კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

ვისთან ერთად იყოფს 556 კვადრატული მეტრი ფართობის ავტოფარეხს ნიკა მელია და რა თანამდებობაზე მუშაობისას აღწევდა მისი სამოხელეო წლიური ხელფასი 100 000 ლარს

თბილისის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელია 1979 წლის 21 დეკემბერსაა დაბადებული თბილისში. მისი სრული ოფიციალური ბიოგრაფია არ იძებნება, თუმცა, სხვადასხვა წყაროს შეჯერებით, ვიგებთ, რომ ნიკა მელიამ დაამთავრა სახელმწიფო ეროვნული უშიშროების აკადემია (სამართალმცოდნეობის მაგისტრია), რის შემდეგაც 8 თვის განმავლობაში უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში მუშაობდა. თუმცა 2002 წელს ინგლისში გაემგზავრა და 4 წლის განმავლობაში ოქსფორდში ეუფლებოდა საერთაშორისო ურთიერთობების ხელოვნებას. როგორც თავად ამბობს, ფლობს რუსულ, ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულ ენებს. უცნობია, ზუსტად როდის იწყება მისი სამოხელეო კარიერა, თუმცა საჯარო სამსახურის ბიუროს ბაზაში მის მიერ შევსებული პირველი საფინანსო და ქონებრიივ დეკლარაცია 2010 წლით თარიღდება, რომელიც ნიკა მელიამ შეავსო, როგორც  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა. მანამდე კი, 2009 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსად.

2010 წელს შევსებულ დეკლარაციაში ნიკა მელია არავის მიუთითებს ოჯახის წევრად, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტო ცხოვრობდა. მის საკუთრებად ირიცხებოდა საცხოვრებელი ბინა თბილისში, ბელინსკის ქუჩაზე (140 კვ. მ. ფართობის) და 15-პროცენტიანი წილი იმავე მისამართზე მდებარე 556 კვ. მ. ფართობის ავტოფარეხის (ავტოფარეხის დანარჩენი წილი ეკუთვნოდათ: ნანა სამუშიას, ნინო მეტრეველსა და ლია ხიმშიაშვილს). ასევე, ჰყავდა ავტომანქანა – 2006 წლის „მერსედესი“.

იმხანად მიმდინარე და საკრედიტო ანგარიშები ჰქონდა როგორც საქართველოს, ისე ბრიტანულ ბანკში. „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე 1 700 ლარი ერიცხებოდა, „ლოიდს ბანკისაზე“ – 850 ფუნტი, იმავე ბანკის მიმდინარე ანგარიშზე კი – 4 000 ფუნტი. რაც შეეხება შემოსავლებს: 2009 წლის განმავლობაში ნიკა მელიამ, როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა, 42 711 ლარი აიღო.

2011 წელს ის კვლავ იუსტიციის სამინისტროში დაბრუნებულა და ამიტომ 2011 წლის დეკლარაცია შეავსო, როგორც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ.

კვლავ მარტო ცხოვრობს და არც მისი უძრავ-მოძრავი ქონება გაზრდილა. თუმცა „ლოიდს ბანკში“ აღარ ერიცხება არანაირი თანხა არც საკრედიტო და არც მიმდინარე ანგარიშზე. რაც შეეხება შემოსავლებს:  2010 წლის განმავლობაში ნიკა მელიამ, როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა, 22 431 ლარი აიღო, როგორც არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, 5 395 ლარი, როგორც იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ – 13 871 ლარი.

ნიკა მელიამ 2012 წელსაც იმავე – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ამპლუაში შეავსო დეკლარაცია. ისევ მარტო ცხოვრობს, თუმცა კიდევ ერთი საცხოვრებელი ბინა შეუძენია – თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე (105 კვ. მ. ფართობის), მაგრამ ავტომანქანა იგივე ჰყავდა. დეკლარაციის შევსების დროს კი, ნაღდი ფულად 6 000 ლარი ჰქონდა. რაც შეეხება შემოსავლებს: 2011 წლის განმავლობაში, როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, 97 700 ლარი აუღია. ამას გარდა, 2011 წელს ნიკა მელიამ ათწლიანი იპოთეკური სესხიც აიღო (80 000 აშშ დოლარის ოდენობით), რომლის მომსახურებაც იმ წელს 3 306 აშშ დოლარი დაუჯდა; 2012 წელს კი იპოთეკური სარემონტო სესხიც დაუმატა – 20 000 აშშ დოლარის ოდენობით.

2013 წელს დეკლარაცია შეავსო, როგორც ძველი თბილისის გამგებელმა. მის უძრავ-მოძრავ ქონებაში არანაირი ცვლილება არ არის, არც შემოსავლებში – 2012 წლის განმავლობაში, როგორც აღსრულების ეროვნული ბუროს უფროსმა – 98 680 ლარი აიღო. თუმცა 12 000 აშშ დოლარი იპოთეკური სესხის მომსახურებაში დახარჯა, 4 716 აშშ კი – იპოთეკური სარემონტო სესხის მომსახურებაში.

2014 წელს ნიკა მელია დეკლარაციას ავსებს, როგორც მთაწმინდის რაიონის გამგებელი. მის საგამგებლო შემოსავლსაც დაუკლია, მას, როგორც მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, 77 680 ლარი აუღია. თუმცა იპოთეკური და სარემონტო სესხების მომსახურებაში კვლავაც 16 716 აშშ დოლარი დაუხარჯავს.

 

скачать dle 11.3