კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები

თავადი ივანე მალხაზიშვილი გუბერნატორად რომ დანიშნეს, დიამბეგები გამოეცხადნენ.

– ვაშე სიატელსტვო, უთხრა თურმე ერთმა დიამბეგმა, – ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ თქვენ დაგნიშნეს გუბერნატორად. მთავრობა აქამდე ყურადღებას არ გვაქცევდა და იმედია, ახლა თქვენ მაინც შეგვიბრალებთო.

– ბიჭო და, ღმერთს მადლობა შესწირეთ, რომ მთავრობა ყურადღებას არ გაქცევდათ, თორემ ყურადღება რომ მოექციათ, დიდი ხანია, კამჩატკაში იქნებოდითო, – უპასუხა მალხაზიშვილმა.

***

დ. გ-ს „ჩესტი“ გაუკეთა სალდათმა. გ-მა უთხრა თავის თანამოგზაურს გურულს:

– ჰხედავ, როგორ პატივს მაძლევენო!

გურულმა უპასუხა დაცინვით:

– შემცდარი ხარ: სალდათმა ხელი რომ მიიფარა შუბლზე, შემოგიჭვრიტინა და იფიქრა: „ღმერთო, მომკალ! ამ გლახასაც ჩინი ჰღირსებიაო!“

***

ერთმა რუს-ქართველმა ჰკითხა აკაკის:

– რუსი რომ იცინის, ამბობს, გვერდები ამტკივდაო და ქართველი კი – ვაიმე, დედავ, მუცელიო. ეს განსხვავება რისგან არის?

– შენ უკეთ უნდა იცოდე, – მიუგო პოეტმა, – ამიტომ, რომ როცა გაიცინებ, გვერდებიც უნდა გეტკინოს და მუცელიცო.

***

ერთი ვინმე კარგ გუნებაზე იყო თურმე და „მიმინო მყვანდა მიყვარდას“ მღეროდა. იმდენი იმღერა ეს „მყვანდა-მიყვარდა“, რომ ყველას თავი მოაბეზრა და ყველაზე უფრო აკაკის.

– არ გეტყობა, რო მიმინო გყოლოდეს, ამდენი მწყრები არ გეყოლებოდაო, – უთხრა ნერვებ-აღძრულმა პოეტმა.                                                                                      

***

ახალგაზრდა ქართველმა ინჟინერმა ხუმრობით ჰკითხა ნაავადმყოფარ აკაკის:

– ასე მალე როგორ დაბრუნდით საიქიოდან?

– შენი გაკეთებული გზა რომ ყოფილიყო, დღესაც იქ ვიქნებოდი, – მოუჭრა სიტყვა პოეტმა.

скачать dle 11.3