კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი მცენარე სწევდა ჩვენი წინაპრების რაციონში საფუარის მაგივრობას და რა დაავადებებს იწვევს დღევანდელი საფუარით გამომცხვარი პური ჩვენი და ჩვენი შვილების ორგანიზმში

სულ ახლახან დაბეჭდილ სტატიას პურის მავნებლობასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. ყველა ერთხმად ალაპარაკდა, თუ რა საშიშროებასთან გვქონია საქმე. გაჩნდა მრავალი კითხვა, რომელთა პასუხების ძიებაში კვლავ ჩვენს რესპონდენტს ალექსანდრე ყიფიანს მივმართეთ. როგორც ცნობილია, მისი უწმინდესობის ინტერესია, რომ საქართველოში იწარმოებოდეს კარგი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, ბუნებრივ საფუარზე დამზადებული პური. ბატონი ალექსანდრეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით შეუდგა პურის და საფუარის საკითხზე მუშაობას. 

 

ალექსანდრე ყიფიანი: უკვე წელიწადი ხდება, რაც პურისა და საფუარის თემებზე ვმუშაობ და გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი საფუარიანი პური ნებისმიერი მომხმარებლის ჯანმრთელობისათვის მავნებელია. რაც გამოიხატება, უპირველეს ყოვლისა, საჭმლის მომნელებელი სისტემის სტრუქტურის მოშლით. დღევანდელი საფუარიანი პურის სისტემატური მოხმარება, თანდათან ასუსტებს იმ მიკრობაქტერიულ შემადგენლობას ჩვენს ორგანიზმში, რომელიც თავის ფუნქციას და იმუნიტეტს თანდათან კარგავს. რაც ასაკის მიხედვით სხვადასხვა დაავადებით იჩენს თავს.

– გინდათ თქვათ, რომ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას სხვადასხვა საშიშროება ემუქრება საფუარიანი პურის ყოველდღიური მოხმარებით?

– საფუარიანი პურის მოხმარება ყველა ასაკისათვის ერთნაირად მავნებელია, თუმცა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა გამოვლინება ახასიათებს. მოზარდებში პირველი, რაც შეიმჩნევა, ეს ჭარბწონიანობაა, დაღლილობა, არაენერგიულობა. მაგალითად: იმისთვის, რომ ბავშვმა სწორად იკვებოს, მშობელი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების შეძენით არის დაკავებული და დიდ შრომას, ენერგიას და სახსრებს ხარჯავს ამისთვის. მაგრამ, როგორც კი, ამ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტით მომზადებულ კერძს დააყოლებენ საფუარიან პურს, მთელი შრომა წყალში იყრება. ყველა მიღებული პროდუქტი, კარგი მასალა ხდება საფუარისთვის და არა მოზარდისთვის.

საფუარიანი პურის მოხმარების შედეგად, ადრეული ასაკიდანვე იწყება ორგანიზმის სხვადასხვა მიმართულებით დასუსტება, რაც სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა დაავადების ხელშეწყობით გამოიხატება. ზოგადად, იმუნიტეტდასუსტებული ადამიანი ყველა დაავადებას ადვილად იღებს, გარდა ამისა, საფუარი თვითონ ახდენს სხვადასხვა დაავადების პროვოცირებას. მაგალითად: იწვევს თმის ცვენას, ნერვიული სისტემის დასუსტებას, კბილების, ღრძილების დაზიანება-დასუსტებას, კუჭ-ნაწლავის სისტემის მოშლას, ღვიძლის გადატვირთვას, სისმსივნური დაავადებების სტიმულაციას და სისმსივნური უჯრედების კვებასა და ზრდას, ენდოკრინოლოგიურ დაავადებებს. მოკლედ, საფუარი მთელი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების მოშლისთვის ყველა მიმართულებით მოქმედებს. 

– SOS! ეს ყველაფერი მართლაც განგაშის საფუძველს იძლევა. რაში ხედავთ გამოსავალს?

