კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ატარებს ექსპერიმენტებს გეგა ფალავანდიშვილზე და რით დარჩა აღფრთოვანებული ია სუხიტაშვილი

14 აპრილს „რუსთავი 2-ის“ ეთერში მეგა-შოუ „X ფაქტორი” დაიწყო, რომელმაც შეიძლება ითქვას, მოლოდინს გადააჭარბა. ამ საქმეში ახალბედა ჟიური, ახალბედა წამყვანებთან ია სუხიტაშვილთან და გეგა ფალავანდიშვილთან ერთად, საკმაოდ საინტერესო, კრიტიკული, გარკვეულწილად, ინტრიგულიც იყო, რამაც მონაწილეებთან ერთად, საბოლოო ჯამში, მაყურებელს სანახაობრივი შოუ აჩვენა. 

 

– დღეს, თითქმის ყველა არხზე გადის სხვადასხვა მუსიკალური შოუ. როგორ ფიქრობთ, რით არის „X ფაქტორი” გამორჩეული?

გეგა ფალავანდიშვილი: როგორც „რუსთავი 2-ის“ მარკეტინგის სამსახური, გეტყვით, რომ არ ვიცი, რა შოუები და რამდენი გადის სხვადასხვა ტელევიზიაში, მაგრამ „რუსთავი 2“, როგორც ტელევიზია, ასეთი მეორე არ არსებობს. თუ ოდესმე რაიმე შოუ გაუკეთებია, ყველა საუკეთესო ყოფილა. თუ ვინმეს არ უნდა საუკეთესოს ყურება და ცუდი ურჩევნია, შეუძლია, უყუროს. თუმცა, არ მგონია, არსებობდეს ადამიანი, რომელსაც არ უნდა ყველაზე კარგის ყურება და ასეთი კი ჩვენს არხზეა. როგორც წამყვანი, ვიტყვი, რომ ეს არის არაჩვეულებრივი შოუ. მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, მასშტაბური კონკურსია. ჩვენ კი გვყავს არაჩვეულებრივი წამყვანი – ია.

ია სუხიტაშვილი: იმდენი კომპლიმენტი მივიღე გეგასგან, რომ ალბათ, მეყოფა ერთი, 4-5 წელი.

– ეს სტიმულია თანაწამყვანის მხრიდან.

– რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სტიმულია.

გეგა: ია გინახავთ სადმე წამყვანის ამპლუაში? 

– არა, თუ არ ჩავთვლით ადრინდელ სატელევიზიო გადაცემას და სხვადასხვა საღამოს.

ია: ეს იყო 2002 წელში და სულ სხვა რამ. თეატრშიც წამიყვანია შემოქმედებითი საღამოები, მაგრამ ესეც სხვა რამაა. მინდა, ყოველგვარი ფამილარობის გარეშე აღვნიშნო, რომ ხარისხი, გუნდურობა, შოუ და ბევრი რამ აქვს ამ ტელევიზიას, რომელიც ჯერჯერობით ვერავინ წაართვა. ვერ გამოჩნდა კონკურენტი ტელევიზია, რომელიც შეძლებდა, მისთვის გაესწრო. რა თქმა უნდა, ამას საწყენად არ ვამბობ. პირიქით, მივესალმები იმ ფაქტს, რომ იყოს ბევრი ტელევიზია, კონკურენცია, რაც თავისთავად, გამოიწვევს სულ მაღალი და მაღალი ხარისხის დადებას – ამას მაყურებლის პოზიციიდან ვამბობ. ისეთი დიდი სითბოთი, განწყობით დამხვდა ეს ხალხი, ისე მიმიღეს, რომ ეს ჩემთვის ბოლო დროს, ცოტა იშვიათია. ამან უფრო მეტი სტიმული მომცა, რადგან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ვამბობდი: ვერაფერს გავაკეთებ... 

გეგა: თვითონ არ აფიქსირებს, რომ რეალურად „ვარსკვლავია“, „დივა“ და ამიტომაც არის, ყველაზე რეიტინგული შოუს წამყვანი. 

