კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანუ ვის მოუწევს სუნთქვის შეკავება

ანუ ვის მოუწევს სუნთქვის შეკავება

 

ჯერ კიდევ იანვრის თვეში მოუხსნა ცივილიზებულმა დასავლეთმა ემბარგო ირანულ ნავთობპროდუქტებს: სავარაუდოდ, იმის გამო, რომ გამოსწორების ტენდენციები შეამჩნია. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ირანული გაზი რუსულზე გაცილებით კალორიული, ანუ მაღალი ხარისხისაა და რაოდენობითაც საკმაოდაა, ცხადია, რომ რფ-ს მსხვილი კონკურენტი გამოუჩნდა (იმის გათვალისწინებითაც, რომ ირანი რუსეთს არ ესაზღვრება).

ვარიანტი ორია: ირანული ენერგომატარებლები ან სომხეთ-საქართველო-თურქეთის გავლით გადაედინება ევროპისკენ, ან თურქეთ-საქართველოს გზით. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ არც რფ-ს სძინავს (დაიძინებს და დარჩება მშრალზე). ამიტომაც თადარიგი დაიჭირა და, როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, სომხეთს ირანისგან ელექტროენერგიის სანაცვლოდ გაზის მიღება აუკრძალა.

ამჟამად სომხეთი ირანისგან ნახევარი მილიარდი კუბმეტრი მოცულობის გაზს იღებს, ხოლო 2013 წელს რუსეთთან გაფორმებული შეთანხმებით, ვალდებულია, რუსეთისგან 2,5 მილიარდი შეიძინოს, თუმცა თავად 1,8 მილიარდზე მეტს ვერ მოიხმარს. აქვე გეტყვით, რომ ირანის გაზი რუსულზე იაფია.

სომხეთს, რაკი რფ-ს ყურებით ჰყავს დაჭერილი, სავარაუდოდ, დათანხმება მოუწევს და, არანაკლებ სავარაუდოდ, იმასთან შეგუებაც, რომ ჩრდილოელთან  სუნთქვის რეჟიმის შეთანხმებაც აუცილებელი გაუხდება. 

 

скачать dle 11.3