კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სკამზე დასმულები

დასაოკებლები

 

გაირკვა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ისეთი ოდენობის პრემიები ჩამოურიგებია საკუთარი თავებისთვის, როგორიც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას სიზმარშიც არ უნახავს, არათუ ცხადში მოუკრავს თვალი. მინისტრმა ბ-ნმა სუბარმა განმარტა, რომ, რაკი ზემოხსენებული დეპარტამენტი ქვეუწყებაა, პრემიების საკიხთს თავად წყვეტენ, მაგრამ ისიც დასძინა, რომ სამინისტროსთან შეთანხმება აუცილებელი იყო, რაც არ მომხდარაო. თუმცა დაბეჯითებით აღნიშნა, რომ ეს გაუმართლებელია და პრემიების გაცემის მოტივებიც აგვიხსნა: წლის ბოლოსთვის ფული დარჩენილა, ამიტომაც ისინი პრემიების სახით თანამშრომლებისთვის გადაუნაწილებიათ (უდაოდ, ჯობდა, უპოვართათვის მიეცათ, თუ მაინცდამაინც თავზე გადასდიოდათ).

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კი დაგვპირდა, რომ პრემიებთან მიმართებაში უკვე დაწყებულია მუშაობა (ოღონდ არა ამ შემთხვევის გამოო), „ვმუშაობთ, რომ შემოღებულ იქნას უნიფიცირებული პრემიების სისტემა, სადაც ჩადებული იქნება ლოგიკა – მაქსიმალური ზედა ზღვარი.“

მანამდე კი, შეგახსენებთ, რომ ჩინვონიკებში ზეძვირად ღირებული ავტომანქანებისადმი გამოხატული ლტოლვის გამო, სახელმწიფო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი ავტომანქანების ღირებულების ზედა ზღვარი დაწესდა. აწ კი, თუ ბ-ნ სერგეენკოს ვერწმუნებით, ლაგამს ჩინოვნიკთა პრემიებისადმი ჟინსაც ამოსდებენ.

თუმცა ზემოთქმულს მივყავართ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ სკამზე დასმის შემდეგ კუჭისა და ჯიბის ზომა პლუს უსასრულობამდე იზრდება.

скачать dle 11.3