გნახო?” მე ცოტა დავიფასე თავი: „არ ვიცი, ჯერ „პაკაზი“ მაქვს, რომ მოვიცლი, გამოვალ”... – მოკლედ, ასე მოხდა ყველაფერი. სიმართლე, რომ გითხრა, მეგობრობიდან დაიწყო ურთიერთობა და მერე ნელ-ნელა გახშირდა ჩვენი შეხვედრები, ტელეფონზე დარეკვები: „რას შვრები, საღამოს რა ვქნათ” – და ასე შემდეგ... თავიდან მეგობრებთან ერთად ვხვდებოდით, მერე, უეცრად მითხრა – არ შემიძლია უშენოდ სიცოცხლეო.

ლიკა: გამოვუტყდი სიყვარულში, მერე უკვე ქმრობა ვთხოვე.

– მთელი საქართველო ეძებდა შენთვის საცოლეს.

ვასო: ხომ გაგიგია: „მოიცადე, მოიცადეო...“ და, აი, შედეგიც. 

ლიკა: მეგობრობის პერიოდში ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებდით. შემდეგ, როგორც ვასომ თქვა, ჩვენი ურთიერთობა გახშირდა და, ბოლოს, გამომიტყდა სიყვარულში. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო, რადგან, ბოლო პერიოდში, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდით, უკვე სხვა ურთიერთობა გვქონდა: ხშირად დავდიოდით კინოში, სუშის საჭმელად – ორივეს ძალიან გვიყვარს. შემდეგ ერთდროულად გაგვიჩნდა ერთმანეთის მიმართ გრძნობა, ოღონდ ერთმანეთისგან ჩუმად და მერე გავუმხილეთ. მარტოები ვიყავით და მითხრა: სიტყვებით რამის თქმას, ჯობია, ყველაფერი ჩემი ქცევით დაგანახვოო. ამით ყველაფერს მივხვდი. მანამდე, ვასოს საქციელებიდან გამომდინარე, ყველაფერი ისედაც ნათელი იყო, ამის შემდეგ კი საბოლოოდ დავრწმუნდი მის გრძნობებში. 

– რით მოგაწონა თავი?

– ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, კარგად გრძნობდე თავს ადამიანის გვერდით. ურთიერთობაში მხოლოდ სიყვარული არ არის მთავარი, იმის იქით კიდევ ბევრი რამაა. ვასო მავსებს მე, ისევე, როგორც მე ვავსებ მას. ყოველთვის ბედნიერი ვარ ვასოს გვერდით და ამან განაპირობა ის, რომ არჩევანი მასზე გავაკეთე. არსებობს ბევრი რამ, რაც ორივეს მოგვწონს, გვიყვარს და ეს ურთიერთობას კიდევ უფრო მეტად გვიადვილებს. ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ, ცოლ-ქმარი კი გავხდით, მაგრამ, ამავდროულად, კარგი მეგობრებიც ვართ, რადგან, ჩვენი ურთიერთობა სწორედ მეგობრობიდან დაიწყო. ერთმანეთისთვის რომ ვერ გაგვეგო, არც მეგობრობა იქნებოდა, არც შეყვარებულობა  და არც ცოლქმრობა. თავიდან მართლაც მეგობრულად ვუყურებდი, არც მისგან მოდიოდა ინიციატივა – ეს გოგო ჩემთან უნდა იყოსო, ჩემთვის არასდროს უგრძნობინებია. არასდროს განვიხილავდი მას, როგორც ჩემს „პაკლონიკს.“ იყო ყოველთვის მეგობარი, მაგრამ, მალე შეიცვალა ყველაფერი. 

– თქვენი შეყვარებულობის ამბავი ჟურნალისტებსაც გამოგვეპარა. არ ცდილობდით თქვენი ურთიერთობის აფიშირებას.

