კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ირინა შეიკის პიკანტური ფოტოები

საავტორო უფლებების

დამრღვევი ანდერსონი

„მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი, ბრაზილიელი ანდერსონი, რომელიც ამჟამად იჯარის წესით ფლორენციის „ფიორენტინაში” ასპარეზობს, სკანდალის მონაწილე გახდა. იტალიის თასის ფინალური მატჩის დაწყებამდე, ტრადიციის თანახმად, ფინალისტი გუნდების ფეხბურთელები რომის პაპმა ფრანცისკმა მიიღო ვატიკანში და შეხვედრის დროს ანდერსონმა რომის პაპს საკუთარი სმარტფონით ფოტო გადაუღო, რომელიც უმალ ატვირთა სოციალურ ქსელში. 2009 წლიდან მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს რომის პაპთან დაკავშირებული სიმბოლოებისა და ფოტოების გამოქვეყნებას და ამას საავტორო უფლებების დარღვევად აფასებს. უცნობია, თუ რა სახის ჯარიმა დაეკისრება საავტორო უფლების დამრღვევ ბრაზილიელ ფეხბურთელს.

 

Gatorade-ს ახალი

სარეკლამო რგოლი

სპორტსმენებისთვის განკუთვნილი სპეციალური სასმლის მწარმოებელმა, კომპანია „Gatorade”-მა, ახალი სარეკლამო რგოლის პრეზენტაცია მოაწყო. რეკლამაში „ბარსელონელი” ლიონელ მესი, დავიდ ლუიზი „ჩელსიდან”, მადრიდელი სერხიო რამოსე და „ლოს-ანჯელეს გელექსის” ვარსკვლავი ლენდონ დონოვანი მონაწილეობენ. პოპულარული მუსიკალური კომპოზიციის ფონზე ფეხბურთის ვარსკვლავები ყველაზე ცნობილ სპორტულ სასმელს   საფეხბურთო ილეთების ჩვენებით უკეთებენ რეკლამას.

 

ნოვაკი და ელენა შვილს ელოდებიან

სერბი ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩისა და მისი საცოლის, ელენა რისტიჩის ამ წლის ბოლომდე დაგეგმილი ქორწილი, შესაძლოა, რამდენიმე ხნით გადაიწიოს. საქმე ისაა, რომ „ტვიტერის” საშუალებით ნოვაკ ჯოკოვიჩმა მსოფლიოს აცნობა, რომ სულ მალე მამა გახდება. მსოფლიო ჩოგბურთის პრაქტიკიდან გამომდინარე, ვარსკვლავები ქორწილებს კარიერის დასრულების, ან, ზაფხულში, უიმბლდონის ტურნირის დასრულების შემდეგ იხდიან, თუმცა, ნოვაკის შემთხვევაში საქმე სხვაგვარად არის – იგი არც კარიერის დასრულებას ჩქარობს და უიმბდლონის ტურნირიც სულ მალე იქნება, ასე რომ, მომავალ მამას ქორწილის გადადება 2015 წლამდე მოუწევს. 

 

 

ირინა შეიკის

პიკანტური ფოტოები

კრიშტიანუ რონალდუს საცოლემ, სექსუალურმა ირინა შეიკმა „ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე  პიკანტური ფოტოების ახალი პარტია გამოაქვეყნა. ფოტოებზე ირინა საცურაო კოსტიუმში პოზირებს და თავისი უნაკლო სხეულის დემონსტრირებას ახდენს. ფოტოსესია „სპორტს ილუსთრეიტედის” 2015 წლის კალენდრისთვის მოეწყო და შემოდგომაზე ფოტოებს პრიალა ქაღალდზე დაბეჭდილს იხილავენ ირინას თაყვანისმცემლები.

скачать dle 11.3