კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააყაჩაღა კრიმინალმა ტაქსის მძღოლმა მარტოხელა მხატვარი და როგორ შეაღწია მის სახლში

57 წლის მარინა ჭ-ძის დასახიჩრებული სხეული მეზობლებმა მისსავე საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს. ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, მას მთელ სხეულზე აღენიშნებოდა მძიმე დაზიანებები, რომლებიც ბლაგვი საგნის დარტყმით უნდა ყოფილიყო მიყენებული, ხოლო ყელის არეში აღენიშნებოდა ნაჭდევი, რაც მისი გაგუდვის მცდელობის კვალი უნდა ყოფილიყო. 

მომხადრ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ცხადი გახდა, რომ მარტოხელა ქალზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა. მოგვიანებით   გამოძიებით დადგინდა, რომ მხატვარი ქალბატონის ბინიდან რამდენიმე ანტიკვარული ნივთი,  ხუთი ათასი დოლარის ღირებულების ოქროს სამკაული და სამი ათასი დოლარი იყო გატაცებული. 

სამართალდამცველებმა დაზარალებულის დაკითხვა მას შემდეგ შეძლეს, რაც ის რამდენიმედღიანი შოკური მდგომარეობიდან გამოვიდა. მანამდე დაიკითხა მისი ბიძაშვილი, მარეხ ჭ-ძე, რომელმაც სამართალდამცველებს მომხადრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

ამონაწერი მარეხ ჭ-ძის ჩვენებიდან:  „მარინა გაუთხოვარი ქალია და, ბინაში, რომელიც ბიძაჩემისგან ერგო მემკვიდრეობით, მარტო ცხოვრობს. ადრე მასთან მისი დისშვილები იზრდებოდნენ, მაგრამ, მათ შორის უსიამოვნება მოხდა და სახლში მარტო დარჩა. წლების წინ ამერიკაში წავიდა სამუშაოდ, სადაც ექვსი წელი დარჩა, მერე ჯანმრთელობა შეერყა და უკან დაბრუნდა, მაგრამ, იმდენი ფული ჩამოიტანა, რომ საკუთარ თავს კარგად უზრუნველყოფდა. საკმაოდ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, მასთან მხოლოდ მე და ჩვენი ერთი ნათესავი დავდიოდით სტუმრად. იმ დღეს დღის 12 საათზე მელოდა სახლში. დილიდან ვცადე ტელეფონზე დარეკვა, მაგრამ, არ მიპასუხა. ვიფიქრე, ჩაეძინა-მეთქი და პირდაპირ მივადექი სახლში. კარი დაკეტილი დამხვდა. ხან ზარი ვრეკე, ხან ტელეფონზე ვურეკე, თუმცა, ვერ გავაგონე – კარი არ გამიღო. ვიფიქრე, ცუდად ხომ არ გახდა-მეთქი და მეზობელ ბიჭს აივნიდან გადაძრომა ვთხოვე. ბიჭი თავისი აივნიდან მის აივანზე გადაძვრა, ბინაში იქიდან შევიდა და სახლის კარი მან გამიღო. შიგნით საშინელი სიტუაცია დამხვდა: ყველაფერი თავდაყირა ეყარა, მარინა სასტუმრო ოთახში სავარძელზე იყო მიბმული თოკით,  სახე და ტანი დასისხლიანებული ჰქონდა, გონება – დაკარგული. გარდაცვლილი მეგონა, მაგრამ, პულსი გავუსინჯე თუ არა, მივხვდი, რომ ცოცხალი იყო. მაშინვე სასწრაფო გამოვიძახე, მოვიდა პოლიციაც. საავადმწყოფოში ექიმებმა გვითხრეს, რამდენიმე საათიც რომ დაგეგვიანათ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდებოდა. ტვინში უკვე შეშუპება იყო დაწყებული, ისეთი დაბეჟილი ჰქონდა თავის არე.”

გამოძიებას ძალიან ბევრი შეკითხვა ჰქონდა, დაიკითხა ყველა, ვისაც კი დაზარალებულთან შეხება ჰქონდა და მათ შორის იყო მარინა ჭ-ძის  ნაცნობი ტაქსის მძღოლი ოლეგიც, რომელიც ქალს საკუთარი ავტომანქანით  რამდენიმე თვის განმავლობაში ემსახურებოდა. როგორც  მისი დაკითხვის შემდეგ  გახდა ცნობილი, პირადი მიზეზების გამო, მან ქალთან საქმიანი ურთიერთობა ინციდენტამდე ორი თვით ადრე შეწყვიტა და, ამიტომ, დაზარალებული ქალბატონი  ორი თვის განმავლობაში არ ჰყავდა ნანახი. ტაქსის მძღოლის დაკითხვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში  მარინა ჭ-ძეს საკუთარი ავტომობილით ვინმე მალხაზი ემსახურებოდა, რომელიც მას ტაქსის მძღოლმა ოლეგმა დააკავშირა. გამოძიებამ მალხაზის ვინაობის დადგენა დაიწყო და სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ  ის წარსულში ყაჩაღობისთვის ორჯერ ნასამართლევი, 40 წლის მალხაზ დ-ევი აღმოჩნდა. საქმის მასალებით, ის ოჯერვე მძიმე დანაშაულის  ბრალდებით იყო გასამართლებული. 

