კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: ჩემს პატარაძალას შეესია ჭია და ჭამს ფოთოლს. რით დავეხმარო?

პასუხი: მეტრო „დიდუბის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს სპეციალური მაღაზიები, სადაც შეგიძლიათ, შეიძინოთ ნებისმიერი შხამქიმიკატი. თქვენ კონსულტაციასაც გაგიწევენ კონკრეტულ წამალთან დაკავშირებით და შესაბამისად უმკურნალებთ მცენარეს.

კითხვა: როგორ გავახარო „მაიმუნის ყურები?”

პასუხი: ამ მცენარის სახელწოდება არის კატალპა, რომელიც მოგრძო ლებანს იკეთებს და მასში მოთავსებულია თესლი. ამ თესლის აღება შეგიძლიათ საქართველოშიც, კერძოდ თბილისის ბაღებში. მისი თესლის ჩათესვის შემდეგ თქვენ სრულყოფილ მცენარეს მიიღებთ.

კითხვა: როგორ მოვუარო ზამიოკულკასს?

პასუხი: ის იოლად გასაზრდელი მცენარეა და არც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დროდადრო სიმშრალესაც იტანს, მაგრამ, შეიძლება, ფოთლები დასცვივდეს. თუმცა, თუ ჩამოვარდნილ ფოთოლს ტენიან მიწაზე დადებთ, დაფესვიანდება და ორ წელიწადში ახალი მცენარე გექნებათ.

კითხვა: როგორი მორწყვა სჭირდება იუკას?

პასუხი: ზაფხულში, აქტიური ზრდის პერიოდში, ზომიერად დაატენიანეთ. ზამთარში, როცა ტემპერატურა დაბალია – შედარებით იშვიათად მორწყეთ. მცენარეს ძველი ფოთლები ფრთხილად მოაცილეთ (არ მოაჭრათ). აქტიური ზრდის დროს რეგულარულად მორწყეთ სასუქით. ზაფხულში შეგიძლიათ გარეთ გაიტანოთ.

კითხვა: როგორ სინათლესა და ტემპერატურას უძლებს ტოლმია?

პასუხი: ის ძლებს გაბნეულ შუქზე და ნახევრად ჩრდილიან ადგილას. სიბნელესა და სითბოში ფორმას კარგავს. ეს გამძლე მცენარე ბუნებრივ პირობებს უკეთ ეგუება, ამიტომ, ოთახის მაღალმა ტემპერატურამ, შეიძლება, ფოთლები დაუმახინჯოს. სასურველია თუ მას ჩრდილოეთის ან აღმოსავლეთის ფანჯარაზე მოათავსებთ.

კითხვა: რა ტემპერატურა და სინათლე სჭირდება ლანთანას?

პასუხი: მისთვის აუცილებელია კაშკაშა სინათლე, ამიტომ, ზამთარში ყველაზე ნათელ ადგილას დადგით. სჭირდება ნორმალური ტემპერატურა. ზამთარში მინიმალური ტემპერატურაა 10 გრადუსი. თუ მცენარეს ფესვები ტენიანი აქვს, ზაფხულის სიცხესაც აიტანს. ზომიერი კლიმატის პირობებში თავს მშვენივრად გრძნობს, სუბტროპიკებში კი სარეველად იზრდება.

კითხვა: ბინაში ჩინური ვარდი მაქვს. იქნებ მასწავლოთ, რა რაოდენობით წყალი სჭირდება წელიწადის სხვადასხვა დროს?

პასუხი: დიდ მცენარეს ზაფხულობით რეგულარული მორწყვა სჭირდება. მიწა მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს. ზამთრობით მორწყვა შეამცირეთ და მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. გაზაფხულზე ნიადაგის კალიუმიანი სასუქით განოყიერება ხელს უწყობს ყვავილობას.

 

скачать dle 11.3