კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

აქვს თუ არა გარკვეულ ადგილას დარგულ ხეს ენერგეტიკა და რატომ არ უნდა გააჩეროთ დიდხანს ეზოში მოჭრილი მცენარე

გამიგია, რომ, თუ ეზოში მდგარ გამხმარ ხეს პატრონი დროულად არ მოჭრის, უბედურება შეეთხვევა. ასევე, სახლის შესასვლელთან არ ვარგა დიდი ხეების დარგვა, რადგან, ხელი ეშლება ბინაში დადებითი ენერგიების შედინებასო. ზოგადად კი ცნობილია, რომ მცენარეები დიდ გავლენას ახდენენ სახლის ენერგოსტრუქტურის ფორმირებაზე. სამწუხაროდ, ამას დღეს არავინ აქცევს ყურადღებას, რადგან, ცრურწმენა ჰგონიათ. თუმცა, როცა რამე პრობლემა ჩნდება ოჯახში, მაშინ დაფიქრდებიან ხოლმე, სად დაუშვეს შეცდომა. ამ თემებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ეზოთერიკოსს, ბატონ ვალერის, რომელმაც მეტად საინტერესო და გასათვალისწინებელი ინფორმაცია მოგვაწოდა.

 

ვალერი: მცენარეები, კერძოდ კი, ოთახის ყვავილები, დიდ გავლენას ახდენენ სახლის ენერგოსტრუქტურის ფორმირებაზე. მაგალითად, ქოთანში გახარებული გვიმრა შთანთქავს მავნე ენერგიას სახლში. თუ ყვავილის ფოთლები ყვითლდება, ესე იგი, ბინაში ბოროტი ძალები ჭარბობს, ამიტომ, კარგი იქნება, თუ სახლში გექნებათ კაქტუსი, რადგან სიავეს მისი ნემსების ეშინია. ეს მცენარე დადებითი ენერგიის ნამდვილი საბადოა. ამიტომ, სასურველია, ის ბავშვის საწოლთან ახლოს დადგათ, მაგრამ რასაკვირველია, ისე, რომ პატარა მას ვერ მისწვდეს და არ დაზიანდეს. ამას გარდა, კაქტუსს შეუძლია უარყოფითი ენერგიის დადებითად გარდაქმნა. ასევე, საკმაოდ მრავლად არსებობს ადამიანისთვის საშიში მცენარეებიც. ამიტომ ვამბობ, რომ ზუსტად უნდა ერკვეოდეთ, რომელი მცენარეა სასარგებლო და ოჯახისთვის სიმშვიდის მომტანი. მაგალითად, ადამიანებისთვის საშიში მცენარეა და კატეგორიულად იკრძალება საცხოვრებელში მცურავი ლიანის გახარება, რადგან, ის ისრუტავს ჩვენს ძალებს; კერძოდ, ღამით, როცა მშვიდად გვძინავს, ის დადებით ენერგიას იწოვს ჩვენგან. ასევე, ცუდია კვიპაროსი, რომელიც სიკვდილის ხედ მოიაზრებოდა ძველ ეგვიპტეში. ბევრგან მინახავს სახლში, ქოთანში გახარებული წიწაკა, პომიდორი თუ კიტრი. არადა, ეს ბოსტნეულიც ცუდი ენერგიის მატარებელია და ბინიდან ჩვენს ენერგიას შეიწოვს. 

– ეზოთერიკოსებისგან გამიგია, რომ, მცენარეების გარდა, ადამიანის ენერგეტიკის კორექტირებას წყალიც ახდენს. თქვენი აზრით, ეს რეალურია?

