კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თბილისში უნიკალური მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ლანცეტი” გაიხსნა

ვინ ჩამოვიდა  სამედიცინო ცენტრის  პრეზენტაციაზე   თბილისში იაპონიიდან და რა უფასო  აქციას სთავაზობს პაციენტებს ცენტრი  დაფუძნებისთანავე  

12 მაისს თბილისში ახალი სამედიცინო ცენტრი – „ლანცეტი”  გაიხსნა. მრავალპროფილურ, უნიკალურ სამედიცინო ცენტრს, რომელიც თანამედროვე ევროპული სტანდარტის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, რეგიონში ანალოგი არ აქვს. ეს რომ ასე იქნებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ მანამდე გახმაურდა, სანამ თბილისის შემოსასვლელში, აღმაშენებლის ხეივნის მეთორმეტე კილომეტრზე, მრავალსართულიანი, კომფორტული შენობა   დასრულებულ სახეს მიიღებდა.  პომპეზურ პრეზენტაციას ქართული საზოგადოების ცნობილ სახეებთან, პოლიტიკოსებთან, დიპლომატიური კორპუსისა და  ქართული  სამედიცინო ელიტის წამომადგენლებთან  ერთად, ესწრებოდნენ სტუმრები უცხოეთიდან, რომლებიც ამ დღეს თბილისში სპეციალურად ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნისთვის ჩამოვიდნენ.  მათ შორის იყვნენ მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული პროფესორები, რომლებიც ახალ სამედიცინო ცენტრში ისეთ უნიკალურ ოპერაციებს ჩაატარებენ, რომელთა ანალოგი ამიერკავკასიაში აქამდე არ ჩატარებულა. 

 

დათო მესხიშვილი (სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის” პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი):  სამედიცინო ცენტრის ასეთ პომპეზურ გახსნას არ ვგეგმავდით, მაგრამ,  იმდენი   საპატიო სტუმარი გვეწვია, რომ სხვაგვარად არ შეიძლებოდა.  ჩვენ ყველას  გაცნობიერებული გვქონდა, რომ  ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ, მთელი რეგიონისთვის.  პრეზენტაციას ესწრებოდა ოთხასამდე სტუმარი. მათ ვაჩვენეთ დოკუმენტური ფილმი, რომელიც გადაღებულია  ჩვენი კლინიკისა და იმ პროფესორების  შესახებ, რომლებიც ევროპიდან სპეციალურად არიან მოწვეულები „ლანცეტში” სამუშაოდ.  ისინი ჩვენს სამედიცინო ცენტრში ჩაატარებენ ურთულეს ქირურგიულ ოპერაციებს, მათ შორის – ორგანოთა ტრანსპლანტაციას.  უცხოელი კოლეგები უფრო ახლოს გავაცანით ჩვენი ცენტრის ქართველ  ექიმებს, რომლებიც ნამდვილად მიეკუთვნებიან   ქართული სამედიცინო სფეროს ელიტას. სტუმართა შორის იყო „ტოშიბას” პრეზიდენტი, ის სპეციალურად ცენტრის გახსნისთვის ჩამოფრინდა თბილისში  იაპონიიდან.  „ტოშიბას” პრეზიდენტმა   გაჭრა  ლენტი  ბატონ ფარმან ჯეირანლისთან ერთად – ბატონი ფარმანი   ცენტრ „ლანცეტის”  დირექტორია.  იაპონიის ელჩმა ქართულად მიმართა დამსწრე საზოგადოებას. შემდგომ სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრი, მისი ლაბორატორიები,  მოდერნიზებული საოპერაციოები, რომლებიც აღჭურვილია ისეთი ბრენდების მიერ წარმოებული უნიკალური სამედიცინო ტექნიკით, როგორებიცაა „ტოშიბა,” „სიმენსი”, „ნიკონი”. ამ აპარატურით   მუშაობენ ევროპიდან მოწვეული საუკეთესო ექიმები, მათ შორის – დანიელ აზულაი, რომელიც ევროპაში  ძალიან ცნობილი და კომპეტენტური ექიმია ღვიძლის გადანერგვის მიმართულებით.  

