კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არასაფეხბურთო ქვეყნებში წასული ფეხბურთის ვარსკვლავები

2013-2014 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, უამრავი ტრანსფერი განხორციელდება და უკვე ცნობილია რამდენიმე სავარაუდო ვარიანტის შესახებ, რომელთა შორის ყურადღებას იქცევს „ბარსელონის” ლიდერის – ჩავის შესაძლო გადაბარგება ოკეანეს გაღმა, ჩრდილოეთ ამერიკაში, კერძოდ კი – „ნიუ-იორკ რედ ბულში”, სადაც ამჟამად ირიცხება ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი – ტიერი ანრი. კარიერის დასასრულებლად არასაფეხბურთო ქვეყნებში წასული ვარსკვლავების რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს და მათ შორის ყველაზე ცნობილი ტრანსფერების შესახებ მოგითხრობთ.

დევიდ ბექჰემი – „რეალიდან” „ლოს-ანჯელეს გელექსიში”

 ბექჰემის გამოჩენამ ამერიკის ჩემპიონატში უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია ამერიკელ ქომაგებსა და ჟურნალსიტებს შორის. ინგლისელმა ვარსკვლავმა უმალ ასწია MLS-ის, იგივე ამერიკის საფეხბურთო ლიგის პრესტიჟი მსოფლიოში. ბექჰემმა ხუთი სეზონი გაატარა ამერიკაში, თუმცა, ევროპული ფეხბურთი მისთვის მაინც მშობლიურად დარჩა: ორჯერ იჯარის წესით „მილანში” ითამაშა, ხოლო 2013 წელს კარიერა პარიზულ „პარი სენ-ჟერმენში” დაასრულა. ბექჰემი ერთადერთი ინგლისელი ფეხბურთელია, რომელსაც ოთხი ქვეყნის ჩემპიონატი აქვს მოგებული: ინგლისის, ესპანეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის.

რაული „შალკედან” „ალ სადში”

„რეალ მადრიდის” ლეგენდა და საუკეთესო ბომბარდირი, რაული, ექვსჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი სამეფო კლუბთან ერთად და 16- წლიანი მადრიდული კარიერის შემდეგ ბედის საძიებლად გელზენკირჰენის „შალკეში” გადავიდა, სადაც არანაკლები წარმატებით იასპარეზა ორი სეზონის განმავლობაში. 2012 წელს 35 წლის ვეტერანი მიხვდა, რომ კონკურენციას ვეღარ გაუწევდა ახალ თაობას და ყატარში წავიდა, სადაც მას ზღაპრული კონტრაქტი შესთავაზეს არაბმა შეიხებმა. რაული ჯერაც „ალ სადის” ფეხბურთელია და კარიერის დასრულებას არ ჩქარობს.

ალესანდრო დელ პიერო – „იუვენტუსიდან” „სიდნეიში”

იტალიელი ტიფოზებისთვის ალესანდრო დელ პიერო საკულტო ფეხბურთელია. „იუვენტუსის” ლეგენდამ 20 წელი გაატარა ტურინულ გრანდში და, მას შემდეგ, რაც მას კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს, შორეულ ავსტრალიაში გაემგზავრა ადგილობრივ „სიდნეიში” სათამაშოდ, სადაც ლიდერად და ბომბარდირად იქცა. წელს დელ პიერო 40 წლის გახდება, თუმცა კარიერის დასრულებას არ ჩქარობს და, გავრცელებული ცნობის თანახმად, „სიდნეი” მის კარიერაში ბოლო კლუბი არ იქნება.

ალესანდრო ნესტა – „მილანიდან” „მონრეალ იმპაქტში”

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ალესანდრო ნესტამ, თავისი კარიერის საუკეთესო პერიოდი ორ იტალიურ გრანდში – „ლაციოსა” და „მილანში” გაატარა, სადაც ჩამოყალიბდა კიდეც მსოფლიო დონის ცენტრალურ მცველად. ნესტასა და ფაბიო კანავაროს დუეტი ერთ დროს მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლებოდა და სწორედ მათ განაპირობეს „სკუადრა აძურას” წარმატება 2006 წელს. 2012 წელს ნესტამ ევროპული კარიერის დასრულება გადაწყვიტა და ამ მიზნით კანადაში გაემგზავრა – მონრეალის „იმპაქტში”, სადაც თანამემამულეები – მატეო ფერარი და მარკო დი ვაიოც ჩაიყვანა. 2013 წელს ნესტამ კარიერა დაასრულა, მაგრამ, მავანთა აზრით, მან ნაადრევად გადადგა ეს ნაბიჯი, რადგან კიდევ შეეძლო სარგებლის მოტანა კანადური კლუბისთვის.

скачать dle 11.3