კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე თქვა უარი შვილის გამო მაია ყარყარაშვილმა და როგორ ამართლებს სოფი სააკაშვილი საკუთარ გვარს

„X ფაქტორის“ შესარჩევ ტურში გამოსულმა 19 წლის სოფი სააკაშვილმა თავისი ძლიერი, ლამაზი ხმით მაშინვე მოხიბლა მაყურებელი. სოფის გულშემატკივრებს შორის დედამისი, მომღერალი მაია ყარყარაშვილი იყო. დედა-შვილს ერთმანეთთან მეგობრული და ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. რაც მთავარია, სოფის დედისგან არა მხოლოდ ძლიერი ხმა გამოჰყა გენეტიკურად, არამედ ენერგიული, ხალისიანი და პოზიტიური ხასიათიც. 

 

სოფი სააკაშვილი: ხშირად ვესწრებოდი სტუდიაში დედაჩემის ჩაწერებს, ჩვენც გვაქვს ერთად სიმღერა ჩაწერილი. ძალიან კარგად მახსოვს ბავშვობის ამბები, ის პერიოდი, როცა დედა აქტიურად საქმიანობდა, როგორც მომღერალი. ვფიქრობ, დედამ იქონია გავლენა – მის სიმღერებს სულ ვუსმენდი. ერთი ლირიკული სიმღერა ჰქონდა და იმას რომ ვუსმენდი, ვტიროდი. „თბილისო“ და „სიყვარულის მატარებელი“ ძალიან მიყვარდა, ვცეკვავდი ხოლმე. ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, არაფერს ვუმალავ. ისიც ყოველთვის მიგებს. არ უყვარს ასე თქმა: შენ ეს უნდა გააკეთო! უბრალოდ, რჩევებს მაძლევს. ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვარ, მაგრამ დედას ვეკითხები ხოლმე: ეს როგორ იქნება, ან კარგი იქნება ეს რომ გავაკეთო? ეს ეხება ყველაფერს – სწავლას, მუსიკას, პირად ცხოვრებას. დედა ძალიან მხიარული, ხალისიანი ადამიანია, სულ ხუმრობს. ჟარგონულად, რომ ვთქვათ, „ღადაობს“ და ამაში აშკარად დავემსგავსე. ამბობენ ხოლმე: მაიასავით იცის „ღადაობაო“. 

– იმ ფაქტს, რომ დედა ძალიან პოპულარული იყო და დღეს ისე აქტიურად ვეღარ მუშაობს, როგორც მომღერალი, ალბათ, განიცდის? 

– ძალიან რთულია, როცა ყველა გიცნობს, ვარსკვლავი ხარ და მერე უცებ ჩერდები. მაგრამ, იმ დროს მთელი შოუ-ბიზნესი გაჩერდა. იმის მერე ნორმალურად არც განვითარებულა. ეს მისთვის, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო, მაგრამ ჩემთან მიმართებაში, ჩემ გვერდით ყოფნისას, ეს არასდროს მიგრძნია. პირიქით, მხიარულია, კარგ ხასიათზე და ბევრ პოზიტივს მაძლევს. 

– რომ ამბობენ, დედისერთები ეგოისტები არიანო, შენ ხარ ასეთი? 

– არ ვარ ეგოისტი. თან, ნახევარძმა მყავს. დედა და მამა დიდი ხანია, დაშორებულები არიან, მაგრამ მე ყოველ შაბათ-კვირას, ანუ დასვენების დღეებს მამასთან, ბებია-ბაბუასთან ვატარებდი. დედას ექსდედამთილთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და მამასთანაც – ჩვეულებრივი. ყოველ შემთხვევაში, მამას მხრიდან, მე არასდროს არაფერი მომკლებია. 

– რამდენი წლის იყავი, შენი მშობლები რომ დაშორდნენ? 

– ოთხ-წლინახევრის ვიყავი, ყველაფერი მახსოვს. თუმცა, ეს ჩემთვის არ ყოფილა დეპრესიული პერიოდი, რადგან კვირის განმავლობაში 4 დღე მამასთან ვიყავი. ანუ, ამ კუთხით დეფიციტი არ მქონია.

– როგორ აღიქვი დედის მეორედ გათხოვება? ზოგი ბავშვი ამას მტკივნეულად აღიქვამს, ზოგი – პირიქით. 

– ძალიან ჩვეულებრივად შევხვდი ამ ფაქტს. დედა და მამა იმდენი ხნის დაშორებულები იყვნენ, რომ ნორმალური იყო, ორივეს შეექმნა ახალი ოჯახი. დედა ლამაზი, ახალგაზრდა ქალია და რატომ უნდა ყოფილიყო მარტო? ასე რომ, კარგად მივიღე ეს გადაწყვეტილება და მშვენიერი ურთიერთობა მაქვს მის მეუღლესთან. 