 – ექსკურსს, რომელიც ახსენეთ,  ალბათ,  დიდი დრო დასჭირდა, რადგან, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი  ცენტრის  ძალიან დიდი და კეთილმოწყობილი  ინფრასტრუქტურა.       

– დიახ, ეს მართლაც ასე იყო. დღეს „ლანცეტი“ სამედიცინო სფეროში მთავარი გიგანტია, როგორც სტრუქტურულად ისე ტექნიკური აღჭურვილობით. ჩვენი ინფრასტრუქტურა, შეიძლება ითქვას, ძალიან მასშტაბურია.  ეზო  გათვლილია სამასზე მეტ ავტომობილზე – ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია პაციენტისთვის. ძალიან ბევრი კლინიკაა, სადაც, სანამ  შენობაში მოხვდები, დაიტანჯები, ჩვენ კი ვეცადეთ, რომ ყველა ტექნიკური პრობლემა აგვერიდებინა პაციენტებისთვის. მათ შენობაში ხვდებიან ტრენინგგავლილი რეგისტრატორები და მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს სთავაზობენ. ყველას გვქონია შემთხვევა, როცა კლინიკაში მისულს  მედპერსონალისგან უხეში პასუხი მიგვიღია.   ასეთი პრეცედენტი „ლანცეტში” არ იქნება.  სულ ახლახან ჩამოგვივიდა ჩვენი საკუთარი, მოდერნიზებული სასწრაფო დახმარების ავტომობილი, რომელიც მოემსახურება მძიმე პაციენტებს საქართველოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებული შემთხვევების დროს. ცენტრს აქვს ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი,  რასაც გამოვიყენებთ ფორსმაჟორულ სიტუაციებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. თითო  სართულზე  განთავსებული იქნება  თითო განყოფილება, საოპერაციო და რეანიმაციულ  განყოფილებებთან ერთად. „ლანცეტის”  ტერიტორიაზევე გვექნება  ჟანგბადის მწარმოებელი საამქრო.  ცენტრს აქვს საკუთარი აფთიაქი და კაფეტერია; ასევე, არის სასტუმრო 40 ნომრით.  ამ სასტუმროში ცხოვრების შესაძლებლობა ექნებათ როგორც უცხოელ პროფესორებს, ისე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ პაციენტებსა და მათ თანმხლებ პირებს.   ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველ პაციენტებს უცხოეთში აღარ მოუწიოთ წასვლა გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის, რაც მათთვის ძალიან ბევრ ხარჯთან და  ტექნიკურ პრობლემასთან იყო დაკავშირებული; პირიქით, ისე შემოვატრიალებთ სიტუაციას 180 გრადუსით, რომ უკვე ჩვენთან ჩამოვლენ იმ ქვეყნებიდან, სადაც ჩვენს პაციენტებს  უწევდათ წასვლა. ამას შევძლებთ  დაბალანსებული ფასებითა და ცნობილი, ავტორიტეტული ექიმებით. პაციენტებს ექნებათ   საშუალება, უფრო მისაღებ ფასებში მიიღონ იმ სტანდარტის  სამედიცინო მომსახურება, რასაც მათ ცნობილი ევროპული კლინიკები სთავაზობენ.  

– „ლანცეტის” შესახებ თავიდანვე გახმაურდა, რომ აქ გაკეთედება უნიკალური ოპერაციები. სხვა რა მიმართულებით იმუშავებს ახალი სამედიცინო ცენტრი?

