კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

პუბლიუსი: არასოდეს ეჩხუბო მას, ვისაც არაფერი აქვს დასაკარგი, ეს უთანასწორო ბრძოლაა.

გოეთე: ორი მოჩხუბარისგან შედარებით ჭკვიანი უფრო მეტად დამნაშავეა.

ფულერი: თავმდაბლობა კეთილი თვისებაა, მორცხვობა – ნაკლი.

ვოლტერი: თავმდაბლობა ბრწყინვალეა, მაგრამ გულგრილნი არ უნდა ვიყოთ.

რეიგანი: არსებობს ორი უძველესი პროფესია. მეორეა პოლიტიკა. მისი პირველთან მსგავსება არავითარ ეჭვს არ იწვევს.

კერგრეგორი: ადამიანური ბუნების მთავარი ნაკლი ის არის, რომ ყოველთვის საპირისპიროს ესწრაფვის.

ლაროშფუკო: ვიდრე კაცს სიკეთის ქმნის ძალი შესწევს, არ უნდა ეშინოდეს უმადურობის.

პოუპი: ვინც ბრაზობს, იმის შეცდომებს იტაცებს ის, ვინც გააბრაზა.

ციცერონი: როცა იარაღი გრგვინავს, კანონი  დუმს.

დიზრაელი: პირობები კი არ ქმნის ადამიანს, არამედ ადამიანი ქმნის პირობებს.

კონფუცი: მხოლოდ ჭეშმარიტ ადამიანს აქვს უნარი, უყვარდეს და სძულდეს.

როხასი: მთავარი ადამიანში კეთილი განზრახვებია.

არისტოტელე: ბილწსიტყვაობის ჩვევიდან ცუდი მოქმედებისკენ მიდრეკილება ვითარდება.

სენეკა: დიდი განსხვავებაა იმაში, არ გინდა, თუ არ შეგიძლია შეცოდება.

ლიბკნეხტი: ვინც საკუთარ ნაკლოვანებებს აკვირდება, ის სხვების ნაკლის დანახვას ვეღარ ასწრებს.

ავრელიუსი: შეეცადე, არაკაცთა მიმართ არ განიცდიდე იმას, რასაც არაკაცნი განიცდიან კარგ კაცთა მიმართ.

ჰეზლიტი: ჩვენში ზუსტად იმდენი ღირსებაა, რამდენის შემჩნევაც სხვაში შეგვიძლია.

კიტსი: შეცდომების გზით ჭეშმარიტებამდე მიღწევა ბრძენთა საქმეა; მცდარობაში უდარდელად დარჩენა კი – უგუნურთა საქმე.

აბუ შექარი: არამზადა რომ შეგაქებს, იმაზე დიდი უბედურება არაფერია.

სოკრატე: დაქორწინდი, ყველაფრის მიუხედავად: თუ კარგი ცოლი შეგხვდა, გამონაკლისი იქნები, თუ ცუდი – ფილოსოფოსი გახდები.

შოპენჰაუერი: ღირსება გარეგანი სინდისია, სინდისი კი შინაგანი ღირსება.

ტოლსტოი: არ ცდება ის, ვინც არაფერს აკეთებს, თუმცა, ესაა მისი ძირითადი შეცდომაც.

ჰორაციუსი: უბედურებას აქვს თვისება, გამოავლინოს ნიჭი, რომელიც ბედნიერ პირობებში მიძინებული დარჩებოდა.

მელიხანი: ქალი ორ შემთხვევაში ინარჩუნებს ერთგულებას: როცა მიაჩნია, რომ მისი მამაკაცი ერთადერთი და განუმეორებელია, ან ფიქრობს, რომ ყველა მამაკაცი ერთნაირია.

ბალზაკი: ქალებს სიყვარული აჭკვიანებთ.

скачать dle 11.3