– ახლა შენს ამბავს დავუბრუნდეთ. როგორც მივხვდი, ბავშვობიდან მღერი. 

– როგორც მეუბნებიან, ჯერ ლაპარაკიც არ მქონდა დაწყებული, როცა უკვე ვღიღინებდი. თან, ბებია ფორტეპიანოს მასწავლებელია და სულ მინდოდა, პიანინოზე ავსულიყავი, დამეკრა, ვეპოტინებოდი კლავიშებს. ყურები ჰქონდათ ჩემი ბრახუნით გახვრეტილი. გიტარით ხელში მაქვს ფოტოები გადაღებული, სალამურით. ჩემს ოჯახში ბევრი მუსიკალური ინტრუმენტია და რაც ხმას გამოსცემდა, ჩემი ჭკუით, ყველაფერზე ვცდილობდი დაკვრას. ადრე პატარა პიანინოები რომ იყო, წრიპინა ხმით, ის მქონდა და რომ ვჭამდი, თან ვუკრავდი. მოკლედ, მუსიკალური ბავშვი ვიყავი. მოგვიანებით, რომ გავიზარდე, ბებიამ ფორტეპიანოზე დაკვრა მასწავლა, შვიდწლედი მაქვს დამთავრებული. როგორც ასეთი, სისტემატურად ვოკალის პედაგოგთან არ მივლია. ვოკალთან დაკავშირებული სკოლაც არ გამივლია. დედასაც შეიძლება, რაღაც შენიშვნა მოეცა ან რჩევა, მე მასთან გამღერებაც არ გამიკეთებია, ჩემთვის მასტერკლასები არ ჩაუტარებია. უფრო, თავად ვუტარებდი საკუთარ თავს მასტერკლასებს. ჩემით ვსწავლობდი ყველაფერს. 

– აქამდე კონკურსებში არ მიგიღია მონაწილეობა?

– 12 წლის ვიყავი, როცა „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გავიმარჯვე კონკურსში „წარმატების ფორმულა“. აქედან შემდეგ ხვდეობდნენ „ევროვიზიის“ შიდა ქასთინგზე და მოვხვდი მეც. უცხოეთში ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, მაგრამ კონკურსებზე არასდროს გამოვსულვარ. ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ექვსი თვე რომ გავიდეს  და სადმე არ წავიდე, ძალიან განვიცდი. 19 წლის ვარ და უკვე 14 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ახლახან ჩამოვედი ნიუ-იორკიდან. იქ  ცხოვრობს ბებიაჩემი და მასთან ვიყავი სამი თვე. 

– დედას ან შენ არასდროს გიფიქრიათ, თუნდაც ამერიკაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში საცხოვრებლად გადასვლა, იქ კარიერის გაკეთება? 

– დედას ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვევები, მაგრამ უარს ამბობდა. მე რომ თან წავეყვანე, მაშინ მამასთან, ბებიასთან არ მექნებოდა კონტაქტი და მას ეს არ უნდოდა. ჩემ გამო შეიკავა თავი და დათმო რაღაცეები. ამას ვაცნობიერებ და ძალიან ვაფასებ. მე მინდა, უცხოეთში წასვლა. მინდა, რომ სწავლა განვაგრძო. იქ უკვე მოვაგვარე რაღაცეები, მერე, თუ შესაძლებლობა მომეცემა, კარიერასაც გავაგრძელებ. არასდროს მავიწყდება გამოთქმა: როცა გძინავს, სულ უნდა გახსოვდეს, რომ სადღაც ვიღაც, საქმეს წინ იგდებს, რაღაცას აკეთებსო. აქედან გამომდინარე, ბევრი უნდა ვიშრომო, ამისთვის კი მზად ვარ. „ვერძი“ ვარ და ყველაფერს რქებით ვაწვები.

– სად სწავლობ ამჟამად, რა სპეციალობას ეუფლები?