სამართალდამცველებმა მალხაზ დ-ევის ძებნა დაიწყეს, რომელიც სახლიდან სწორედ იმ დღეს იყო გაუჩინარებული, როდესაც  პოლიციაში ყაჩაღური თავდასხმის შესახებ ინფორმაცია შევიდა. კიდევ ერთი უცნაური მომენტი, რაც გამოძიებისთვის ასევე საეჭვო გარემოებად იქცა – მალხაზ დ-ევის ოჯახში არ იცოდნენ, რომ ის ტაქსის მძღოლად მუშაობდა; თუ სად გაქრა წარსულში ორჯერ ნასამართლევი მამაკაცი, ამას  გამოძიებისთვის ცოტა მოგვიანებით გაეცა პასუხი.  დაზარალებულმა  ქალბატონმა,  რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, სამართალდამცველებთან განაცხადა, რომ, ნიღბის მიუხედავად, რომელიც თავდამსხმელს ეკეთა, მან ტაქსის მძღოლი ამოიცნო. დაკავებული მალხაზ დ-ევი არ აღიარებდა, რომ დანაშაული მან ჩაიდინა, თუმცა, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით მას დაუმტკიცდა ბრალდება და სასამართლო პროცესზე განსასჯელმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. როგორც საქმის მასალებით გახდა ცნობილი, ოლეგმა მარინა ჭ-ძეს მალხაზ დ-ევზე  რეკომენდაცია ისე  გაუწია,    რომ მისი წარსულის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა, ანუ, არ იცოდა, რომ წარსულში ის ორჯერ იყო ნასამართლევი. მალხაზ დ-ევმა, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ქალს სახლში ანტიკვარული ნივთები  და, შესაძლოა, ამერიკიდან ჩამოტანილი ფულის  ნაწილიც ჰქონდა, საკუთარი „მერსედესი” უცებ აქცია კერძო ტაქსიდ. ერთი თვის განმავლობაში ის ქალის ნდობის მოპოვებას ცდილობდა, ერთი თვის შემდეგ, კი ის მარინა ჭ-ძის ბინაშიც მოხვდა. მალხაზ დ-ევი მთელი ორი თვე „სწავლობდა” მარტოხელა ქალის  ცხოვრებას, ფინანსურ შესაძლებლობას. მოგვიანებით დაზარალებულმა განაცხადა, რომ, მას შემდეგ, რაც  მალხაზის სანდოობაში დარწმუნდა, რამდენჯერმე ის სახლშიც აიყვანა: ერთხელ მალხაზი მას მძიმე ნივთების ატანაში დაეხმარა, მეორედ – გაფუჭებული სარკე წააღებინა ხელოსანთან, მესამედ კი მალხაზ დ-ევი ქალის ბინაში სწორედ იმ საღამოს მოხვდა, როცა მან ქალზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა. მამაკაცი ისე შეუმჩნევლად გავიდა ქალის ბინის აივანზე, ისე გახსნა ჩარაზული აივნის კარი, და დარაბები, რომ მარინა ჭ-ძეს ეჭვი არ აუღია. სწორედ ამ გზით მოხვდა გამოცდილი კრიმინალი გვიან ღამით ბინაში მარტოხელა ქალთან, რომელიც სკამზე მიაბა და სასტიკად აწამა. 

ამონაწერი დაზარალებული მარინა ჭ-ძის ჩვენებიდან: „სულ თავში მირტყამდა, ორჯერ თითქმის დავკარგე გონება. წყალი შემოიტანა და სახეში მომასხა. დროზე, ფული და ოქრო მომეციო, – დამყვიროდა. მერე თოკი აიღო და ყელში ისე წამიჭირა, ლამის დამახრჩო. სახეზე ნიღაბი ეკეთა, თუმცა, მაინც ვიცანი. მე არ ვთქვი, რომ მის ვინაობას მივხვდი, თორემ, ცოცხალს არ დამტოვებდა.  როცა ყველაფერი მივეცი, რაც მთხოვა და რაც სახლში მქონდა, ოთახები ისე მიანგრ-მოანგრია, ვითომ რამეს ეძებდა. მისი წასვლის შემდეგ თავის ახსნა ვცადე, მაგრამ, გონება დავკარგე და მხოლოდ დილით მოვედი გონს, როცა ჩემს სახლში ჩემი ბიძაშვილი შემოვიდა.” 

პროკურატურამ მალხაზ დ-ევისთვის  12 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, თუმცა, სასამართლომ ორჯერ ნასამართლევ მამაკაცს ათი წლით პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიებამ განსასჯელის მიერ მითითებული ადგილიდან ამოიღო ის ნივთები, რაც მან ქალის ბინიდან გაიტაცა. ნივთებიც და ფულიც, ისე, რომ მათთვის ჯერ არაფერი მოეკლო, მალხაზ დ-ევს მიწაში ჰქონდა ჩაფლული.   

 

скачать dle 11.3