კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მშიერ კუჭზე ვარჯიში ცხიმს არ წვავს

მშიერ კუჭზე ვარჯიში ცხიმს არ წვავს

სირბილს გამაჯანსაღებელი ეფექტი მაშინ აქვს, თუ ადამიანი კვირაში ოთხჯერ, ნახევარი საათის განმავლობაში მაინც დარბის. მათ კი, ვინც ფიზიკურად მოუმზადებელია, ორი თვე მაინც დასჭირდება შედეგის მისაღწევად. დაიწყეთ სირბილი კვირაში ორჯერ, ოცი წუთის განმავლობაში; დამატებით, კვირაში ორჯერ კი  – ისეირნეთ.

სირბილი ბუნებრივი მოძრაობაა. ასე რომ, ყური უგდეთ საკუთარ სხეულს. ნუ შეუშინდებით მუხლის მაღლა აწევას და ტერფის წინ გაშლას. შეცდომაა სირბილის დროს ცხვირით სუნთქვა. შეუძლებელია, ამ ხერხით ჟანგბადის იმ რაოდენობით შესუნთქვა, რომელიც კუნთებს სირბილის დროს ესაჭიროება. ისუნთქეთ პირით და ყურადღება მიაქციეთ, რომ ამოსუნთქვა ჩასუნთქვაზე ხანმოკლე არ იყოს.

სირბილი საჭიროა იმ ტემპში, როგორსაც შეძლებთ. ამ დროს საუბარიც უნდა შეგეძლოთ. თუ ჰაერი არ გყოფნით და ბეჭებში ჩხვლეტას იგრძნობთ, ტემპი შეამცირეთ ან სწრაფ სიარულზე გადადით.

ზოგი ამტკიცებს, რომ დილით ვარჯიში მავნებელია, რადგან ორგანიზმს ისევ სძინავს; ზოგი კი ამბობს, დილით სირბილი მთელი დღის ტონუსს გვაძლევსო. ირბინეთ მაშინ, როცა ეს თქვენთვის ხელსაყრელია. თუ ადრე ადგომა გიჭირთ, საღამოობით ირბინეთ. ვარჯიშისთვის შეგიძლიათ, დასვენების დღეები გამოიყენოთ. თავდაპირველად, სწორი გზა შეარჩიეთ. აღმართი და დაღმართი კარგია, მაგრამ მათთან გასამკლავებლად ჯერ სწორად სირბილის ტექნიკა უნდა აითვისოთ და ორგანიზმის ამტანობა გაზარდოთ. სირბილის დროს, რაც უფრო ფართოა ტანსაცმელი, მით მეტია ჰაერის წინააღმდეგობა. შეარჩიეთ რაიმე მსუბუქი, ოფლგამტარი მაისური, ქარისგან დამცავი მოსაცმელი და პრაქტიკული სპორტული ფეხსაცმელი. დამწყებ მორბენლებში ტრავმების უმეტესობა ცუდი ფეხსაცმლის ბრალია. უხარისხო ფეხსაცმელი მძიმეა და ამიტომ, მეტისმეტად იტვირთება წვივები და ბარძაყები. ასევე, ისინი მიწასთან შეხებისას არ ამორტიზირდება, რის გამოც ზიანდება მუხლები და ხერხემალი. კარგი სპორტული ფეხსაცმელი ხელს უწყობს ტერფის მდებარეობის სტაბილიზაციას, იცავს წვივ-ტერფის სახსარს, აუმჯობესებს მიწიდან ტერფის აცილების ეფექტს.

