კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეუქმნა ქალმა საყვარლის მკვლელ ქმარს მყარი ალიბი და რა დაუმტკიცეს მათ ძაღლებმა

54 წლის მერაბ გ-რის  ცხედარი სამართალადამცევლებმა საკუთარ ბინაში აღმოაჩინეს. გარდაცვლილს სასტიკად ჰქონდა დასახიჩრებული სახე. ბასრი საგნით კი,  მთელი ტანი ჰქონდა დასერილი.  შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ბინაში განზრახ მკვლელობის რეალური სურათი დახვდათ –  ნახევრად შიშველ მდგომარეობაში მყოფი გარდაცვლილი მამაკაცი სამზარეულოს მაგიდის ფეხზე მოებათ, სუფრა კი გაშლილი იყო. არყის დაცლილი ბოთლი და საჭმლის ნარჩენები მიუთითებდა, რომ მკვლელმა  დანაშაულის ჩადენამდე, მასპინძელთან ერთად დალია, შემდეგ კი სასტიკად გაუსწორდა.  

წინასწარი მოკვლევით გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მერაბ გ-რი საკუთარ ბინაში მარტო მას შემდეგ ცხოვრობდა, რაც ცოლს გაშორდა. მისი მეუღლე ქალიშვილთან ერთად საცხოვრებლად საბერძნეთში გადავიდა. მერაბ გ-რი წარსულში ორჯერ გახლდათ ნასამართლევი – ერთხელ ხულიგნობისთვის, მეორედ ნარკოტიკების რეალიზაციისთვის. ამ დანაშაულისთვის მან გოსოსებს მიღმა რვა წელი გაატარა. ციხიდან გამოსულს ცოლ-შვილი საბერძნეთში წასული დახვდა. მათთან თავიდან ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, ცოლ-შვილმა მასთან კავშირი  გაწყვიტა. მერაბ გ-რი მარტოხელა კაცის ცხოვრებას ეწეოდა. მას ხშირად ესტუმრებოდნენ ხოლმე ძველი მეგობრები თუ „ამფსონები”.  ვინ იყო მკვლელობის ღამეს გარდაცვლილის სტუმარი, გამოძიებისთვის იქამდე უცნობი გახლდათ, სანამ ამის შესახებ გარდაცვლილის ერთ-ერთმა მეზობელმა არ განაცხადა. პროფესიით ექთანმა  ქალბატონმა გამოძიებას უთხრა, რომ მკვლელობის ღამეს, გამთენიისას ოთხ საათზე, როდესაც ავადმყოფ მეზობელთან გადადიოდა ნემსის გასაკეთებლად, მერაბ გ-რის ბინიდან გამოსული კოტე ი-ძე შენიშნა. მის დანახვისთანავე ქალბატონმა გეზი შეიცავლა და სხვა მეზობლის ჩიხში შევიდა. ქალბატონის განცხადებით, ამას ყურადღება მხოლოდ მეორე დღეს მიაქცია, როდესაც მერაბ გ-რის მკვლელობის შესახებ შეიტყო. 

სამართალდამცველებმა  კოტე ი-ძის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ დაადგინეს, რომ მას გარდაცვლილთან წარსულში ახლო ურთიერთობა ჰქონდა. უფრო მეტიც, ნარკოტიკის აქტიური მომხმარებელი კოტე ი-ძე, რომელიც ასევე ნასამართლევი გახლდათ, მერაბ გ-რისგან ხშირად მარაგდებოდა  ნარკოტიკული საშუალებებით, რასაც  თავად მოიხმარდა, ასევე, მეგობრისგან შესყიდულის რეალიზაციასაც ეწეოდა. სწორედ ამ ნიადაგზე ძველ მეგობრებს შორის დიდი უთანხმოება ჩამოვარდა.  უსიამოვნებას ისიც დაერთო, რომ  კოტე  ი-ძემ ეჭვიანობა დაიწყო ძველ მეგობარსა და თავის ცოლზე მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ წარსულში მათ სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ. ეს ფაქტორი მამაკაცებს არ გაუხმაურებიათ, თუმცა მერაბ  გ-რისგან რამდენიმე ახლობელმა საიდუმლოდ შეიტყო, რომ კოტე ი-ძე  მათზე ძალიან ეჭვიანობდა. გამოძიების ვერსიით, მკვლელობის ერთ-ერთი მოტივი, შესაძლოა, სწორედ ამასთან ყოფილიყო დაკავშირებული. ეს ვერსია მით უფრო  სარწმუნო გახდა, რაც მერაბ გ-რის მეზობლებმა დაადასტურეს, რომ ხათუნა ბ-ია ბოლო თვეებში რამდენჯერმე ნახეს მარტოხელა მამაკაცის ბინაში, საკმაოდ საეჭვო ვითარებაში. 

