კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა ვიცოდეთ წინასწარ, რომ თავი ავარიდოთ უსიამოვნებებსა და სკანდალებს საყვარელ ადამიანებთან

ზოდიაქოს ნიშნებს ოთხი სტიქია მართავს: ცეცხლი, ჰაერი, მიწა და წყალი. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ყველა სტიქია არ ეწყობა ერთმანეთს. სხვათა შორის, ამას მოწმობს ადამიანების ხასიათსა და ურთიერთდამოკიდებულებაზე ვარსკვლავების ზემოქმედების შესწავლის ორიათასწლიანი გამოცდილება. ასევე, აუცილებელია, მომავალი შვილების ჯანმრთელობაზე, ნიჭსა და თვით სილამაზეზეც კი, ქორწინებამდე ვიზრუნოთ.

ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა: რა უნდა ვიცოდეთ წინასწარ, რომ თავი ავარიდოთ სკანდალებს, განქორწინებებს, ურთიერთგაუგებრობებსა და სიძულვილს საკუთარი შვილებისა და ახლობელი, საყვარელი ადამიანებისგან? უპირველესად, არსებობს ჰარმონიისა და შეთავსებადობის საკმაოდ მარტივი ასტროლოგიური კანონები, მაგალითად: ცეცხლის ნიშნები ყველაზე კარგად ეგუებიან ჰაერის სტიქიით დაბადებულებს; წყლის ნიშნები – მიწის ნიშნით დაბადებულებს. ამის მიხედვით, შეგიძლიათ, ნახოთ, თუ როგორ აისახება ყოველივე ეს ოჯახური თანაცხოვრებაზე.

დავუშვათ, თქვენ ხართ ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული, ანუ ცეცხლის სტიქია გმართავთ, თქვენი მეუღლე კი კუროა, ანუ მას მიწის სტიქია მართავს. თქვენი შვილი კი მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა დაბადებული, ანუ, წყლის სტიქიაა მისი მფარველი. ასეთ შემთხვევაში, მშობლებს შორის ურთიერთობა სულ დაძაბული და კონფლიქტურია, შვილს კი დედასთან უფრო კარგი და ჰარმონიული დამოკიდებულება აქვს, ვიდრე მამასთან. ეს იმიტომ, რომ მშობლებმა წინასწარ არ გათვალეს, ან არ იცოდნენ სტიქიათა ჰარმონიის შესახებ, სანამ დაქორწინდებოდნენ და შვილის გაჩენას გადაწყვეტდნენ.

საკმარისია, ჩაიხედოთ ნებისმიერ ასტროლოგიურ წიგნში, რომ, გაიგებთ, როგორ უნდა მოიქცეთ უთანხმოების მინიმუმამდე დასაყვანად და მომავალი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად.

თუ შვილი ერთ მშობელს ძნელად ეგუება, მეორესთან კი, პირიქით – კარგად არის, ასეთ შემთხვევაში, გამოსავალი ისევ ვარსკვლავებს უნდა დაეკითხოთ. მალე გააჩინეთ მეორე ბავშვი, რადგან, რაც მეტი წევრია ოჯახში, ჰარმონიის მიღწევის მეტი შანსი არსებობს.

ყველას სურს, ჰქონდეს მშვიდი და მყუდრო ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. მიაღწიოს ურთიერთგაგებას, რათა შვილები ჯანმრთელები, ჭკვიანები, ლამაზები, ლაღები და მზრუნველები იყვნენ დედმამიშვილების, მშობლების, ბებია-ბაბუის, ნათესავებისა და ახლობლების მიმართ. ამაში კი დაგეხმარებათ ადამიანზე მთვარის გავლენის ცოდნა, რადგან, ღამის მნათობი ძლიერ ზეგავლენას ახდენს დედამიწის ყოველ არსებაზე და, ბუნებრივია, ჩვენს შვილებზეც.