– დიახ, მართალია, რომ მცენარეების გარდა, ენერგეტიკის კორექტირებას ახდენს წყალიც. მას უდიდესი ენერგეტიკული ძალა აქვს. ამიტომ, გირჩევთ, ღამით ოთახში დადგით ჭიქით წყალი, დილით კი ზღურბლს იქით გაიტანეთ და გადაღვარეთ ისე, რომ მიწაზე დაესხას. ამით, რეალურად, სახლიდან გაგაქვთ უარყოფითი ენერგია. აგრეთვე, დღეს მოდაში შემოვიდა ოფისებსა თუ საცხოვრებელ ბინებში ქოთნის დეკორატიული, ჯუჯა ხეების დადგმა – ამბობენ, ბარაქა და ფული მოაქვსო. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ბარაქა და ფული ხელის განძრევასაც მოაქვს (იცინის). ეს ხუმრობით, მაგრამ, ჯუჯა ხეები საკმაოდ ძვირია და, თანაც, დიდ ყურადღებასა და მოვლას მოითხოვს, რომ არ განაწყენდეს და პატრონს არ ავნოს. ასეთი ჯუჯა ხეების, ასევე, მონსტერასა და გვიმრის ქუჩაში, უცხო ადამიანებისგან ყიდვა საშიშია. ის ისეთი ოჯახიდან უნდა წამოიღოთ, სადაც სიდუხჭირესა და სერიოზულ ცხოვრებისეულ პრობლემებს არ განიცდიან. თან, არ დაგავიწყდეთ, თუ მას გაჩუქებენ, ყოფილ პატრონს აუცილებლად გარკვეული თანხა გადაუხადეთ, რომ მას თავისი წილი ბარაქა არ წაართვათ. თუ ასე მოიქცევით, მაშინ ჯუჯა ხე ნამდვილად გახდება მატერიალური დოვლათის საწინდარი და საქმეშიც ხელს მოგიმართავთ მათგან „გამოტყორცნილი” ენერგია. რაიონში ჩემს მშობლებს მემკვიდრეობით ერგოთ დიდი, ორსართულიანი სახლი, ეზო და ვენახ-ბოსტნები. სამი დედმამიშვილი – ორი ძმა და ერთი და გავიზარდეთ იქ და ახლაც ბედნიერად მახსენდება ის წლები. მერე წამოვიზარდეთ. სამივე დედაქალაქში წამოვედით და დავსახლდით. დავამთავრეთ უმაღლესი სასწავლებლები. მშობლები რომ მიხვდნენ, ესენი აქ ჩამომსვლელები აღარ არიანო, გაყიდეს იქაურობა და თბილისის ძველ უბანში იყიდეს პატარა საკუთარი სახლი, პატარა ეზოთი. რადგან უმცროსი შვილი ვიყავი, ის მე დამიმტკიცეს, თან, ჩემგან უფრო ჰქონდათ სიბერეში მოვლის იმედი.  მოკლედ, ბინა გავარემონტეთ, ავეჯიც შევიძინეთ და გახარებულები შევსახლდით. მადლობა ღმერთს, კარგი სამეზობლოც დაგვხვდა.  სულ რაღაც ერთი თვის შესულები ვიყავით, ერთ-ერთ მეზობელს სუფრასთან წამოსცდა: რომ მცოდნოდა, ასეთი კარგი ხალხი იყავით, პირველი მე დაგიშლიდით აქ გადმოსვლასო. სიმართლე გითხრათ, დედაჩემმა რომ მითხრა, ბინის სანახავად მივდივარ და წამომყევიო, მაშინ შემეპარა ეჭვი, ასე იაფად ვინ ყიდის ახლა ბინას-მეთქი. იქ მისულებს კი, შავებში ჩაცმული საშუალო ასაკის ქალბატონი დაგვხვდა. გვითხრა, ახლა ძვირია ასეთი ბინები, მაგრამ, მე ერთი სული მაქვს, გავყიდო და აქაურობას გავეცალოო, ჩვენ კი ამისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია. თან დააყოლა, უამრავი ქოთნის მცენარე მაქვს გახარებული და ამასაც თქვენ დაგიტოვებთო. მერეღა შევიტყვეთ, რომ, თურმე, ამ ქალს ორი შვილი ჰყოლია და ორივე დაღუპვია. მანამდე კი ამ სახლში ერთი მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, რომლებსაც შვილი არ ჰყავდათ და თვითმკვლელობით დაუსრულებია ორივეს სიცოცხლე. მოკლედ, მერეღა მივხვდი, ეს ბინა დაწყევლილი იყო და გამუდმებით მსხვერპლს ითხოვდა.  მაგრამ, იმდენი თანხაც არ მქონდა, გამეყიდა და სხვა მეყიდა.  ჩემებიც წინააღმდეგები იყვნენ – რაღაცას ნუ ბოდიალობ, რა წარსული, რის წარსულიო. მე კი ასეთი პარაფსიქოლოგიური და ეზოთერიკული რამეების ღრმად მწამს. უკვე დიდი ხანი გავიდა და, ვერა და ვერ ავაწყვე ცხოვრება – ვერც ცოლი მოვიყვანე და ვერც ბედს ვეწიე; არც სამსახური მაქვს და მოხუც მშობლებს მარტო ვუვლი. ახლა კი ვფიქრობ, ეზოში რომ ხეები და ჯუჯა მცენარეები დაგვხვდა, ისინი რომ დამეჭრა და ჩემით დამერგო ახალი, იქნებ ბედნიერებას ზურგი არ ექცია-მეთქი. მათი მოჭრით იმ ცუდ აურას გავანადგურებდი, რაც ყოფილმა პატრონებმა მათში ჩადეს. ის ქოთნის ყვავილები კი დღესაც ფანჯრის რაფაზე აწყვია და ყვავის.

