კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ბევრისგან გამიგია გაბრაზებულ გულზე ნათქვამი ფრაზა: „ღმერთი გადაუხდის სამაგიეროს!“ შეიძლება თუ არა, ღმერთს ვთხოვოთ, რომ დასაჯოს ჩვენი შეურაცხმყოფელები?

პასუხი: ნუ სთხოვთ ღმერთს შეურაცხმყოფლის დასჯას, ნუ ისურვებთ სხვათათვის იმას, რასაც საკუთარი თავისთვის არ ისურვებდით. თუ ვინმემ გაწყენინათ, მიენდეთ უფლის ბრძნულ განგებულებას – მან უკეთ უწყის ყველაფერი.

კითხვა: ჩემს შვილს აქვს გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები და გადავწყვიტეთ მისი ფსიქოლოგთან მიყვანა. როგორ უყურებს ამ ნაბიჯს ეკლესია?

პასუხი: ფსიქოლოგთან შვილის მიყვანა, რასაკვირველია, შეგიძლიათ, ოღონდ მიმართეთ გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც თავის პროფესიულ საქმიანობაში ხელმძღვანელობს ქრისტიანული, ზნეობრივი პრიციპებით.

კითხვა: ვარ ცაცია. ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება თუ პირჯვარს მარცხენა ხელით გადავიწერ?

პასუხი: მარცხენა ხელით პირჯვრის გადაწერა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ მარჯვენა ხელი დაზიანებული გაქვთ და ვერ ხმარობთ. ასეთ დროს კი პირჯვრის გადაწერის მიმართულება უნდა დაემთხვეს მარჯვენა ხელით პირჯვრის წერას.

კითხვა: როგორ შევძლო, რომ რამე განსაცდელის შემდეგ არ ჩავვარდე სასოწარკვეთილებაში?

პასუხი: სასოწარკვეთილებაში ყოფნა უდიდესი ცოდვაა, რადგან ეს ღვთის გმობის ტოლფასია. ქრისტიან ადამიანს მუდმივად უნდა ჰქონდეს ღვთის იმედი და სასოება. შეინარჩუნეთ სულის სიმშვიდე და იფიქრეთ იმაზე, რომ ეს განსაცდელი თქვენზე დაეშვა თქვენი ცოდვების გამო.

скачать dle 11.3