კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პლეხანოვის გამზირზე მდებარე შენობის სარდაფში 50 წლის განმავლობაში 6 ტონა ოქრო ინახებოდა

კრალჩეკის საქმე

1920 წელს ჩეხეთის საექსპედიციო კორპუსის ხელმძღვანელობამ, რომელიც ადმირალ კოლჩაკის მხარეზე იბრძოდნენ კომუნისტების წინააღმდეგ, კოლჩაკს უღალატეს, შეიპყრეს და კომუნისტებს გადასცეს. იმ დროს კოლჩაკი ციმბირის უმაღლესი მმართველი იყო და რუსეთის იმპერიის ოქროს მარაგი ჰქონდა, რომელიც 506 ტონა ოქროს ზოდებისგან შედგებოდა. კოლჩაკს ამ მარაგის გადამალვა სურდა. ის იმედოვნებდა, რომ კომუნისტებს დაამარცხებდა, რუსეთში იმპერიულ მმართველობას აღადგენდა და თავის სამშობლოს სიმდიდრეს დაუბრუნებდა. თუმცა, მოღალატე ჩეხები კომუნისტებს გაურიგდნენ, კოლჩაკი გასწირეს და 200 ტონა ოქრო, ფაქტობრივად, მოიპარეს, თავის სამშობლოში ჩაიტანეს და ჩეხეთის ოქროს მარაგს დაუდეს სათავე. მართალია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინმა ორმაგად აზღვევინა ჩეხებს და ორჯერ მეტი ოქრო დააბრუნა საბჭოთა კავშირში, მაგრამ ჩეხი სამხედროების მაშინდელი საქციელი ძალიან დიდი მასშტაბის კრიმინალური ქმედება იყო. ამგვარად, ირკუტსკიდან ყაზანში წამოღებული 506 ტონა ოქროდან, თათრეთში მხოლოდ 300-მა ტონამ ჩააღწია. დანარჩენი 206 ტონა ოქრო ჩეხებმა სხვა გზით წაიღეს და მდევარი წითლებისთვის რომ თავგზა აერიათ, 200 ტონა ოქრო ჩვეულებრივ ტომრებში გადააწყვეს და მშვიდობიანად ჩაიტანეს პრაღაში. დანარჩენი 6 ტონა ოქრო კი, რომელიც 10-10 კილოგრამიანი ზოდებისგან შედგებოდა, თორმეტი ყუთით თბილისში ჩამოიტანეს და ეროვნულ ბანკში ჩააბარეს შესანახად. ოქროს კურატორი ჩეხი მაიორი იერჟი კრალჩეკი იყო. მან დამოუკიდებელი საქართველოს მთვარობას განუცხადა, რომ ოქრო ჩეხეთის კუთვნილება იყო და თანდართული ყალბი საბუთებიც წარადგინა. ამავდროულად, მოსკოვში შეიტყვეს, რომ რუსეთის იმპერიის ოქროს მარაგის ნაწილი საქართველოში იყო და ნოე ჟორდანიას დაუყოვნებლივ მოსთხოვეს მისი დაბრუნება. სანამ წითლები ჩეხურ აფერას გაშიფრავდნენ, ეგონათ, რომ თბილისში 206 ტონა ოქრო იყო. ჟორდანიამ ლენინს საპასუხო ტელეგრამა გაუგზავნა და აცნობა, რომ თბილისში მხოლოდ 6 ტონა ოქრო იყო შენახული ბანკის საცავში და მისი უკან დაბრუნების მზადყოფნა განაცხადა. მაიორი კრალჩეკი კი დააპატიმრეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს სხვისი ქონების ქურდობისა და საბუთების გაყალბების მუხლით. 1920 წლის 30 აგვისტოს, თბილისში მოსკოვიდან კომისარი ანტონ ჩხაიძე ჩამოვიდა, რომელსაც სპეცვაგონით 6 ტონა ოქრო და მაიორი იერჟი კრალჩეკი უნდა წაეყვანა. 600 ცალი ათკილოგრამიანი ზოდები, რომლებიც ორმოცდაათ ყუთში იყო ჩალაგებული, სატვირთო მანქანაზე მოათავსეს და თბილისის რკინიგზის სადგურისკენ გაამგზავრეს. თუმცა, სატვირთო მანქანა, ამჟამინდელი მარჯანიშვილის მოედნის კუთხეში აღმოაჩინეს. ოთხ შეიარაღებულ ჯარისკაცს მაგრად ეძინა დახურულ საბარგულში. კრალჩეკი კაბინაში თვლემდა. ხოლო კომისარი ანტონ ჩხაიძე და 6 ტონა ოქრო უკვალოდ გამქრალიყო. შემთხვევის ადგილის დათვალიერებამ გამომძიებლებს არაფერი მისცა კრალჩეკი და და ჯარისკაცები კი ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ რაღაც კვამლი შეისუნთქეს და მას მერე ღრმად ჩაეძინათ. კრალჩეკმა ისიც დაამატა, რომ ჩხაიძემ აირწინაღი გაიკეთაო სახეზე... მიუხედავად იმისა, რომ კრალჩეკი საბჭოთა რუსეთისთვის იყო გადაცემული და მისი ექსტრადაცია უნდა განხორციელებულიყო, მოულოდნელად მისი საქმე დახურეს და ის ჩეხეთში გაუშვეს, რუსეთს კი განუცხადეს, რომ ჩეხი მაიორი უდანაშაულო იყოო....

