კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ფაქტის კონსტატაცია

 

ეს ილეთი საშუალებას აძლევს მამაკაცს, მიაღწიოს სასურველ მიზანს და არ დაუტოვოს ქალს ფიქრის შანსიც კი, გამოთქვას რაიმე თემაზე ან საკითხზე საკუთარი აზრი. რა ილეთია ასეთი? რა და, პირდაპირ ფაქტის წინაშე დაყენება და – მშვიდობით, წინასწარ დაგეგმილო დასვენების დღეებო... ან – შოპინგი და გასეირნება... ქალები იშვიათად იქცევიან ასე. ისინი პარტნიორს უთანხმებენ თითქმის ყველაფერს და ძალიანაც ცდებიან. რა თქმა უნდა, კარგია, როცა ყველაფერი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხდება, მაგრამ, ასეთი ურთიერთობა იშვიათი გამონაკლისია. ძირითადად, ან ერთია წარმმართველი, ან – მეორე. ფაქტის წინაშე პარტნიორის ხშირად დაყენება მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების შესანიშნავი საშუალებაა. თუ ქალი მოიქცევა ასე და თან ცოტა ეშმაკობასაც დაუმატებს, ყოველთვის შეძლებს, საკუთარი აზრი „გაატაროს“ და თავისი გაიტანოს.

თუ ატყობთ, რომ მეუღლე ნელ-ნელა ერთპიროვნული ლიდერი ხდება, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ სიტუაცია კონტროლს დაექვემდებაროს. სთხოვეთ მეუღლეს, თქვენთან შეთანხმების გარეშე ნუ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ორივეს გეხებათ.

გახსოვდეთ, როცა მამაკაცს არგუმენტები არ ჰყოფნის, მაქსიმალურად ცდილობს, ქალი მოთმინებიდან გამოიყვანოს, დააკარგვინოს კონტროლი საკუთარ თავზე და, კამათში თუ ჩხუბში გამარჯვებული გამოვიდეს. ასეთ დროს კი სკანდალამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩება.

 

კითხვები და პასუხები

 

ქალი მამაკაცზე მეტად დაკვირვებულია, მეტად ყურადღებიანია და ზედმეტად ფრთხილიც კი. მაგალითად, როცა ის ზის საჭესთან და არ იცის, საით  წავიდეს, შეიძლება, საგზაო ნიშნებსაც კი არ ენდოს, ისე გააჩერებს ავტომობილს და ჰკითხავს გამვლელებს...

მამაკაცი ჯიუტად გააგრძელებს გზას, თუნდაც ეჭვი ეპარებოდეს, რომ ის სადმე მიიყვანს. უკან დაიხევს მაშინ, თუკი გზა საერთოდ შეწყდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალი არავის და არაფერს ენდობა, უბრალოდ, მას უნდა, რომ დარწმუნებული იყოს საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში და შიშობს, შეცდომა არ დაუშვას (სამწუხაროდ, როცა მამაკაცი უყვარდება, სიფრთხილე და წინდახედულება აღარ ახსენდება).

მამაკაცი ძირითადად ცხოვრობს პრინციპით: „მე თვითონ გავერკვევი ყველაფერში!” ქალები კი იშვიათად ვარდებიან გამოუვალ სიტუაციებში, არ იზიდავენ ფათერაკსა და თავგადასავლებს. ქალური ლოგიკა თითქმის უშეცდომოა, ქალის არჩევანი კი – ეფექტური. ეს ქალის პლუსია, თუმცა, არსებობს მინუსებიც. მაგალითად, როგორც უკვე ვთქვით, სიყვარულის გავლენით ქალი ამ პლუსებს კარგავს და მთლიანად გულის ტყვეობაში ექცევა. რჩევა შეიძლება იკითხოს, მაგრამ, მაინც არ დაიჯერებს. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, ქალის არჩევანი უფრო გულწრფელია და პატიოსანი, თუნდაც ჯანსაღად ვერ აფასებდეს სიტუაციას – სწორედ აქედან მოდის ხშირი გულისტკენა და იმედგაცრუება...

 

არ შეგეშინდეს... გაიმარჯვებ!

