კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პერსონალურ მონაცემებში დაკარგულები

იაფფასიანები?!

 

ისე მოხდა, რომ, თუკი აქამომდე მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა ბაზა გვქონდა, ახლა უკვე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც გვყავს, თუმცა, ამის მიუხედავადაც, ბოლო პერიოდში მოქალაქეთა პირადი მონაცემების შემცველი ელექტრონული ბაზების გაყიდვის ფაქტები გახშირებულა. გახშირება ხომ ერთი უბედურებაა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეტად იაფადაც იყიდება ეს ჩვენი პირადი მონაცემები. კერძოდ, 1 400 000 კერძო პირის სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, ტელეფონის ნომრისა და მისამართის ღირებულება, სულ რაღაც, 100 ლარია, ხოლო 120 000 კერძო პირის ელფოსტის მისამართის ფასი, საერთოდაც – 70.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მონაცემთა ბაზების მფლობელებსა და პოტენციურ შემძენებს მოუწოდა, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას, თუმცა მეეჭვება, მორალურმა წნეხმა გაჭრას. როგორც ჩანს, არა მხოლოდ მე, ეს ამბავი იქ, ზემოთაც, ეეჭვებათ. ალბათ, ამიტომაც, პარლამენტში პირველ ნოემბრამდე სპეციალური კომისიის შექმნას გეგმავენ, რომელმაც უნდა დაადგინოს, ბოლოს და ბოლოს, ვის ექნება  ამ ჩვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება, ანუ, ვის ხელში აღმოჩნდება ეგრეთ წოდებული „გასაღები“, რომლითაც ნებისმიერის შესახებ ზღვა ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი. ჯერჯერობით ეს „ოქროს გასაღები“ (განა კუ ტორტილას), ძალოვნების ხელშია.

თუმცა ამ ამბის ფინალი მაინც იმაზეა დამოკიდებული (რამდენი კომისიაც უნდა შეიქმნას), აღმოაჩნდებათ თუ არა ჩვენს ძალოვნებს ისეთივე კეთილი გული, როგორიც სულგანათლებულ ტორტილას ჰქონდა! 

скачать dle 11.3