ორმოცდაათი წლის შემდეგ

მარჯანიშვილის მოედანზე გაუჩინარებული ოქრო ჯერ დამოუკიდებელი საქართველოს უშიშროების ორგანოებმა ეძებეს, მაგრამ ყოვლად უშედეგოდ. შემდეგ კი ამ ოქროს „ჩეკა“ ეძებდა და ვერც მათ იპოვეს რამე. პარალელურად კი კომუნისტური უშიშროების ორგანოები კომისარ ანტონ ჩხაიძის ძებნითაც იყვნენ დაკავებულები, მაგრამ ვრეც ის აღმოაჩინეს. ჩხაიძე სტალინის გამოგზავნილი იყო საქართველოში და მისი პოვნითა და სამაგალითოდ დასჯით პირადად დიდი ბელადი იყო დაინტერესებული. მიუხედავად ამისა, ჩხაიძის კვალი ვერსად აღმოაჩინეს...

1970 წლის თებერვალში საბჭოთა კავშირში ამერიკის შეერთებული შტატების დიდი დელეგაცია იყო ჩამოსული, რომელშიც ბიზნესმენებიც შედიდნენ. იმ პერიოდში ამ ორი სუპერ-სახელმწიფოს ურიერთობები ერთგვარად დათბა და საბჭოელებმა „რკინის ფარდა“ დროებით ასწიეს... 25 თებერვალს, ანუ საქართველოს გასაბჭოების დღეს, თბილისს ამერიკული დელეგაციის ერთი ჯგუფი ეწვია, რომელშიც ბიზნესმენი, დევიდ ჩოისი შედიოდა. მას ამერიკაში სასადილოების ქსელი ჰქონდა და თბილისში ორი ასეთი სასადილოს გახსნის სურვილი გამოთქვა. ამ საკითხებს მოსკოვი წყვეტდა. საქართველოს „ცეკამ“ მოსკოვში წერილი გაგზავნა, რომელშიც ამერიკელი ბიზნესმენის სურვილზე იყო ლაპარაკი. მოსკოვმა ორი დღის მერე თანხმობა განაცხადა და წერილში ეწერა: „ჩოისს მოთხოვნილი ფართები გამოუყავითო“. საქართველოს „კაგებემ“ კი ცენტრალური უწყებიდან ბრძანება მიიღო, რომ ჩოისისთვის თვალყური ედევნებინათ და დაედგინათ, თუ რეალურად რას ისახავდა მიზნად 30 წლის ამერიკელი ბიზნესმენის წინადადება.

დევიდ ჩოისმა სასადილოს გასახსნელად პლეხანოვის გამზირზე მდებარე შენობის პირველი სართული და სარდაფი მოითხოვა, სადაც დღეს ერთ-ერთი კომერციული ბანკის ფილიალია. მეორე სასადილო კი, მას რუსთაველის გამზირზე უნდა გაეხსნა. ამერიკელი ბიზნესმენი, კონტრაქტის მიხედვით, სასადილოს რემონტსა და კეთილმოწყობას ამერიკიდან ჩამოტანილი მასალითა და მუშახელით ახორციელებდა. ამისთვის კი ის თავისი ფირმის მიერ დაქირავებული, მცირე სატრანსპორტო თვითმფრინავით სარგებლობდა. მოსამზადებელი სამუშაოები მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო და „კაგებემ“ თვალთვალი გააძლიერა.

