კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფულისმწოველები

ანუ „სი თი პარკის“ მზრუნველი ამპლუა

 

რატომღაც, წურბელასავით სისხლისმწოველი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცხდია, რომ „სისხლში“ ფული იგულისხმება) „სი თი პარკი“ ვერც ახლებმა მოგვაშორეს (მოსაშორებელი კი იმ მარტივი მიზეზითაა, რომ თეთრი საღებავით პარკირების ადგილების მონიშვნას საბავშვო ბაღის აღსაზრდელებიც შეძლებდნენ, პარკირების წესების დარღვევისთვის კი პატრულიც ფრიად წარმატებით დაგვაჯარიმებდა). ჰოდა, რაკი ვერ თუ არ მოგვაშორეს, პარკირების ადგილების ღებვით „სი თი პარკიც“ მოგვისუქდა და, როგორც აღმოჩნდა, ჩვენი მერიაც.

სულ ახლახან კი მუქთად „ფულისმწოველებმა“ მომხმარებელს ახალი სერვისი შესთავზეს, სახელდობრ, უფასო რეგისტრაციის შემდეგ გვპირდებიან, რომ „ესემესის“ მეშვეობით ოპერატიულად მოგვაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის გასდის პარკირების საშვს ვადა; შემთხვევით ხომ არ დაჯარიმდით და რომელ ავტოსადგომზეა გადაყვანილი ჩვენი ავტომანქანა (აქამომდე სანთლით უნდა გეძებნა).

ზრუნვა – ზრუნვად, თუმცა, გუმანი მკარნახობს, რომ „სი თი პარკის“ ამ უადგილო „მზრუნველობას“ (აქაოდა, ოღონდ მომხმარებელი გვყავდეს კომფორტულადო) მეტად პროზაული დატვირთვა აქვს: კერძოდ, ჯერ ერთი, კანონში არ არსებობს შესაბამისი მუხლი, რომელიც მძღოლს საქარე მინაზე „სი თი პარკის“ ინსპექტორის მიერ დატოვებული ჯარიმის გადახდას აიძულებს (იქნებ ქარმა წარიტაცა?!) და ამ ბოლო დროს „სი თი პარკმა“ არაერთი საქმეც წააგო სასამართლოში საჯარიმო ავტოსადგომზე ავტომანქანების უკანონოდ გადაყვანის გამო.

შესაბამისად, თუ ჩვენ მათგან აწ უკვე „ეს ემესებით“ მივიღებთ ინფორმაციას, ესე იგი, ინფორმირებულებიც გამოვდივართ. ასე რომ, ძვირფასო მძღოლებო, დარეგისტრირებამდე გაიხსენეთ გურამიშვილის შეგონება, რომ, „სულ ბნელია, რაცა ელავს“! 

скачать dle 11.3