კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნომერ პირველი ვარსკვლავები

თვეზე ნაკლები დრო რჩება იმ დღემდე, როდესაც სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელსაც 64-წლიანი პაუზის შემდეგ ბრაზილია მასპინძლობს. გთავაზობთ „მუნდიალი 2014-ის” ტოპ-ფეხბურთელებს, რომლებიც ჩემპიონატის ნომერ პირველი ვარსკვლავის სტატუსისთვის აპირებენ ბრძოლას.

ნეიმარი – ბრაზილია

ამბობენ, რომ მის სახელს ბრაზილიაში უფრო ხშირად ამბობენ საუბარში, ვიდრე სიტყვა „მიყვარხარ”. ნეიმარი ბრაზილიელების მთავარი იმედია და მისგან ელიან „ფიფას” თასის მოგებას. „ბარსელონას” ფორვარდს მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირობას უწინასწარმეტყველებენ.

კრიშტიანუ რონალდუ – პორტუგალია

ფენომენალური პორტუგალიელი თავის რიგით მესამე მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება და ამჯერად მისი „პროგრამა მინიმუმი” პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ფინალში გასვლაა. რონალდუს შედეგიანობის გათვალისწინებით ეს არცთუ უტოპიურ გეგმად შეიძლება დასახელდეს.

ლიონელ მესი – არგენტინა

არგენტინელისგან ელიან იმავეს ჩადენას, რაც გააკეთა დიეგო მარადონამ, ანუ, მესის წყალობით უნდა გახდეს არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი. „ბარსელონელი” ვარსკვლავისგან, ასევე, ბომბარდირობასაც ელიან.

ანდრეა პირლო – იტალია

ასაკოვანი ვარსკვლავი და „სკუადრა აძურას” ინტელექტი, ანდრეა პირლო, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იტალიის ნაკრებიდან მიდის და მისგან ერთგვარ „ბოლო გასეირნებას” მოელიან ფინალურ მატჩში.

ფრანკ რიბერი – საფრანგეთი

ადამიანი ნაიარევი სახით, იგივე ფრანკ რიბერი, საფრანგეთის ნაკრების შეტევების ლიდერი და მთავარი იმედია. რიბერისგან ფრანგები წინა მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი ფიასკოს დავიწყებას ელიან.

ჩავი და ანდრეს ინიესტა – ესპანეთი

„ფურია როხას” პასის დიდოსტატები და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტანდემი, ბოლო პერიოდია, ესპანეთის ნაკრების ჰეგემონიას განაპირობებს მსოფლიო ფეხბურთში. ესპანეთის ნაკრებისგან ტიტულის დაცვას ელიან ფეხბურთის ქომაგები.

იაია ტურე – კოტდივუარი

ამბობენ, რომ იაია ტურე ბურთის ფლობაში მსოფლიოს  საუკეთესო ფეხბურთელია და მას ამაში აფრიკელი შამანები დაეხმარენ შელოცვებით. ტურემ ფენომენალური სეზონი ჩაატარა „მანჩესტერ სიტიში”, რომელთან ერთადაც ინგლისის პრემიერლიგა მოიგო, ამჯერად კი ტურე და კომპანია მსოფლიო ჩემპიონატზე აპირებენ სრულ მობილიზებას.

ფილიპ ლამი – გერმანია

„გერმანული მანქანის” მთავარი შემადგენელი ნაწილი და იოაჰიმ ლიოვის ძირითადი დასაყრდენი გერმანიის ნაკრებში, ფილიპ ლამი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონების კაპიტანია და, ევროპელი ექსპერტების აზრით, თუკი რომელიმე ნაკრებს ძალუძს, გაუწიოს კონკურენცია სამხრეთამერიკულ ნაკრებებს, ეს სწორედ გერმანიაა.

ლუის სუარესი – ურუგვაი

სუარესმა ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა „ლივერპულში” და ამჯერად მისგან არანაკლებ ფანტასტიკას ელიან მუნდიალზე. საინტერესოა, მოახერხებს თუ არა ლუის სუარესი თავისი წინაპრების შედეგის განმეორებას და წაართმევს თუ არა ბრაზილიას ტიტულს საშინაო მუნდიალზე, როგორც ეს 1950 წელს მოხდა.

скачать dle 11.3