ჩოისზე მიმაგრებული, თორმეტკაციან ჯგუფს, მაიორი როსტომ ჩიტაია ხელმძღვანელობდა. ის რეგულარულად აგზავნიდა მოსკოვში ანგარიშს თავისი მუშაობის შესახებ და დირექტივებსა და ინფორმაციებს იქიდანვე ღებულობდა. 29 მარტს მაიორი ჩიტაია პირადად ინაურმა გამოიძახა და უთხრა:

– მოსკოვიდან ცნობა მივიღე, რომ დევიდ ჩოისი ანტონ ჩხაიძის შვილიშვილია. ის ოციანი წლების დასაწყისში კომისარი იყო და თბილისში 6 ტონა ოქროს წასაღებად ჩამოვიდა. შემდეგ კი ეს ოქრო გაქრა და მას უკვე ორმოცდაათი წელია, ეძებენ.

ქართველ ჩეკისტებს, ისევე, როგორც მოსკოველ უფროსობას, ჩოისი ჯაშუში ეგონათ. თუმცა, ამერიკაში მოღვაწე საბჭოთა რეზიდენტის მიერ ჩოისზე მოპოვებულმა ცნობებმა სულ სხვა შედეგი გამოიღო და ნათელი გახდა, რომ ანტონ ჩხაიძის შვილიშვილი, ბაბუის მიერ გადამალული ოქროს მოძებნასა და მის ამერიკაში გატანას აპირებდა. მით უმეტეს, რომ ჩოისის ფირმის მიერ დაქირავებული სატვირთო თვითმფრინავს არ ჩხრეკდნენ და მთავარი იყო მასზე ოქროს ზოდები დაეტვირთათ...

რუსეთის იმპერიის ოქრო

1970 წლის 12 მაისს საქართველოს უშიშროების კომიტეტის სპეციალურმა ოპერატიულმა ჯგუფმა, რომელსაც როსტომ ჩიტაია ხელმძღვანელობდა, თბილისის აეროპორტში, ამერიკული სატრანსპორტო თვითმფრინავის ტრაპთან ორი კონტეინერი დააკავეს. მაიორმა ჩიტაიამ დევიდ ჩოისი მანქანიდან გამოიხმო და ჰკითხა:

– კონტეინერებით რა გადაგაქვთ?

– ჩემი მუშების სპეცაღჭურვილობა და სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო ხელსაწყოები. რაშია საქმე?

– კონტეინერები უნდა შევამოწმო. გახსენით!

დევიდ ჩოისი დაჟინებით მოითხოვდა კონტეინერების თვითმფრინავში ჩატვირთვას და მათი გახსნის სასტიკი წინააღმდეგი იყო. თუმცა არაფერი გამოუვიდა და როდესაც ჯერ კონტეინერები გახსნეს, შემდეგ კი იქ მოთავსებული ხის ყუთები, მზის შუქზე ბაჯაღლო ოქროსგან ჩამოსხმული ოქროს ათკილოგრამიანი ზოდები აელვარდა, რომლებსაც რუსეთის იმპერიის ორთავიანი არწივი ჰქონდა ამოტვიფრული. დევით ჩოისი შევჩენკოს ქუჩაზე მიიყვანეს, „კაგებეს“ შენობაში, დაკითხვაზე, სადაც მან თქვა:

– ეს ოქრო ბაბუაჩემმა, ანტონ ჩხაიძემ და მისმა ორმა მეგობარმა, ყოველგვარი სისხლის გარეშე გაიტაცეს და თბილისში გადამალეს. შემდეგ სამივე ჯერ თურქეთში გაიქცა, შემდეგ ამერიკაში და იქ ერთობლივი ბიზნესი წამოიწყეს. ბაბუას მეგობრები ჯერ კიდევ ოციან წლებში დაიღუპნენ. ბაბუაჩემი კი ხუთი წლის წინ გარდაიცვალა და სიკვდილის წინ გამანდო რუსეთის იმპერიის ოქროს საიდუმლო...

დევიდ ჩოისი და მისი თანმხლები პირები საბჭოთა კავშირიდან გააძევეს, სასადილოების მშენებლობა კი გააუქმეს და იქ სხვა ობიექტები გახსნეს. რუსეთის იმპერიის კუთვნილი 6 ტონა ოქრო, კიროვის ქუჩაზე მდებარე, ცენტრალური ბანკის სარდაფში შეინახეს, სადაც ის ერთხელ უკვე ინახებოდა. თუმცა, 1990 წლის დასაწყისში, როდესაც უკვე ნათელი იყო, რომ საბჭოთა კავშირი სულს ღაფავდა, ის ოქრო და კიდევ სხვა საგანძური საიდუმლოდ გაიტანეს ბანკიდან და მოსკოვში წაიღეს...

 

скачать dle 11.3