სამართალდამცველებმა კოტე ი-ძე, მის წინააღმდეგ მოპოვებული მრავალი მტკიცებულების შემდეგ, დააკავეს. მან დანაშაულთან ყოველგვარი კავშირი უარყო. დაიკითხა კოტე ი-ძის მეუღლე ხათუნა ბ-იაც, რომელმაც ქმარს ისეთი ალიბი შეუქმნა, გამოძიებისთვის ნამდვილ თავსატეხად იქცა. სასამართლო პროცესზე  ცხადი გახდა, რომ  განსასჯელს და მის მეუღლეს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები ჰქონდათ მიცემული. საქმის პირველადი მასალებით,  მკვლელობაში ეჭვმიტანილი კოტე ი-ძის მეუღლე ხათუნა ბ-ია აცხადებდა, რომ მკვლელობის ღამეს მისი ქმარი სახლიდან არ გასულა და მის გვერდით ეძინა. წინასწარ გამოძიებაში  იგივეს ამტკიცებდა განსასჯელი და მისი უფროსი შვილიც. თუმცა, მას შემდეგ, რაც მოპოვებული იქნა მტკიცებულება ექთანი ქალის ჩვენების მიხედვით, კოტე ი-ძემ ჩვენება შეცვალა და „გაიხსენა”, რომ იმ ღამეს  ათი წუთით შეიარა გარდაცვლილის ეზოში. მაგრამ, რადგან მერაბ გ-რის ბინაში შუქი ჩამქრალი იყო, აღარ დაუძახა და ეზო რამდენიმე წუთში დატოვა.  კოტე ი-ძე, გარდაცვლილის მეზობლის გარდა, ორმა მეძებარმა ძაღლმაც ამხილა. ოდოროლოგიურმა, ანუ სუნის ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის  მერაბ გ-რის მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა. მისი კვალი იყო დარჩენილი არყის ბოთლზე, თოკზე, ჭიქებზე.  არადა, ორი მეძებარი ძაღლის პარალელურად, არსებობდა ორი მოწმე, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მკვლელობის დროს განსასჯელი მათ გვერდით იყო. მაგრამ, სამართალდამცველები ძაღლებს უფრო ენდნენ, ვიდრე – როგორც მოგვიანებით საქმის მასალებით დადგინდა, ცრუ მოწმეებს. მოგვიანებით ხათუნა ბ-იამ ჩვენება შეცვალა და  აბსოლუტურად განსხავვებული ჩვენება მისცა. მან  ქმარი მერაბ გ-რის მკვლელობაში ამხილა.  საქმის მასალების მიხედვით, ხათუნა ბ-ია თავადაც საეჭვო რეპუტაციის ქალი გახლდათ, ცხადი იყო მან მკვლელობის შესახებ რაღაც იცოდა, თუმცა ქალის ჩვენებიდან რომელი იყო სარწმუნო, ამის დადგენა მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც განსასჯელმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.  დაკავებულის მეუღლის განცახდებით, რაც მან სასამართლო პროცესზეც დაადასტურა, გვიან ღამით, ქმრის ნაბიჯებმა გააღვიძა. ხათუნა ბ-იამ სისხლში მოსვრილი ქმარი რომ დაინახა, ეგონა, დაჭრილი იყო. ქალის შეკითხვაზე, რა მოხდა, რა მოგივიდაო, მამაკაცმა სახეში გაარტყა და უთხრა: შენს საყვარელს ჰკითხე, იმქვეყნად რომ გაგამგზავრებო. ამონაწერი ხათუნა ბ-იას ჩვენებიდან: „იმ ღამეს ვერ მივხვდი, რა მოხდა. კოტემ ხელები დაიბანა და დაიძინა. დილით, როცა მერაბის მკვლელობის ამბავი გავიგე, მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ჩვენი უფროსი შვილიც  ყველაფერს მიხვდა, მან დაინახა სისხლში მოსვრილი მამა. მაგრამ, კახას ვთხოვე, თუ დაკითხავდნენ, ეთქვა, კოტე იმ ღამეს სახლში იყოო. კახა არ მთანხმდებოდა, მაგრამ ბოლოს ვაიძულე, გამოძიებისთვის ეს ჩვენება მიეცა. თუმცა, მკვლელობიდან საკმაოდ მალე, მე თავად გამოვცხადდი პოლიციაში და განვაცხადე მომხდარის შესახებ. გარდა იმისა, რომ კოტეს შანტაჟს ვეღარ ვუძლებდი,  სინდისიც  არ მასვენებდა. კოტეს ავადმყოფურ ეჭვიანობას შეწირული მერაბი, რომელიც ჩემი ბავშვობის სიყვარული იყო, ძალიან მებრალებოდა და ქმარს ეს მაინც ვერ ვაპატიე”.  

სასამართლომ კოტე ი-ძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ორწლიანი პირობითი მსჯავრი დაედო მის მეუღლეს, ხათუნა ბ-იას, რომელმაც გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა და ამ დანაშაულებრივ ქმაედებაში უფროსი შვილიც ავტომატურად ჩართო. თუმცა, ახალგზარდა მამაკაცის ცხოვრების წესიდან გამომდინარე (ის მცირეწლოვანი ბავშვის მამა და სპორტსმენი იყო), დამნაშავე ცოლ-ქმრის უფროსი შვილი სასჯელს გადაურჩა. 

 

скачать dle 11.3