– ყოველთვის ვცდილობდით, საზოგადოების ყურადღების ცენტრში არ მოვხვედრილიყავით. ახლო მეგობრებმა, რა თქმა უნდა, ყველაფერი იცოდნენ. თან, ვასოს თემა ისე იყო – „ცოლი არ მოჰყავს“, „ვინ იქნება ვასო ფხაკაძის რჩეული.” რადგან არ ვიცოდით, ჩვენი ურთიერთობა როგორ დამთავრდებოდა, ამიტომ, ვარჩიეთ ჩუმად ვყოფილიყავით. მერე, როდესაც ჩვენი ურთიერთობა გამყარდა, ასე თუ ისე, ვიცოდით, რა იქნებოდა მომავალში, გადავწყვიტეთ, ჩვენი ფოტო დაგვედო „ფეისბუქზე“. რამდენიმე თვე ვიყავით შეყვარებულები და მალევე მივიღეთ ერთად ცხოვრების გადაწყვეტილება. ორივე ძალიან კარგად ვიყავით და რიღასთვის უნდა დაგვეცადა?! ამიტომაც გადავწყვიტეთ ასე. 

– ვასო, როგორ მიგაღებინა ლიკამ დაოჯახების გადაწყვეტილება?

ვასო: რა არ ქნა, რა არ გააკეთა... ძალიან მიყვარს და ამიტომ. ადრე ინტერვიუებშიც ვამბობდი, თურქულ კანფეტს არ ჰგავს-მეთქი, გარედან რომ ლამაზია და შიგნიდან არ ვარგა. ბევრი მოდელი ასეთია. ერთ-ერთ გადაცემაშიც ვთქვით, სუფრის გაშლა რომ არ იციან-მეთქი.

ლიკა: მინდა, აღვნიშნო, რომ სუფრის გაშლა ვიცი. 

ვასო: იურისტია, ინტელექტი აქვს. დანიური, არა... ბელგიური შოკოლადია. იუმორის გრძნობა აქვს სუპერი, რაც ყოველთვის მინდოდა. სულ ვამბობდი: ჩემს ცოლს იუმორის გრძნობა რომ არ ჰქონდეს, დავიტანჯები-მეთქი. მაგრამ, ამას ჩემზე კარგი იუმორი ჰქონია. ისეთ რაღაცეებს „არტყამს“ ხოლმე, ცუდად ვხდები. სულ ვამბობ: არ არსებობს ნაპირი, რომელსაც მისადგომი არ აქვს; მთავარია, იცოდე, რომ, როცა ღელავს, არ უნდა მიუახლოვდე, რადგან დაგამტვრევს, როცა ჩადგება, დამშვიდდება, მაშინ უნდა მიხვიდე. ჰოდა, როცა დაწყნარდა ზღვა, მეც მაშინ მივედი ჩემი ნავით.

– მთელი სტრატეგია გქონია შემუშავებული.

– რა თქმა უნდა. საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. 

– ლიკას მშობლებს, ალბათ, მოსწონთ სასიძო.

– ლიკას მამას, ბატონ თეიმურაზს, უყვარს ნადირობა, თევზაობა, ძაღლები ჰყავს. კახეთში რომ ჩავედი თოფები დავათვალიერე. მომავალში ნადირობას ვგეგმავთ. 

– ოფიციალურად სთხოვე შვილის ხელი? 

– მანამდე ვიყავი კახეთში ჩასული, სიძის ამპლუაში არა. დედამისი გავიცანი, მამამისი... სიყვარულიც უთქმელად ავუხსენი.  ვფიქრობ, ზოგჯერ, თქმას, ჯობია, ყველაფერი უსიტყვოდ, საქმით, ქცევით გააკეთო.

ლიკა: აღდგომას კახეთში იყო, მერე ერთად წავედით ყვარელში.

ვასო: აღდგომას კახეთში მეუფე მელქისედეკთან ერთად შევხვდი და მერე იქიდან ლიკასთან წავედი. 

ლიკა: მაშინ არ მომხდარა ხელის თხოვნა ან დანიშვნა. ჩემებმაც იცოდნენ ჩვენი ამბავი, ვასოსებმაც, მაგრამ, მერე უცბად გადავწყვიტეთ, რომ ერთად უნდა გვეცხოვრა. დედიკოს და მამიკოს ვუთხარი, ძალიან მალე გავთხოვდები-მეთქი. ცუდი რეაქცია არ ჰქონიათ, უბრალოდ, შევამზადე. მაგრამ, ეს „ძალიან მალე” აღმოჩნდა 5-6 საათი და აეროპორტიდან დავურეკე მამას: მამა, იცი, ვთხოვდები და თურქეთში მივდივარ-მეთქი.

