კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ქვეყანაში იძირება რომანტიკაში ნუცა შანშიაშვილი და რატომ გადაწყვიტა მან ღრუბლის ყიდვა

მომღერალი და მსახიობი ნუცა შანშიაშვილი უკვე წლებია, ამერიკაში ცხოვრობს და თავისი პროფესიის წყალობით, უამრავ ქვეყანაშიც მოგზაურობს. როგორც ამბობს, თავს ჰაერში უფრო მშვიდად და კომფორტულად გრძნობს, ვიდრე დედამიწაზე. თუმცა, რომელ ქვეყანაში მოხვდა ის სხვა განზომილებაში, სად გრძნობს თავს რომანტიკულად და რატომ მოუხდა ნანატრ შვილთან განშორება, ამაზე თავად გვესაუბრება.

 

ნუცა შანშიაშვილი: ახლახან დავბრუნდი გასტროლებიდან და ძალიან კმაყოფილი ვარ. ზოგადად, ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ჩემი პროფესიის წყალობით, ბევრ ქვეყანაში დავდგი ფეხი. ბოლო გასტროლზე რომ მივდიოდი ისრაელში, პირველად უნდა დამეტოვებინა ჩემი შვილი ნიკალა და ძალიან განვიცადე. დავსვი და დიდი კაცივით დაველაპარაკე: აბა, შენ იცი, არ ინერვიულო, მე ცოტა ხნით გტოვებ, ოჯახს გიტოვებ, მიხედე და ჭკვიანად მოიქეცი-მეთქი. ისიც დიდივით მისმენდა (იცინის). დედა დარჩა მასთან და ის ერთი თვე ნამდვილი ტანჯვა აღმოჩნდა ჩემთვის ამ მხრივ. თუმცა, თვითონ ისრაელი, საოცარი ქვეყანაა, სადაც ტრანსში ვვარდები და სულ სხვა განზომილებაში ვარ. 

– ნუცა, სულ, რამდენ ქვეყანაში ხარ ნამყოფი?

– ძალიან ბევრ ქვეყანაში და ეს ჩემი ჰობია. მე გეტყვით, სად არ ვარ ნამყოფი და, ესენია: იაპონია, ჩინეთი და შვეიცარია. დანარჩენი, ყველგან გახლდით. არ მეგულება ადამიანი, ვისაც მოგზაურობა არ უყვარს და ვფიქრობ, ყველა იმისთვის ვართ დაბადებული ამქვეყნად, რომ, რაც შეიძლება, ბევრი ახალი ქვეყანა ვნახოთ და შევიგრძნოთ უცხო გარემოს ხიბლი. ამაზე დიდი სიამოვნება, სხვა რა უნდა იყოს, არ ვიცი. ადამიანს რომ კითხავენ, რა გიყვარს ყველაზე მეტად და რა განიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებასო. ზოგი პასუხობს, ჭამა, სიყვარული, მანქანა, აგარაკიო, მე კი დაუფიქრებლად ვპასუხობ, მოგზაურობა-მეთქი. ხან პარიზში ვარ, ხან ამერიკაში, ხან ისრაელში და ხან ესპანეთში.

– ყველაზე მეტად რომელმა ქვეყანამ მოგხიბლა და სად აღმოჩნდი არარეალურ სამყაროში?

– ყველზე მეტად ისრაელი მხიბლავს და ვგრძნობ ამ ქვეყანაში როგორ ვვარდები ტრანსში, სხვა განზომილებაში ვარ და თითქოს არაამქვეყნიური ვხდები. ამის ენით გადმოცემა, ცოტა რთულია. ფეხით მაქვს მოვლილი და ვგრძნობ მისი ძველი ადგილები, ქუჩები, მცენარეები და მიწაც კი, როგორ ზეგავლენას ახდენს ჩემზე, უხილავი ენერგიით როგორ მავსებს. ამ არარეალურ სამყაროში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი და ვფიქრობ, ღმერთის საჩუქარია – იქ ჩავიდე და შევიგრძნო ამ ქვეყნის ემოცია, მისტიკური სიყვარული და არაამქვეყნიური შეგრძნება. ემოციური ადამიანი კი ვარ, მაგრამ ეს ქვეყანა ისეთი შთამბეჭდავია, ვფიქრობ, მის უნიკალურ აურასთან, რაღაც უხილავი ძაფით ვარ მიჯაჭვული, ემოციებით გარშემორტყმული. 

– ესე იგი, იერუსალიმი არის ადგილი, სადაც შენ ზღაპრულ გარემოში ხვდები. მაგრამ, თუ არის ქვეყანა, სადაც თავს მეტად თავისუფალად გრძნობ და სიყვარულიც გეძალება?

