კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ჩემს გოგონას, რომელიც არის 14 წლის, როდესაც შია, უჩქარდება გული, მაგრამ, შეჭამს თუ არა, გადაუვლის. ეს რამე დაავადებაზე მიუთითებს?

პასუხი: აუცილებლად მაშინვე უნდა განისაზღვროს სისხლში გლუკოზის რაოდენობა, რათა დადგინდეს, ხომ არ არის ეს მდგომარეობა განპირობებული სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრი დაქვეითებით.

კითხვა: პროსტატიტის სამკურნალოდ ჩემმა 65 წლის მამამ მიიღო ომნიკი, რომელსაც სვამდა დაახლოებით ერთი კვირა და დაეწყო ფაღარათი. პრეპარატის მიღება აღდგომის დღეებს დაემთხვა და, იქნებ, ზედმეტი საკვებით გადაიტვირთა? შეეძლო ომნიკს, ფაღარათი გამოეწვია?

პასუხი: რთულია, ერთმნიშვნელოვანი პასუხი გაგცეთ, რადგან, პრეპარატის გვერდითი მოქმედება შეიძლება გამოვლინდეს როგორც დიარეის, ისე ყაბზობის სახით, თუმცა, არც უკონტროლოდ მიღებული საკვების მიზეზი გამოირიცხება. თუ ფაღარათი ამ დრომდე გრძელდება, ნებისმიერ შემთხვევაში, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული, გასტროენტეროლოგს უნდა მიმართოთ.

კითხვა: თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს როე ნორმაში იქნება?

პასუხი: თუ პროცესი გამწვავების ფაზაშია, მაშინ, ედსი (ეგრეთ წოდებული როე) შეიძლება მაღალი იყოს.

კითხვა: ერთი წელია, მარჯვენა ფეხი მიბუჟდება, ახლა უკვე სიარულის დროსაც ხშირად დამეწყო დაბუჟება და ყოველ ღამით, დაწოლის დროსაც. გთხოვთ, მირჩიოთ, ვის მივმართო და რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი: ასეთი ჩივილის შესაძლო მიზეზი სისხლძარღვების ან ნერვის პათოლოგიაა. საჭიროა ხერხემლის სვეტის გამოკვლევაც, რისთვისაც ორთოპედ-ვერტებროლოგს უნდა მიმართოთ. შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭიროდ ჩაითვალოს ნევროპათოლოგის ან ანგიოლოგის კონსულტაცია.

კითხვა: რას ნიშნავს „რედსინდრომი”? ქართული დასახელება არ ვიცი.

პასუხი: ალბათ, გულისხმობთ red man syndrome-ს – ეს არის რეაქცია მედიკამენტ ვანკომიცინზე, რომლის გადასხმის დაწყებიდან 5-10 წუთის განმავლობაში შეიძლება აღმოცენდეს მთელი სხეულის სიწითლე.

კითხვა: მყავს 3 წლის ბიჭი რომელსაც აღენიშნება ბრტყელტერფიანობა.  ექიმმა გვითხრა, 5 წლამდე თავისით გასწორდებაო. გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ მოვიქცე, რადგან, ეჭვი მეპარება, რომ თავისით გასწორდეს. არ მომწონს, ასევე, მისი ნეკნები – ქვედა ნეკნები ოდნავ გამოწეული აქვს და ხშირად ოფლიანობს.

პასუხი: ზოგადად, ტერფის თაღები 6-7 წლის ასაკში ყალიბდება, მაგრამ, ბრტყელტერფიანობისკენ მიდრეკილება ბავშვს შეიძლება 1 წლის ასაკიდანაც კი შენიშნოს მშობელმა. ასეთ დროს ორთოპედის კონსულტაციაა საჭირო. რაც შეეხება ოფლიანობასა და ნეკნების დეფორმაციას, შეიძლება, ეს ნიშნები კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტს (რაქიტს) უკავშირდებოდეს. გირჩევთ, ბავშვი გამოცდილ პედიატრს აჩვენოთ.

 

скачать dle 11.3