კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოთხეული

„თვალი მიჭირავს კრემლზედა“

 

ჯერჯერობით ისევ უცნობია, რით დასრულდება აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიული კუთვნილების საკითხი. მართალია, თავად აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებთა არცთუ მცირე ნაწილს თვალი კრემლისკენ უჭირავს, თუმცა არც კრემლია იმდენად გულუბრყვილო (და ხელგაშლილიც), რომ ახალი სარჩენები დაიმატოს (ყირიმიც ეყოფა, სადაც პროდუქტებზე ტალონების დარიგება დაიწყო, როგორც ძველ, „კეთილ“ საბჭოთა დროს) 

ასეა თუ ისე, თავად უკრაინა (უფრო ზუსტად, რაც მისგანაა დარჩენილი) არჩევნების მოლოდინშია, მანამდე კი, სახელდობრ, ვენესუელის ხელისუფლება აცხადებს, რომ არ ცნობს უკრაინის ამჟამინდელ მთავრობას, ვიდრე ქვეყანაში 25 მაისს საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება.

მეტიც, ვენესუელელები გმობენ ძალადობას (მომყავს ციტატა): „რაც „ნატოსა“ და აშშ-ს ხელშეწყობით განხორციელდა  და საფრთხე შეუქმნა უკრაინის ერთიანობასა და სტაბილურობას მთელს ევროაზიურ რეგიონში“.

ბუნებრივია, ცხარედ  საკამათოა, ვინ ვის რა და როგორ შეუქმნა, თუმცა ის უკვე ამთავითვე ვიცით, რომ უკრაინის მთავრობის მოწყალე თვალებს არც ნაურუსა და არც ნიკარაგუას ხელისუფლებები არ აღირსებენ. 

скачать dle 11.3