კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„სულ ზემოთ-ზემოთ, მაღლა და მაღლა“

„უნიტაზიდან საბჭოთა მზვერავის ჭკვიანური თვალები იყურებოდა“

 

რაკი ისე მოხდა, რომ, აშშ-ელი ანალიტიკოსების აზრით, რფ-ს შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინასთან მიმართებაში 2008 წელს საქართველოსთან ომში დაშვებული თითქმის ყველა სამხედრო ხარვეზი გამოასწორა, როგორც ჩანს, ჩრდილოელმა უფრო შორს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ზემოთ-ზემოთ, მაღლა და მაღლა“ გადაწყვიტა წასვლა (როგორც ოკუპანტები იტყოდნენ: „ს კატერტიუ დოროგა“).

სახელდობრ, შევიტყვეთ, რომ რფ-ში სულ მალე შეიარაღებული ძალების ახალი სახეობა შეიქმნება, არც მეტი, არც ნაკლები, საჰაერო-კოსმოსური ძალები, რომლებიც გააერთიანებს სამხედრო-საჰაერო და საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ძალებს.

ამჟამად, როგორც კრემლიდან იუწყებიან, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ამ ორი სტრუქტურის შერწყმის მიზნით. რაკი ამ ინფოს „იტარ-ტასი“ ავრცელებს, თუმცა ინკოგნიტო მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით, ჩვენ დაჯერების გარდა არაფერი დაგვრჩენია.

ჰოდა, წყარო გვაცნობს, რომ (მომყავს ციტატა): „ჩანაფიქრი და მიდგომები შემუშავების პროცესშია, მთელი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებია დაგეგმილი, რომ ყველა შესაძლო ვარიანტი გავითვალისწინოთ“.

დოკუმენტურად, ეს გადაწყვეტილება 2015 წელს გაფორმდება. შესაბამისად, ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია, სახელდობრ როგორ დასცხებენ ისინი დედამიწას კოსმოსიდან „ზარბაზნებით, თოფებით და ტანკებით“, თუმცა, სავარაუდოა, რომ კვლავ იძენს აქტუალობას მიმართება:

 „– შტირლიცი,” – გაიფიქრეს ბატებმა.

– ბატები, – გაიფიქრა შტირლიცმა.“ 

скачать dle 11.3