კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ექიმს

კითხვებზე პასუხობს „ჰეალაინის“ დერმატო-კოსმეტოლოგი მაკა დოღოზაშვილი.

– ძალიან დიდი ხანია, მაწუხებს კანის სიწითლე, ლოყებზე და ცხვირზე განსაკუთრებულად. მეტად მიღიზიანდება სიცხეში, ემოციურ ფონზე და ცხარე კერძების მიღებისას. ეშველება ამ პრობლემას?

– ეს კლინიკური ნიშნები ახასიათებს როზაცეას, იგივე ვარდისფერ აკნეს  პირველ სტადიას, რომლის დროსაც კანზე  გამოხატულია მხოლოდ  სიწითლე და კუპეროზი (წვრილი, ზედაპირული კაპილარები). პრობლემა ნამდვილად მოგვარებადია, თუმცა  სჭირდება სწორი მართვა. უპირველესად, აუცილებელია, ყველა მაპროვოცირებელ და გამღიზიანებელ ფაქტორს მოერიდოთ.  მათ რიცხვს მიეკუთვნება: მზე, ცხელი და ცხარე კერძები, წითელი ღვინო, ანუ ის ფაქტორები, რომლებიც სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს. აუცილებელია მზის დამცავი ფაქტორების შემცველი კრემების რეგულარული გამოყენება.  დერმატო-კოსმეტოლოგის მიერ იგეგმება ანტიკუპეროზული მოვლის პროცედურები როგორც კაბინეტში, ასევე სახლის პირობებში: სიწითლის საწინააღმდეგო,  ანტიკუპეროზული კრემები, ნიღბები, შრატები, აპარატული  მკურნალობა, ლაზერული და IPL მეთოდებით.   

– მაწუხებს სახის ქავილი, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

– უპირველესად, უნდა გამოირიცხოს კონტაქტური ალერგიული რეაქცია   სახის კანის  კოსმეტიკური მოვლის საშუალებებზე. დიაგნოზის დასაზუსტებლად, საჭიროა დამატებითი ანამნეზის შეგროვება: არის თუ არა ქავილთან ერთად გამონაყარი: თუ – კი, მაშინ რა ტიპის გამონაყარია; უკავშირებთ თუ არა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას,  მზის ინსოლაციას, რაიმე სახის ქიმიური საშუალებების გამოყენებას  და ასე შემდეგ.

P.S. თქვენთვის საინტერესო შეკითხვით შეგიძლიათ მიმართოთ კლინიკას ტელეფონის ნომერზე: 230-00-30.

скачать dle 11.3