– ერთმნიშვნელოვნად, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, უნდა გადავიდეთ უსაფუარო, ბუნებრივ საფუარზე მომზადებული პურის მოხმარებაზე.

– ამისთვის რა არის საჭირო?

– უპირველესად, საჭიროა სურვილი და მონდომება პურის მწარმოებლების მხრიდან. განსაკუთრებით, ეს შესაძლებელია, განახორციელონ მცირე და საშუალო წარმოებებმა. ნებისმიერ, ამ საკითხით დაინტერესებულ მეწარმეს შემიძლია, გავუწიო კონსულტაცია. დარწმუნებული ვარ, სულ მალე ეს მათი ბიზნესისთვისაც მომგებიანი გადაწყვეტილება იქნება. პირადად მეც, ვაპირებ პურის საწარმოს მოწყობას, სადაც გამოვაცხობთ უსაფუარო, ბუნებრივ საფუარზე დამზადებულ პურს. ასევე, ვმუშაობ ბუნებრივი, ჩვენი წინაპრების ტექნოლოგიით მომზადებული საფუარის წარმოებაზე, რომელსაც ნებისმიერ მსურველს მივაწოდებ და მათ ექნებათ საშუალება, სახლშიც კი გამოაცხონ ბუნებრივი, ჯანმრთელი საფუარით მომზადებული პური.

– სახლის პირობებში ვინც მოსინჯავს ჯანმრთელი პურის გამოცხობას, დარწმუნებული ვარ, შედეგითაც დატკბება, მიუხედავად იმისა, რომ  როგორც ახსენეთ, ბუნებრივი საფუარით ცომის გაფუებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. როგორ მოიქცნენ ასეთ სიტუაციაში პურის მწარმოებლები?

– ისეთი მწარმოებლებისთვის, რომელთა ყოველდღიური ფქვილის მოხმარება შეადგენს ერთიდან ხუთ ტომრამდე, მათთვის ეს ტექნოლოგია მისაღები იქნება. შეუძლიათ, მოამზადონ ცომი ღამით, დილით კი გამოაცხონ და მოემსახურონ მომხმარებელს. ასევე, მცირე მწარმოებლები, რომლებიც უფრო მეტ ფქვილს მოიხმარენ, მათ შესაძლებლობაც მეტი აქვთ, დასჭირდებათ ცომისთვის მოსაცდელების დამატება და იგივე მეთოდით შეუძლიათ ფუნქციონირება. 

საჭიროა, მწარმოებლებმა შეცვალონ მიდგომა პურის ცხობისადმი. მცირე ტექნოლოგიური ცვლილებები იქნება შესატანი მათ მუშაობაში, რაც არც ისე რთულია. სამაგიეროდ, თანდათან აღდგება პურისადმი ნდობა, შეიცვლება ერის დამოკიდებულება ამ მეტად მნიშვნელოვანი პროდუქტისადმი, რომელიც ყველაფრის სათავეა. პური დაიბრუნებს თავის მნიშვნელობას და პატივს. თანდათან მივხვდებით, რას ნიშნავს ნამდვილი პური. საქართველო ხომ პურის და ღვინის ქვეყანაა. ჩვენ შესაძლებლობაც გვაქვს, ვაწარმოოთ ჩვენთვის საკმარისი ხორბალი. როგორც ის არის წარმოუდგენელი, რომ ქართველს ყურძენი შემოჰქონდეს სხვა ქვეყნიდან და ისე აწარმოებდეს აქ ღვინოს, ასევე წარმოუდგენელი უნდა გახდეს ჩვენთვის, ხორბლის შემოტანა პურის გამოსაცხობად. დღეს, სოფელში მცხოვრებ ადამიანს თანხა, ძირითადად, პურის და ფქვილის შეძენაში ეხარჯება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაიკარგა ხორბლის, როგორც კულტურის, მოვლა-პატრონობის ტრადიცია, რაც აუცილებლად უნდა აღდგეს.

– რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით?

– როგორც ყველა ქართველს უყვარს ვაზი და არა აქვს მნიშვნელობა, პატარა ნაკვეთი აქვს  თუ ჰექტრობით მიწა, ვაზს მაინც რგავს, უვლის და პატრონობს, ასეთივე უნდა იყოს დამოკიდებულება ხორბლისადმი. ყველამ უნდა გამოუყოს მცირე კუთხე თავის მიწის ნაკვეთზე ამ კულტურას და თუ იმდენსაც მოახერხებს, რომ ოჯახის სამყოფი ხორბალი მოიწიოს, ეს უკვე დიდი საქმეა. 

ასეთი მიდგომით მოსახლეობა თანდათან გაერკვევა ხორბლის ჯიშებში. ნახავს მისთვის რომელია ხელსაყრელი ადგილმდებარეობის მიხედვით. ქართული სოფელი დაუბრუნდება იმ დაკარგულ ფასეულობას, რომლის ნოსტალგიაც გენეტიკურად გვაქვს. დღეს ყველა ერკვევა ვაზის ჯიშებში და ღვინის სახეობებში, მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს ხორბალსა და პურზე, რაც ძალიან გვაკლია. ეს ქართულ სოფელსაც მიმზიდველს გახდის. აღდგება წისქვილის, ხორბლის მოვლა-დაბინავების ტრადიცია. 

რაც შეეხებათ ფერმერებს, უამრავი მოუვლელი მიწაა, სადაც შეიძლება ხორბლის სხვადასხვა ჯიშების მოყვანა. ეს მომგებიანი საქმეცაა და ეროვნულიც. 

მოკლედ, ერთიანი ძალისხმევით უნდა მივუდგეთ ამ პრობლემის მოგვარებას და შედეგი ძალიან კარგი იქნება. მემატიანე გვეუბნება: როდესაც პური და ღვინო გაჩნდებოდა ქყვეყანაში, ხალხი იმედიანად იყო და შიმშილის აღარ ეშინოდა. ჩვენ დღეს პური გვაქვს, მაგრამ მაინც ვშიმშილობთ, იმიტომ რომ, ვერ ვიღებთ დღევანდელი პურისგან იმ კალორიულობას და ენერგეტიკულ ღირებულებებს, რაც გვჭირდება. 

– ჩვენი წინაპრების ბიოლოგიურად სუფთა საფუარი როგორ მზადდებოდა?

– ამ მეთოდებზე ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, რადგან არაერთი იყო მეთოდი: მაგალითად, ერთ-ერთი იყო ფქვილის ამჟავება. რამდენიმე დღის განმავლობაში ფქვილს ამზადებდნენ საფუარისათვის და დაახლოებით 1 კვირაში მისი დამატება უკვე შეიძლებოდა გამოსაცხობი ფქვილისათვის, რითაც ფუვდებოდა პურის ცომი. არასამარხო იყო რძის პროდუქტით მომზადებული ცომი. 

– ეს როგორ?

– აჭრილი რძისგან, ანუ ხაჭოსგან იზილებოდა ცომი, რაც შემდეგ იძენდა საფუარის თვისებას. ხაჭოთი მოზელილი ცომით ძალიან ფხვიერი, სასარგებლო და გემრიელი პური ცხვებოდა. აფუებამდე თუ გამოვაცხობდით ამ მასას, ერქვა ხაჭაპური. შემდეგში ხაჭაპურმა მნიშვნელობა შეიცვალა. დღევანდელი ხაჭაპური სხვაგვარად ცხვება, სხვაგვარად გამოიყურება და სხვაგვარი გემოვნური თვისებებით ხასიათდება. ბალახეულის ნახარშითაც ზელდნენ ცომს. ამ ნახარშს გააჩნდა ამჟავების ფუნქცია. ერთ-ერთი ასეთი მცენარეა სვია, რომელიც საფუარის მაგივრობას წევდა უწინ. 

 

скачать dle 11.3