– არის ასეთი ქვეყნები და ახლავე მოგახსენებ. მაგალითად, ძალიან მიყვარს ესპანეთი, ის ცეცხლოვანია, ვგრძნობ, როგორ მიორმაგდება ენერგია. აი, პარიზში, ვარ ზედმეტად რომანტიკული.  ეს ქვეყანა რომანტიზმის ცენტრია და როგორ შეიძლება, იქ ჩასული ადამიანი რომანტიკაში არ ჩაიძირო. პარიზში რომ ვარ, არ მინდება სიმღერა, მინდა ვიჯდე, ვწრუპო ღვინო და ვუსმინო სხვების შესრულებულ, რომანტიკულ კომპოზიციებს. ანუ, საფრანგეთი ის ადგილია, სადაც არ მემღერება და მხოლოდ სიყვარულით ვტკბები. სხვათა შორის, პარიზი თბილისს მაგონებს, თავისი სიმშვიდით და შინაგანი ატმოსფეროთი. სულ მიკვირს მათი, ვინც უცხოეთში შოპინგებზე დარბის, მაღაზიიდან მაღაზიაში გადადის და დატვირთული ბრუნდება გვიან სასტუმროში. არ ჯობია, ფეხით იარო, დაათვალიერო ქალაქი, მოინახულო უცხო ადგილები და ამით დატკბე? თუ ქვეყნის სანახავად მიდიხარ, ასეა, მაგრამ თუ საყიდლებზე, მაშინ გასაგებია. ბევრი ვიცი, ჩადის უცხოეთში და რომ ჰკითხოთ რა ნახეო, მაღაზიის სახელების მეტს ვერაფერს გეტყვის. რასაკვირველია, მეც ვყიდულობ რაღაც-რაღაცეებს, მაგრამ გემრიელი ექსკურსია და ამ ქვეყნის გემრიელობების დაგემოვნება, ყველაფერს მირჩევნია. 

– მგზავრობას როგორ იტან? დისკომფორტი არ გაქვს, ხშირად თვითმფრინავში რომ გიწევს ყოფნა?

– ვგიჟდები თვითმფრინავით მგზავრობაზე. მანქანით გადაადგილებას, ისევ ცაში გამოკიდება მირჩევნია და სულ ვამბობ, აეროპორტია ჩემი სახლი. ყველაზე კარგად ცაში ვგრძნობ თავს და მეხუმრებიან, ახლა ყველაფრის ყიდვა მოსულა,  იქნებ ერთი ღრუბელი იყიდო და იქ პატარა სახლი ააშენო, მაინც სულ ღრუბლებში ხარო (იცინის). ამაზე, მართლა დავფიქრდი, კარგი იდეაა (იცინის). კი, იტყვიან, ნუცამ გააფრინა, ღრუბელს ყიდულობსო, მაგრამ მარსზე რომ ყიდულობენ ადგილებს, აბა, ესაა დალაგებულობა? (იცინის).

– უამრავ ქვეყანაში ხან ნამყოფი და თუ დააკვირდი, უფრო მეტად რომელ ხალხთან გვაქვს საერთო ქართველებს?

– ესპანელები ძალიან გვანან ქართველებს, თავისი ენერგიულობით, სიფიცხით, ხისტი ხასიათით. მეცნიერებმა დაამტკიცეს კიდეც, რომ ძველი ბასკები, წარმოშობით ქართველბი იყვნენ. ასე რომ, საქართველოს და ესპანეთს ძალიან დიდი საერთო აქვს. იტალიელებს თეატრალური ხაზით ვამსგავსებ ჩვენს ხალხს, ბრაზილიელებს კი – ძლიერი ბუნებით. მე სულის რეინკარნაციის მჯერა და ვამბობ ხოლმე, აუცილებლად, წინა ცხოვრებაში, ეგვიპტელი ვიყავი, იქიდან მოდის ჩემი ფესვები-მეთქი. როგორც ისრაელში ვხვდები სასწაულ განწყობაზე, ზუსტად იგივე მემართება ეგვიპტეშიც. თუმცა, განსხვავება ის არის, რომ ებრაელები ჭკვიანები არიან, შეინარჩუნეს თავისი სულიერება და ძველს ფაქიზად დააშენეს ახალი ცივილიზაცია. ეგვიპტემ კი სფინქსისა და პირამიდების გარდა, თავისი ისტორიის ძარღვი დაკარგა. ასე რომ, დანამდვილებით ვიცი, მე ეგვიპტეში დავიბადე წინა ცხოვრებაში, რადგან პირამიდებზე, მის ყვითელ ქვიშასა და სასწაულ ჰავაზე ნოსტალგიას ჭკუიდან გადავყავარ და ხშირად მაწუხებს. ეს ამოუცნობი ქვეყანაა და მისი ბოლომდე ამოცნობა შეუძლებელია. 

– უცხოეთში საინტერესო ამბები თუ გადაგხდენია თავს?

– უამრავი ისტორია მაქვს ასეთი გასახსენებელი, მაგრამ მე მოგიყვებით ფაქტებს, როცა ნამდვილად მივხვდი, სად ვიყავი და რა გარემოცვაში აღმოვჩნდი. მოკლედ, რომში, ცენტრში, რესტორანში გახლდით. კარგად გეახელით და გამოვედი. ჩავჯექი ტაქსიში და სასტუმროში აღმოვაჩინე, რომ საფულე მაგიდაზე დამრჩა. დავბრუნდი რესტორანში და გინდ დამიჯერე, გინდ არა, საფულე ისევ იმ მაგიდაზე, ხელუხლებელი დამხვდა. საქართველოზე რომ არ ვისაუბროთ, რუსეთში, ქინძისთავი რომ დაგივარდეს ქუჩაში, იმის აღებას ვერ მოასწრებ, ისე აგწაპნიან ცხვირწინ (იცინის). ამას წინათ, ჩემმა ამერიკელმა მეზობელმა საცხოვრებელი შეიცვალა. გადავიდა და ორი დღის მერე დამირეკა, რომ გადავდიოდი, ტელეფონი ამომივარდა სადარბაზოში და გეხვეწები, ნახეო. ჩავედი და იქ იყო. ტელეფონი კი არა, კარს გარეთ რომ დაგრჩეს ფეხი მოსკოვში, იმას წაგგლეჯენ (იცინის). 

 

скачать dle 11.3