– რატომ გააკეთეთ იაზე არჩევანი?

– იმიტომ, რომ საუკეთესოა. 

ია: ფრთები გამომება და გავფრინდი.

გეგა: შეიძლება, ასეთი შოუს წაყვანის გამოცდილება არ ჰქონდა, ისევე, როგორც მე, მაგრამ ია არის ქალი, რომელიც წარმატებულია, ნიჭიერი, ლამაზი, მშვენიერი, ყველაფერი აქვს. სამწუხაროდ, ასეთი ბევრი არ გვყავს, ხოლო ასეთი განსაკუთრებული – საერთოდ არ გვყავს. ამიტომ, ჩვენთვისაც დიდი პატივი იყო, რომ  დაგვთანხმდა. 

ია: რომ დამირეკეს, მაშინვე ვიკითხე: ვინ იქნება თანაწამყვანი. კმაყოფილი და აღფრთოვანებული დავრჩი, როდესაც მითხრეს, რომ ეს იყო გეგა.

გეგა: თუმცა, მან არ იცოდა, რომ მე არასდროს ვყოფილვარ წამყვანი.

ია: ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორს. წამყვანობა, თანაწამყვანობა, სცენაზე პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. შეიძლება, ფიზიკურად გადაღლილი იყო, რაღაც გტკიოდეს და ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ გიდგას გვერდით. შეგიძლია თუ არა, მას დაეყრდნო, თუმცა დაეყრდნო – არა პირდაპირი მნიშვნელობით...

გეგა: განსაკუთრებით, როცა ქუსლიან ფეხსაცმელებზე დგას მთელი დღე. 

ია: ამ შემთხვევაში, ძალიან გამიმართლა, გვერდში მყავს მამაკაცი, თან ძლიერი მამაკაცი. გეგა ძალიან ყურადღებიანი ადამიანია, მზრუნველი: რამე ხომ არ გინდა, ხომ არ გცივა... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქალი ხარ და ეს ძალიან გსიამოვნებს. ეს არის ისეთი რამ, რაც ბევრს არ აქვს. ეს არის შინაგანი კულტურა, ინტელექტი, რაც თანდაყოლილია, ამას ვერასდროს შეიძენ.

გეგა: ია რომ მიდგას გვერდში, რა თქმა უნდა, უნდა მივხედო და უნდა მოვუარო. ძალიან კარგ ხასიათზე მაყენებს, სადმე რომ „გავჭედავ“, მეხმარება. 

ია: თან, ისეთი კარგი იუმორი აქვს. გემრიელად, მსუყედ ხუმრობს, ინტელექტუალურად, რაც მე ძალიან მიყვარს და არასდროს მომბეზრდება. 

– გეგა, შენ რატომ დათანხმდი წამყვანობას? 

გეგა: საერთოდ არ მიფიქრია არანაირ წამყვანობაზე. ეს ჩვენი პროდიუსერების – დემნასი და გიორგის ერთ-ერთი ექსპერიმენტია, ისევე, როგორც ადრე, ჟიურიში ჯდომა. ამ შემთხვევაში, გუნდური გადაწყვეტილება იყო. შესაბამისად, დემნას და გიორგის დიდი ლოდინი არ დასჭირვებიათ, ამიხსნეს – რა სჭირდებოდათ და დავთანხმდი. იმედია, ია მიშველის, მასზე გადაიტანენ ყურადღებას, როცა მე რაღაც სისულელეს ვიტყვი. 

– გეგა, რომ არ ყოფილიყო ია და ყოფილიყო სხვა წამყვანი, მაინც დათანხმდებოდი?

– ვერ გეტყვი ვერაფერს, მე სხვასთან არ მქონია გამოცდილება. პირველი გამოცდილება იასთან მქონდა.

ია: პირველი დღე იყო ჩემთვის ძალიან რთული. მანამდე, 9 დღის განმავლობაში, ქობულეთში ვიყავი გადაღებაზე. ყოველდღე დილის 6 საათზე ვდგებოდი, 14-საათიანი მუშაობის რეჟიმი გვქონდა. იქიდან ღამე ჩამოსულს, მხოლოდ 2 საათი მეძინა და შემდეგ მქონდა 12-საათიანი ჩაწერა, თან ქუსლებით. ეს დღე ბუნდოვნად მახსოვს.