– „ლანცეტი” არის მრავალპროფილური ცენტრი, სადაც  წარმოდგენილი იქნება სრული  სამედიცინო სპექტრი ექვსი მიმართულებით: დიაგნოსტიკა, პოლიკლინიკა, სტაციონარი, საოპერაციო, პარაკლინიკური და ემერჯენსი. ცენტრში ფუნქციონირებს სრული პროფილი: ზოგადი ქირურგია, ორგანოების ტრანსპლანტაცია, გულმკერდისა და სასუნთქი გზების  ქირურგია, გინეკოლოგია, უროლოგია, ორთოპედია, ნეიროქირურგია,  ტრავმატოლოგია, სამშობიარო ბლოკი, ინ ვიტრო განაყოფიერება,  ბავშვთა ქირურგია, ოფთალმოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, თორაკოაბდომინური ქირურგია, პლასტიკური ქირურგია, ყბა-სახის ქირურგია და ასე შემდეგ. ყველაზე მთავარი: ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩავერთოთ საყოველთაო დაზღვევის და სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ ყველა პროგრამაში, რომლებიც გაუმარტივებენ ცხოვრებას ადამიანებს. ჩვენ არ გვინდა, რომ „ლანცეტი” იყოს მხოლოდ მდიდრების ჰოსპიტალი.  ჩვენი მიზანია, ცენტრის მაღალი სტანდარის მომსახურებაზე ყველა ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი.  

– როგორც ცნობილია, ახალი ცენტრის გახსნა მოსახლეობისთვის უფასო აქციით აღნიშნეთ. რა  მომსახურების მიღება შეუძლიათ ადამიანებს ამ აქციის ფარგლებში?

–  21, 22, 23 მაისს ვაცხადებთ მოქალაქეების უფასო მიღებას.   ცენტრის ქართველი და უცხოელი ექიმების მიერ ჩატარდება კონსულტაციები მათთვის, ვისაც ეჭვი ეპარება დიაგნოზში, რომელიც მას აქვს დასმული და მისი გადამოწმება სურს; ასევე, მათ  ვისაც  ერთ კლინიკაში ერთი დიაგნოზი დაუსვეს, მეორე კლინიკაში – მეორე  და სურს  კომპეტენტური ინფორმაცია მკურნალობის კურსის შესახებ. ისინი მიიღებენ ძალიან მაღალი დონის კონსულტაციებს ყველა მიმართულებით: ორთოპედიული, ძვალსახსართა დაავადებების, მუცლისა და გულმკერდის ორგანოების, ოფთალმოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, უროლოგიური, ცენტრალური ნერვული სისტემის და ასე შემდეგ. ცენტრის ხელმძღვანელობას  აქვს სურვილი, დახმარება გაუწიოს ჩვენს საზოგადოებას და მეორეს მხრივ, ადამიანებს გავაცნოთ ჩვენი ცენტრის შესაძლებლობები, ამიტომაც ამ დღეებში ველით ყველას „ლანცეტში”. ასეთი აქციები გაიმართება ხშირად, ასეთი ნათქვამი ხშირად მომისმენია სხვადასხვა კომპანიის მიერ, მაგრამ, მერე ასე არ ხდება ხოლმე. ჩვენს გუნდს, ფარმან ჯეირანლის ხელმძღვანელობით, დაგეგმილი აქვს,  რეგულარულად ჩაატაროს ასეთი  აქციები  სხვადასხვა მიმართულებით.

 P.S.  „ლანცეტში” თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პროფესიონალი ექიმების გუნდი ზრუნავს. ცენტრის მაღალი, თანამედროვე ევროპული სტანდარტი და განსაკუთრებული დამოკიდებულება თითოეული პაციენტის მიმართ – ეს არის „ლანცეტის” „სავიზიტო ბარათი”... ამაში შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ –  მიიღეთ მონაწილეობა  უფასო აქციაში და ანდეთ თქვენი ჯანმრთლეობა „ლანცეტის” პროფესიონალ ექიმებს!  ეწვიეთ ახალ სამედიცინო ცენტრს დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე, აგრარული უნივერსიტეტის ასახვევთან!     

 

скачать dle 11.3