მშიერ კუჭზე ვარჯიში ცხიმს არ წვავს. თან, შეიძლება, შიმშილის გამო გულიც კი გაგიხდეთ ცუდად. ნახშირწყლების საკმაო რაოდენობის გარეშე ცხიმის წვა არ ხდება. ასე რომ, გირჩევთ, სირბილის დაწყებამდე ისაუზმოთ. კარგია ამ დროს შვრიის ფაფა, ხილი და ბანანი. ასევე, ხილის ან ბოსტნეულის წვენი. მინერალური წყალი მიიღეთ შეუზღუდავი რაოდენობით. სირბილის შემდეგ ჭამა კი თქვენს მიზანზეა დამოკიდებული: თუ გახდომა გსურთ, დასაშვებია მხოლოდ ადვილად ასათვისებელი მცირე ულუფა, მაგალითად, ხაჭო, მაწონი, ბოსტნეულის სალათა. ვისაც ჭარბი წონა არ აწუხებს, შეუძლია, საკვების ჩვეულებრივი ულუფის მიღება.

თუ კუნთოვანი მასის გაზრდა გსურთ, სირბილის შემდგომ აუცილებლად მიიღეთ ნახშირწყლებით და ცილებით მდიდარი საკვები.

 

როდის იწყებს სმენა დაქვეითებას

სმენის დაქვეითებას ბევრი დაავადება იწვევს. სმენის თანდათან დაქვეითებას კი, ადამიანი პროგრესულ სიყრუემდე მიჰყავს. სრული სიყრუე არის როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილიც. თანდაყოლილი სიყრუის მიზეზი შეიძლება, იყოს მემკვიდრეობითი, ორსულობის პერიოდში გადატანილი ინფექციები, მიღებული მედიკამენტები და ასე შემდეგ. სრული სიყრუე კი, შეიძლება, გამოიწვიოს ვირუსულმა ინფექციამ, დიდმა ხმაურმა, ოტოტოქსიკურმა პრეპარატებმა და ასე შემდეგ. სხვათა შორის, სიყრუეს ყბაყურაც იწვევს.

არსებობს ისეთი გაურკვეველი ეტიოლოგიის დაავადებაც, რომელიც უეცარი სიყრუის, ანუ მწვავე ნევრიტის სახელით არის ცნობილი. კერძოდ, არის შემთხვევები, როცა ადამიანი ჯანმრთელი იძინებს, გამოღვიძების დროს კი ამჩნევს, რომ სმენა მკვეთრად დაქვეითებულია. ამ დროს შიგნითა ყურში სმენის ნერვის ნეიროეპითელზე ნერვის დაბოლოებები კვდომას იწყებს და სრული სიყრუეც კი შეიძლება, განვითარდეს.

ბავშვებში სმენის დაქვეითების მიზეზი ხდება ოტოტოქსიკური პრეპარატები ან დედის ორსულობის პერიოდში მიმდინარე დარღვევები. ასევე, გადატანილი ინფექციები – ყბაყურა, ქუნთრუშა, წითელა, მენინგიტი და სხვა.

ასაკის მატებას თან ახლავს სმენის დაქვეითება. ამას ფიზიოლოგიური სმენის დაქვეითება ეწოდება, რომელიც სმენის ნერვზე ასაკობრივი ცვლილებებისა და ნეიროეპითელის კვდომის გამო ვითარდება. სხვათა შორის, ამ დროს სმენის სრული აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ სიყრუის შეჩერება – შესაძლებელი.

ნაწილობრივი სმენის დაქვეითება ბევრი სახის შეიძლება იყოს, მაგალითად, ჩირქოვანი ანთების შემდგომი, ტრავმების შემდგომი, ოტოსკლეროზით გამოწვეული, ცხვირით სუნთქვის დარღვევის შედეგი და ასე შემდეგ. სრული სიყრუე კი ყოველთვის სმენის ნერვის პათოლოგიის შედეგია. სმენის ნერვის ნერვული დაბოლოებები ძალიან მგრძნობიარე და სუსტია. მასზე ადვილად მოქმედებს ყველა ოტოტოქსიკური ფაქტორი, მაგალითად, მედიკამენტები, ხმაური, ინფექციები. ასევე, სმენის დაქვეითების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლიანი სასმელების ხშირი გამოყენება. მედიკამენტებით სრული სიყრუის მკურნალობა ეფექტს ვერ იძლევა, მაგრამ თუ ეგრეთ წოდებული ნარჩენი სმენა აღინიშნება, მისი შემანარჩუნებელი მკურნალობა აუცილებელია. სიყრუის პროფილაქტიკას გაცილებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე მის მკურნალობას, რადგან შესაძლოა, შეძენილი სიყრუის თავიდან აცილება. ასევე, აუცილებელია, მოერიდოთ ხმაურს, ორსულობის პერიოდში გადამდებ ინფექციებს, ნერვულ სტრესს და ასე შემდეგ.