 

ბევრს ეშინია, რაღაც შეცვალოს ცხოვრებაში. მაშინაც კი, როცა ეს ცხოვრება არ მოსწონს, რატომღაც, ურჩევნია, ყველაფერი ისევე დატოვოს, როგორც არის. თუმცა, გულის სიღრმეში ძალიან უნდა, „ხვალ“ ყველაფერი სხვაგვარად იყოს. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ცვლილებების შიში ადამიანებს საშუალებას არ აძლევს, ბოლომდე გაიხსნან და სრულად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. ძალიან ბევრი ადამიანი ისე მიდის ცხოვრებიდან, ვერც ხვდება, რომ შეეძლო, გაცილებით უკეთესი ყოფა ჰქონოდა. მერე რომ არ ინანოთ, გათავისუფლდით შიშისგან და დაიწყეთ დღესვე. უთხარით საკუთარ თავს, რომ ცვლილებების დროა. თავიდანვე დაიჯერეთ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებთ. გააკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც ყოველთვის გინდოდათ. ჭეშმარიტებაა ის, რომ ცვლილებებს თან ახლავს გაურკვევლობა. გაურკვევლობა კი, შობს შიშს, რომელიც აუცილებლად უნდა დაძლიოთ. თორემ მოგიწევთ, შეეგუოთ ცუდს და ნეგატიურს. ცხოვრების დინებას გაჰყვეთ და არც კი შეეწინააღმდეგოთ. მოგიწევთ, აიტანოთ მუდმივი კრიზისი, უსიამოვნო სიტუაციები და წარუმატებლობა.

თქვენ ხომ ფიქრობთ, შეიძლება, ყველაფერი უარესად იყოსო... მაგრამ აღიარეთ, რომ უკეთესობისკენ ცვლილებაც ძალიან რეალურია. ალბათობა იმისა, რომ ცვლილებები სიკეთეს მოიტანს, საკმაოდ მაღალია. ამიტომ, მგონი, ღირს, გარისკოთ!

 

სიხარული თუ კმაყოფილება?

 

ძალიან ხშირად ადამიანები ერთმანეთში ვურევთ სიხარულსა და კმაყოფილებას. არადა, ეს ორი გრძნობა რადიკალურად განსხვავებულია და ერთმანეთს ჩვენ უნდა დავაკავშიროთ. მაგალითად, თუ საკუთარი თავით კმაყოფილი ხართ, ამან უნდა გაგახაროთ კიდეც, სხვანაირად რა აზრი აქვს კმაყოფილებას?! თუ სიხარული საკმაოდ „ნოყიერი“ საკვებია, კმაყოფილება იშვიათად არის საკმარისი და სწორედ ეს გვეხმარება პიროვნულ ზრდაში და უფრო მეტის მიღწევაში.

რატომ ხდება, რომ ბევრისთვის სიხარული იშვიათი სტუმარია? იმიტომ, რომ მათ აკლიათ სიცოცხლის ხალისი და ოპტიმიზმი; არ შეუძლიათ, დაინახონ პოზიტივი იქ, სადაც ის შენიღბულადია. არიან ისეთებიც, რომლებსაც აფრთხობთ მძაფრი შეგრძნებები, შესაბამისად, საქმეში ფიზიოლოგია ერთვება, აღარ გამოიყოფა სიხარულისა და ბედნიერების ჰორმონები, ცხოვრება ერთფეროვანი და უინტერესო ხდება. ხშირად, დამღლელიც კი და, ზოგჯერ საერთოდ ვკარგავთ რეალობის შეგრძნებას. ამ ყველაფერს მოჰყვება პესიმიზმი – თავს ვირწმუნებთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში კარგი აღარაფერი მოხდება, ამის გაფიქრება კი დეპრესიაში გვაგდებს და, სიხარულს თუ კმაყოფილებას საერთოდ ვეღარ ვგრძნობთ.

რა უფრო საჭიროა – სიხარული თუ კმაყოფილება?! პასუხი ერთადერთია: ერთიც და მეორეც! ისინი უერთმანეთოდ ვერ იარსებებენ.

არასდროს უთხრათ საკუთარ თავს უარი იმაზე, რომ იგრძნოთ კმაყოფილება წარმატებულად ჩავლილი დღისგან, მერე კი ამით სიხარული განიცადოთ.

იცით, რატომ გაიზარდა საზოგადოებაში პოზიტიურ ადამიანზე მოთხოვნა? იმიტომ, რომ პოზიტიურობა გადამდებია. ასეთ ადამიანთან ურთიერთობა იმდენად კომფორტულია, რომ მის გვერდით ყოფნა შეუცნობლად გიხარია: მას ხომ ყველაფერი კარგად აქვს, თანაც – ყოველთვის, ანუ, ეს შესაძლებელი ყოფილა. დაიწყეთ იმით, რომ შეწყვიტეთ წუწუნი და გაიღიმეთ. ნახავთ, როგორ მალე იგრძნობთ კმაყოფილებას, მერე კი – სიხარულსაც.

скачать dle 11.3