გეგა: გმირულად გავუძელით. ჩემთვისაც ძალიან დამღლელი იყო. გადაღებებზე არც მანამდე ვყოფილვარ, უძინარი კი თითქმის ყოველთვის ვარ. სამაგიეროდ, ქუსლებზე არ ვმდგარვარ.

– გეგა, ზოგჯერ არ გინდება ჟიურის წევრობა გაიხსენო და მონაწილისთვის არცთუ ისე სასიამოვნო კომენტარები გააკეთო?

– ვაკეთებ,  არ ვიზღუდავ თავს, რასაც გვინდა, იმას ვაკეთებთ. 

ია: როდესაც ფილმებში ვთამაშობ, უმეტესობა ჯერ არ გამოსულა კინოგაქირავებაში, რადგან ფესტივალებზე „მოგზაურობენ” წლების განმავლობაში, მაგრამ ახლობლებისთვის ვაწყობთ ხოლმე დახურულ ჩვენებას. ასეთ დროს რას ვუყურებ, არ მახსოვს. მეორედ, მესამედ უნდა ვუყურო და მერე უფრო გარკვევით დავინახავ ყველაფერს. ძალიან კრიტიკული ვარ, დედა სულ ამაზე მსაყვედურობს: შენ არასდროს  მოგწონს შენი თავიო.

– გეგა, შენ ხარ თვითკრიტიკული?

გეგა: უფრო თვითირონიული ვარ. კრიტიკოსები სახლში ისედაც ბევრი მყავს. არ მოერიდებათ, ყველაფერს მეტყვიან. 

– თქვენი „X ფაქტორი“ რა არის?

გეგა: ჩემი „X ფაქტორი“ იაა.

ია: ჩემი – გეგაა.

გეგა: ჩვენ ერთმანეთი გვყავს. 

– გეგა, ახალბედა მამა ხარ. ამ პროექტმა შენს პატარა გოგონას მამასთან ყოფნის დრო  არ მოაკლო? 

– მთლად ახალბედაც არ გამოვდივარ, მანამდე რაღაც გავიარე. რასაც უნდა აკეთებდე, ბავშვთან გატარებული დრო მაინც არ გყოფნის. საბედნიეროდ, ეს გადაღებები ყოველდღიური არ არის. ვცდილობ, ყურადღებიანი მამა ვიყო. ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვები ყოველდღიურად იცვლებიან, გინდა დაიმახსოვრო, შესაბამისად, ვცდილობ, ჩართული ვიყო მის გაზრდაში.

– ია, შენი შვილი უკვე 6 წლის არის. არ აქვს პროტესტი იმის გამო, რომ მასთან ერთად არ ატარებ დიდ დროს?

ია: აქვს პატარა-პატარა პროტესტები, როდესაც დღის განმავლობაში დიდი სიხშირით არ ვნახავ. აქვს პრეტენზიები, მაგრამ ვუხსნი: უნდა ვიმუშაო, შენ ხომ გიყვარს რაღაცეები რომ გისრულდება, შენც ხომ უნდა იმუშაო.

გეგა: ერთხელ ჩემი შუათანა მეჩხუბა, რომელიც 8 წლის ხდება. მიხსნიდა, რაღაც თამაში როგორ უნდა მეთამაშა. რომ ვუთხარი: მე ხომ არ ვთამაშობ-მეთქი, მითხრა: აბა, რას აკეთებ, სულ რომ მუშაობ, რამე ისეთი არ უნდა გააკეთოო. უფროსს არ აქვს პრობლემა.

ია: ლუკამ ვერაფრით გაიგო, შაბათ-კვირას რატომ მაქვს სპექტაკლები. ამბობს: ყველა ისვენებს ამ დედამიწაზე და შენ რატომ მუშაობო.

 

скачать dle 11.3