 

რომელი ხილი და ბოსტნეული წვავს ორგანიზმში დაგროვილ ცხიმებს ადვილად 

აუცილებელია, რომ ადამიანმა დიდი რაოდენობით ჭამოს ცხიმის დამწველი პროდუქტი. ცხიმების დამწველ პროდუქტებში კი შედის ყველა ის საკვები, რომელიც მნიშვნელოვანია არა მარტო დაბალი ენერგეტიკული ღირებულებებით, არამედ, ცხიმების დაწვის მაღალი უნარით.

* ანანასი შეიცავს ფერმენტ ბრომელაინს, რომელიც ბევრი გასახდომი პრეპარატის შემადგენლობაში შედის.

* ავოკადო ცხიმიანი ხილია, მისი ცხიმი კი განსაკუთრებით სრულფასოვანი ცხიმმჟავაა, რომელიც ნივთიერებათა ცვლის პროცესისთვის აუცილებელია. ავოკადოს ნაყოფი ხელს უწყობს სისხლში შაქრის მომატებას, ამავდროულად, აქვეითებს ინსულინის დონეს და მავნე ტკბილეულის მიმართ მოთხოვნილებას თრგუნავს.

* ცხიმების დაგროვების შემაფერხებლად ითვლება პარკოსნები – ბარდა და სოია. ეს მცენარეები შეიცავს საპონინებს, რომლებიც ქოლესტერინის მოლეკულებს დროებით აჩერებს, ანუ სანამ ისინი ნაწლავებიდან სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვდებიან.

* სტაფილოსა და ვაშლში შემავალი პექტინი საკვებ მასას ასქელებს და ნაწლავებისკენ უბიძგებს; ასევე, აჩქარებს საჭმლის მონელების პროცესს და ხელს უშლის ცხიმების გარდაქმნას ცხიმუჯრედებად. უცხიმო პროდუქტების დიეტური ღირებულება კი ის არის, რომ, ცხიმების დაბალი შემცველობის გამო, შეგიძლიათ, რაციონში შეუზღუდავი რაოდენობით ჩართოთ.   ეს  განსაკუთრებით ეხება ბოსტნეულსა და ხილს. მათში კალორიები ცოტაა, სამაგიეროდ, ბევრია უჯრედისი და სასარგებლო ფიტონაერთი. 

* კომბოსტო, სალათის ფოთლები და კიტრი შეგიძლიათ, განუსაზღვრელი რაოდენობით მიირთვათ. მათ ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი სითხე და საჭმლის მონელების პროცესს უწყობენ ხელს.

* პომიდორი მდიდარია კალიუმით, რომელიც არეგულირებს წყალ-მარილის ცვლას ორგანიზმში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს წონის სტაბილურობისთვის. ასევე, კარგია ამ მხრივ ვაშლის ძმარი, კერძოდ, გახსენით 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი 1 ჩაის ჭიქა ანადუღარ ცივ წყალში და უზმოზე დალიეთ. დღის განმავლობაში კი, სადილამდე და ვახშმამდე ათი წუთით ადრე, დალიეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა. ის ბევრ ვიტამინს შეიცავს და ცხიმების დაწვის უნარი აქვს.

* რაც შეეხება მწვანე ჩაის, მის შემადგენლობაში ბევრი პოლიფენოლია, რომელიც აჩქარებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას და ამით მეტი კალორია იწვება.