ვასო: ევროპაში გვინდოდა წასვლა, მაგრამ, საბოლოოდ, თურქეთში წავედით. ზაფხულში წავალთ ევროპაში. ჯვარს რომ დავიწერთ და ხელს მოვაწერთ, მერე გვექნება თაფლობის თვე. რომ აიწია ცაში თვითმფრინავი, ვთქვი: „ვსიო, უკვე წავედით.” თან, ბიჭებმა მითხრეს: ოღონდ შენ ცოლი მოიყვანე და, თუ გინდა, ერთი წელი ნუ ჩამოხვალო.

ლიკა: პირველი სამი დღე ხშირად იმეორებდა „ცოლი“, „ცოლი“. ვეუბნებოდი: ეჩვევი-მეთქი.

ვასო: იცი, ტელეფონში როგორ მიწერია – „ცოლუკა“. 

– ლიკა, შენ „ქმარუკად“ გიწერია?

ლიკა: მე „ცოს“ ვეძახი. 

ვასო: ჩემი დისშვილები პატარები, რომ იყვნენ, „ვასოს” ვერ ამბობდნენ და „ცოს“ მეძახდნენ. ლიკაც ხომ პატარაა და ასე მეძახის. 

– როდის აპირებთ ჯვრისწერას?

– ალბათ, უფრო, შემოდგომაზე. „რუსთავი 2-ში“ უამრავი სიახლე გვაქვს, ბევრ რამეს ვიწყებთ. ფილმის გადაღება იგეგმება და ფიზიკურად დრო არ გვაქვს. თან, ისე არ მინდა, რომ ჯვარი დავიწეროთ და ორი კაცი მოვიდეს. ორგანიზება სჭირდება ყველაფერს, ხალხს უნდა ეცალოს ფიზიკურად. 

– ლიკას სუფრის გაშლა სცოდნია, საჭმელების მომზადებაც იცის? 

– ყველაფრის კეთება იცის ჩემმა ცოლმა. ისე, როცა მშია, უხასიათოდ ვარ, მაგრამ, ეს სამ წუთს გრძელდება – კარს შევაღებ თუ არა, მაშინვე საჭმელს მაწვდის. ნაყინის კეთება იცის, ყავას ადუღებს, ჩაქაფულს აკეთებს, მწვადს წვავს. სანადიროდ რომ ვარ და მოვკლავ ცხოველს ან ფრინველს, მაშინვე ჩამოვა, გაატყავებს, გაპუტავს.

– წარმოვიდგინე, როგორ პუტავს მწყერს, თან – ათ ცალს. 

– მწყერს რომ პუტავს, თითო ბუმბულის გამოპუტვას წყევლა რომ მოყვება: „შენ მოუკვდი შენს პატრონს.” წარმოიდგინე, ათ მწყერს რომ მოკლავ, რამდენი წყევლა გაქვს?!

– ლიკას მოდელობა ხომ არ აუკრძალე?

– რა საქმეც უყვარს, იმაზე თავი როგორ უნდა დავანებებინო?! შეიძლება, ისე ინტენსიურად აღარ იყოს ჩართული, როგორც ადრე, მაგრამ, მე მომწონს ის, რასაც აკეთებს. არ მიყვარს, შეყვარებულობის დროს ადამიანები სხვანაირები რომ არიან და, მერე, ცოლქმრობისას რომ იცვლებიან. როგორიც შეგიყვარდა, ისეთი უნდა გიყვარდეს. მეც ორი პროფესია მაქვს და მასაც – იურისტია და, ალბათ, ამ პროფესიას გაჰყვება, მოდელობა კი მისთვის უფრო ჰობი იქნება – ეს ჩემი აზრია. 

ლიკა: უცხეოთში დიდი ხნით მე თვითონაც არ წავალ. უკვე ოჯახი მაქვს და ვასოს დიდი ხნით აღარ დავტოვებ. საქართველოში გავაგრძელებ მოდელობას.

ვასო: როცა მილანში ექნება ჩვენება, მეც წავალ და ვუყურებ. ბოლოს რომ გამოდიხარ და შენ რომ ხარ „კუწურიე“ – ასე ვიქნები.

 

скачать dle 11.3