კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მილიარდერები, რომლებსაც კანონთან პრობლემები აქვთ

„ფორბსის” 2014 წლის მილიარდერთა რეიტინგი, წესით, წარმატებულ და ფინანსურად მყარ ნიადაგზე მდგარ ადამიანებს უნდა აერთიანებდეს, თუმცა, რამდენიმე მათგანს კანონის წინაშე გარკვეული დანაშაული მიუძღვით. გთავაზობთ 2014 წლის კანონდამრღვევ მილიარდერებს.

ვონ კვონ იუ – 1,55 მილიარდი დოლარი

რამდენიმე წარმატებული კომპანიის მფლობელი ჩინელი ბიზნესმენი 2006 წლამდე ჩინეთის უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა. ამჟამად მას რამდენიმე საქმეზე უწევს პეკინის სასამართლოში სიარული – ვონ კვონ იუს პოლიცილებისთვის ქრთამის მიცემა და, ასევე, შანხაის საფონდო ბირჟაზე უკანონო, ინსაიდერული ოპერაციების განხორციელება ედება ბრალად. 

ჩეი ტე ვონი – 2,5 მილიარდი დოლარი

ჩეი ტე ვონი სამხრეთ კორეაში ძმასთან ერთად მართავდა ერთ-ერთ უდიდეს სამრეწველო კონგლომერატს, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო. ბიზნესმენი, ასევე, ფლობს წილებს ტელეკომუნიკაციასა და ენერგეტიკაში. ჩეი ტე ვონს ამჟამად სასამართლოში აქვს საქმე – მას ბრალად ედება კომპანიის ფონდიდან 50 მილიონი დოლარის მითვისება. 

ჯიმ ირსეი – 1,6 მილიარდი დოლარი

ამერიკელი მილიარდერი ჯიმ ირსეი 2014 წლის 17 მარტს გამოვიდა ციხიდან. „ინდიანაპოლის კოლტსის” მფლობელი ავტომობილის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართვის გამო დააკავეს; გარდა ამისა, მის ავტომობილში ფსიქოტროპიული წამლების დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს. ციხიდან თავის დახსნა მილიარდერს 22 500 დოლარი დაუჯდა.

ჯოზეფ ლაუ – 8,4 მილიარდი დოლარი

ჰონკონგელ მილიარდერ ჯოზეფ ლაუს ქრთამის მიცემა დაუმტკიცდა – მან 20 მილიონი ჰონკონგური დოლარი გადაუხადა ჩინოვნიკებს, რათა მაკაოში მიწის ფართების შეძენისას კონკურენტებთან უკეთეს პირობებში ყოფილიყო. ლაუს ხუთწლიანი სასჯელი შეეფარდა, ხოლო კომპანიის სათავეში იგი მისმა შვილმა შეცვალა. 

გლებ ფეტისოვი – 1,4 მილიარდი დოლარი

რუსი ბიზნესმენი და „მოი ბანკის” მფლობელი გლებ ფეტისოვი ბანკის თანხების უკანონო მითვისებაშია ბრალდებული. გამოძიების ვერსიით, მან 555 მილიონი რუბლი მიითვისა. ფეტისოვი თებერვალში დააკავეს და ამჟამად საქმე სასამართლოშია. ცნობისთვის, ფეტისოვი წარსულში პოლიტიკაში მოღვაწეობდა – ის სენატორის თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა, ბიზნესში წასვლა არჩია.

скачать dle 11.3