 

მჟაუნა სამკურნალო პროდუქტია

მჟაუნა გამოიყენება როგორც საკვებად, ასევე სამკურნალოდაც. მჟაუნას ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტინს და ასკორბინის მჟავას, B1, B2, C და PP ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, კერძოდ კი რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს, გოგირდს, სილიციუმს. ასევე, ცილებს, შაქარს, ორგანულ მჟავებსა და მთრიმლავ ნივთიერებებს.

სამკურნალოდ გამოიყენება მჟაუნას როგორც ფოთოლი, ასევე ფესვი, ღერო და თესლი. მჟაუნას აქვს ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, ჭრილობების შემახორცებელი და სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები.  მჟაუნა არ არის რეკომენდებული იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს წყლული, გასტრიტი ან ნიკრისის ქარი.

ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და მოსაწესრიგებლად, 1 სადილის კოვზ მჟაუნას გამხმარ ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, გააცივეთ, გაწურეთ და დალიეთ 2/3 ჩაის ჭიქა, დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ.

ქოლეცისტიტის დროს 1 ჩაის კოვზ ახალგამოწურულ მჟაუნას ფოთლების წვენს დაუმატეთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრიანი წყალი და დალიეთ დღეში ორჯერ, უმჯობესია, ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ. ის, ასევე, კარგი ნაღველმდენი საშუალებაა.

ეგზემის დროს 6 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ მჟაუნას ფესვებს დაასხით 1 ლიტრი წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით ნელ ცეცხლზე, შემდეგ გააგრილეთ და გაწურეთ. დაასველეთ ამ ნაყენში მარლა და დაიდეთ მტკივან ადგილზე.

მჟაუნას ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, ამიტომ ის აუცილებლად უნდა მიიღოთ დაბალი ჰემოგლობინის დროს.

თუ კბილი გტკივათ, დაღეჭეთ მჟაუნას ფოთლები და ტკივილი აუცილებლად გაგივლით.

ალერგიის დროს კი, 1 სადილის კოვზ წვრილად დაჭრილ მჟაუნას ფოთლებს დაასხით ორი ჭიქა წყალი, ადუღეთ დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში, ნელ ცეცხლზე და დადგით ნახევარი საათით ოთახის ტემპერატურაზე. დალიეთ 1/4 ჭიქა, ჭამამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე. სვით მცირე ყლუპებით ნელ-ნელა და სვენებ-სვენებით.

 

პომიდორი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ბოსტნეულია

ყოველდღე 1 ჩაის ჭიქა პომიდვრის წვენის დალევით ადვილად შეივსებთ A ვიტამინის დეფიციტს, რადგან, დაახლოებით 200 მილილიტრი პომიდვრის წვენი 1 მილიგრამ კაროტინს შეიცავს, რომლის დღიური ნორმა 3 მილიგრამია. კაროტინი ადამიანის ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება. 

პომიდორში, ასევე, ბევრია სხვა მნიშვნელოვანი ვიტამინებიც: B1, B12, C, PP და  K; ასევე, ფოლიუმის მჟავა და მინერალური მარილები.

პომიდორში მცირე რაოდენობით არის: ცილები, გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა და ორგანული მჟავები, კერძოდ, ვაშლისა და ლიმონის მჟავა, რომლებიც აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ამცირებს ნაწლავური ბაქტერიების ზრდას. ამ თვისებების გამო, პომიდორი სამკურნალო და პროფილაქტიკური პროდუქტია.

პომიდორი თქვენს ორგანიზმს კაროტინით ამარაგებს.

სხვათა შორის, პომიდორი განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სამკურნალოდ, გაცხიმოვნებისა და მარილოვანი ცვლის დარღვევის დროს.

პომიდვრის რბილობი უებარი წამალია ჩირქოვანი იარების მოსაშუშებლად. მასში შემავალი კალციუმი და C ვიტამინი აუცილებელია ორსული ქალებისთვის.

скачать dle 11.3