– მერედა, ხომ ამბობენ, ძველი ბინიდან თუ ფუძის ანგელოზს გამოიხმობ და ახალ ბინაში შეიყვან, ის ბედნიერებას მოგიტანს და დაიცავს ოჯახსო. როგორც ეზოთერიკოსს, ამაზე არ გიფიქრიათ?

– მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ამაზე არ მიფიქრია, ახლა კი გვიანაა. არადა, ძველად ჩვენი წინაპრები ისე არ შეიცვლიდნენ საცხოვრებელს, თუ ჯერ ფუძის ანგელოზს არ გადაიყვანდნენ ახალ სახლში, ამისთვის კი სპეციალური რიტუალის ჩატარებაა საჭირო. ანგელოზი ისეთ ნივთში სახლდება, რომელიც წინაპრებისგან შთამომავლობით გადმოდის. ამიტომ, ასეთი ნივთები აუცილებლად უნდა შეიტანოთ ახალ ბინაში და არ დატოვოთ ყურადღების გარეშე. ამით არაერთი ოჯახი გადაურჩა უბედურებას და ეს თავდაცვის ერთადერთი გზაა. 

– ისიც გამიგია, ეზოში მოჭრილი ხის დიდხანს გაჩერება ოჯახის წევრებს უქმნის საფრთხესო.

–  ეს სრული სიმართლეა, სახლის შესასვლელთან ან ეზოში მოჭრილი ხის გაჩერება მართლაც საშიშია და განსაკუთრებულ საფრთხეს ბავშვებსა და მოხუცებს უქმნის. ასევე, მოჭრილი ხე ეზოში, გარდა უბედურებისა, სიღარიბესაც იწვევს. გირჩევთ, სასწრაფოდ გაიტანოთ ასეთი ხეები ეზოს გარეთ ან ბუხარში დაწვათ.

–  გარკვეულ ადგილას დარგულ ხეს გარკვეული ენერგეტიკა აქვსო, მართალია?

–   თუ ხეებს ეზოში სახლის ჩრდილო-დასავლეთით დარგავთ და გაახარებთ, ის ბევრ სიხარულს მოგანიჭებთ და თქვენს გამრავლებაზე დადებით გავლენას მოახდენს. ასეთი ხეების მოჭრა კატეგორიულად გეკრძალებათ, რადგან, ეს უნაყოფობას იწვევს, რასაკვირველია, თუ ის გამხმარი არ არის.

 

скачать dle 11.3