– ძალიან საინტერესო პროფესია მაქვს, ჩემს გვარს ვამართლებ. ვსწავლობ  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფოს მართვის სპეციალობაზე, ინგლისურ ენაზე. ვმღერი, სამსახიობო მონაცემებიც მაქვს. ამიტომ მეკითხებიან: რატომ არ ჩააბარე სამსახიობოზე, აქ რატომ მოხვედიო. იმიტომ არ ჩავაბარე, რომ ის შემოსავალი, რაც შეგიძლია, მოიპოვო დიპლომატიით, ან სახელმწიფოს მართვით, ვერ მოიპოვებ ვერც მომღერლობით და ვერც მსახიობობით. ხშირად ვწუწუნებ: არ მაქვს დრო, ამდენი რამ როგორ გავაკეთო-მეთქი. მაგრამ, არც ლოდინი მიყვარს, მოთმინების უნარი არ გამაჩნია, ის, რაც სამ თვეში შეიძლება გაკეთდეს, მე ერთ თვეში ვაკეთებ. რაც შეიძლება ერთი წლის მერე გაკეთდეს, მე იმწუთშივე დავრეკავ და გავაკეთებ. საბოლოოდ, ყველაფერს ერთად ვაკეთებ. აქედან გამომდინარე, ვიფიქრე, რომ უნდა მქონოდა ჩემი პროფესია, რომელიც ბევრ რამეში დამეხმარება. თუ სიმღერით ვერ მივაღწევ ვერაფერს, ხომ უნდა ვიცხოვრო რაღაცით. ამიტომ, უნდა მქონდეს შესაბამისი განათლება, ბაზა. სხვათა შორის, პაპაჩემი, ნიკოლოზ სააკაშვილი პარლამენტარი იყო. სულ მეუბნებოდა: პაპა, ისწავლეო. ერთი წლის წინ გარდაიცვალა, ვერ მოასწრო უნივერსიტეტში ჩემს სწავლას. ვამბობ ხოლმე: გავამართლე მისი იმედები-მეთქი. ძალიან ჭკვიანი, განათლებული ადამიანი იყო – ბევრი პროფესიის. ძალიან მინდა, მას დავემსგავსო. 

– ახლა მითხარი, რატომ გადაწყვიტე „X ფაქტორში“ გამოსვლა? 

– ზოგადად, არ მიყვარს კონკურსებში მონაწილეობა. თან, როცა პატარა ქვეყანაა, შეიძლება, ვინმემ თქვას: დედამ ჩაუწყო, ბიძამ, ბაბუამო. რა შუაშია ჩაწყობა, როცა დედაჩემი იდგა და ტიროდა, ისეთი გახარებული იყო. მას გაუკვირდა კიდეც ამ კონკურსში გამოსვლა რომ მოვინდომე. მაია ყარყარაშვილის შვილი კი ვარ, მაგრამ დედამ როგორ უნდა გამქაჩოს? თუ ვერ ვმღერი, მაინც ვერაფერს გავაკეთებ, ხალხი ყრუ ხომ არ არის?! დედაჩემის დამსახურება ის არის, რომ გენეტიკურად გამომყვა სიმღერის ნიჭი და არასდროს დაუშლია ჩემთვის სიმღერა. უნივერსიტეტშიც, სკოლაშიც ბევრმა არ იცოდა, ვისი შვილი ვარ. არ მიყვარს  აფიშირება: მე, იცით, ვისი შვილი ვარ... რაც შეეხება „X ფაქტორს“, ამერიკიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, ცოტა დეპრესიაც მქონდა, ვერ შევეგუე აქაურობას და უცებ ვნახე ტელევიზორში: „X ფაქტორი“ საქართველოშია. გადავწყვიტე გამოვსულიყავი, თან უცხოეთში თუ წავალ და რამე წარმატებას მივაღწევ, მინდა, საქართველოში უკვე მიცნობდნენ. 

– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? 

– გათხოვილი არ ვარ და საერთოდ, მე და გათხოვება შორს ვართ ერთმანეთისგან. გათხოვებას რომ მიხსენებენ, ცოტა მეშინია. ეს იმხელა პასუხისმგებლობაა – ეს ხომ სახლობანას თამაში არ არის, სერიოზული გადაწყვეტილებაა. თან, მარტივად არ მომწონს ადამიანი. საქართველოში არ ვიცი, მაგრამ აშკარად რაღაც სჭირთ ამ ბიჭებს. გაინტერესებს, როგორი ბიჭები მომწონს? არ მომწონს ისეთი ბიჭები, ზედმეტად რომ იფასებენ თავს. არც პასიურები. რომანტიკულიც ვარ, ყურადღებიანიც. მესმის, რომ ოცდამეერთე საუკუნეა, გოგოები აქეთ უხსნიან ბიჭებს სიყვარულს, მაგრამ, მე არ შემიძლია ასეთი რამ. უფრო ველი, რომ ბიჭისგან მოდიოდეს ინიციატივა. განათლებული უნდა იყოს, ნაკითხი, რომ რაღაც თემებზე შეძლო მასთან საუბარი. ასევე, სიმპათიური – მაღალი, შავგვრემანი, ღია ფერის თვალებით. ჯერ ვიზუალს ვაფასებ ადამიანში. თუ თავიდან ვიზუალურად არ მოახდინა ეფექტი, მის სულსა და გონებრივ შესაძლებლობას ვერ განსაზღვრავ. მერე იმას ვაქცევ ყურადღებას, როგორ მოიქცევა, როგორ საუბრობს, რამდენად ყურადღებიანია. ყურადღებაში არ ვგულისხმობ, ყოველ წუთს მესიჯების წერას. ზოგადად, ყველაფერს ვანიჭებ მნიშვნელობას, რაც ყურადღების გამოჩენაში იგულისხმება.

 

скачать dle 11.3