ასტროლოგიურად, ბავშვის ჩასახვისთვის ხელსაყრელია მთვარის 30-ე დღე. ასევე, ეცადეთ, შვილის ჩასახვა არ დაემთხვას ახალმთვარეობიდან მე-3, მე-5, მე-9, მე-12, მე-13, მე-15, მე-17, მე-18, მე-20, 23-ე, 25-ე, 27-ე და 29-ე დღეებს. განსაკუთრებით საშიშია 23-ე დღე. ამ დღეს ჩასახული ბავშვები მშობლებისა და, საერთოდ, წინაპრების გენეტიკიდან, მხოლოდ უარყოფითს იღებენ მემკვიდრეობით. ამიტომ, აუცილებელია, სწორად დაგეგმოთ მომავალი შვილის ჩასახვის დღე და, შესაბამისად, მისი დაბადება. იფიქრეთ იმაზე, ვინ იქნება ის: კურო, თევზები, კირჩხიბი, ლომი, მერწყული თუ სხვა.

ასევე, თუ ვერ ააწყობთ ურთიერთობას ახლობელ ადამიანებთან, აიღეთ ასტროლოგიური წიგნი და ყურადღებით გადაიკითხეთ. გაარკვიეთ, ვინ რომელი ნიშნითაა დაბადებული, რა ხასიათი აქვს, რომელი სტიქია ბატონობს მასზე, ზოდიაქოს ნიშნის რა დადებითი ან უარყოფითი თვისებები აქვს. ამის შემდეგ, მასთან ურთიერთობა გაცილებით გაგიადვილდებათ, ანუ, მიხვდებით, ვის რა კუთხით მიუდგეთ. ასე, კომპრომისების მიღწევაც გაგიადვილდებათ მათთან და საერთო ენის გამონახვაც.

 ასევე, ბევრს უყვარს ოჯახში ანტიკვარული ნივთების შეტანა და კედლებზე ძვირად ღირებული ძველი ნახატების ჩამოკიდება. ეს კი ძალიან სახიფათოა. ასეთ ნივთებს აქვს ბიოენერგეტიკული მუხტის „აკრეფის“ უნარი და, არ არსებობს იმის გარანტია, ანტიკვარულ მაღაზიაში შეძენილი ულამაზესი სურათი თუ სხვა ნივთი ადრინდელი პატრონის რაიმე უბედურების მოწმე იყოს. ასეთი აგრესიული ენერგიის მქონე ნივთის დაკიდება სახლში, სადაც ოჯახის წევრები ხშირად ერთად იმყოფებით, ყოვლად დაუშვებელია. იქ, სადაც მსგავსი სურათი ან ნივთია, თანდათანობით საგრძნობი ხდება, თუ როგორ იმუხტებიან ოჯახის წევრები უარყოფითად და როგორ იმატებს მათ შორის კონფლიქტები და აგრესია. ამიტომ, ანტიკვარულ მაღაზიაში ნაყიდი ნივთი თუ სურათი მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. უარყოფითი ენერგოვიბრაციის მქონე სურათის ოთახში დაკიდება ირგვლივ უარყოფით ენერგიას აფრქვევს, რაც უძილობის, ფსიქიკის მოშლის, ჯანმრთელობის შერყევის მიზეზიც კი ხდება. 

აგრეთვე, ცოლ-ქმრის საძინებელში, საწოლის ქვეშ არ უნდა ინახებოდეს ზედმეტი, უსარგებლო ნივთები. სასიცოცხლო ენერგიის ნორმალური ცირკულაციისთვის, იქ სისუფთავე და სიცარიელე უნდა იყოს. საძინებელ ოთახში აუცილებლად  უნდა იყოს მაგიდა, რომელზეც იდგმება სარკე. სარკე მაგიური ნივთია, რომელსაც შეუძლია ნეგატიური ენერგის როგორც შენელება, ისე გაძლიერება. ამიტომ, ის ისე დადგით, რომ თქვენი საწოლის გამოსახულება სარკის ცენტრში არ მოხვდეს. ასევე, დასვენების დროს, არ უნდა ხედავდეთ სარკეში თქვენს ორეულს.

скачать dle 11.3