კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1997 წლის 13 მაისს, ღამის 3 საათსა და 30 წუთზე. სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობებისთვის რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი შემეფერება?

პასუხი: სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობებისთვის თქვენთვის მისაღებია კირჩხიბის, ვერძის, ქალწულის ან თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები.

კითხვა: დავიბადე 1995 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 4 საათზე. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია და რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა ხასიათში გამოავლინოთ დადებითი თვისებები. იყავით აქტიური, აიღეთ საკუთარ თავზე ინიციატივა, გამოავლინეთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები, დააბალანსეთ ურთიერთობა სასიყვარულო სფეროში. დაეყრდენით ცოდნის ბაზასა და ოპტიმიზმს. ნუ დაგაკმაყოფილებთ ის, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია. იყავით მაქსიმალისტი. საქმეს მიუდექით მეტი პასუხისმგებლობით. გამოავლინეთ დისციპლინა და შეუპოვრობა. ასევე, იყავით მომთმენი, მიზანსწრაფული, ფულის  პრაქტიკულად მხარჯველი. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, სამართალდამცავი და სამხედრო სტრუქტურები, პოლიტიკა, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა, პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, იურისპრუდენცია, სამოდელო სფერო, დიზაინი, გასართობი ინდუსტრია; მედიცინიდან – პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2007 წლის 25 აგვისტოს. რა საქმიანობას უნდა მოჰკიდოს ხელი, რომ სამომავლოდ წარმატებებს მიაღწიოს?

პასუხი: მისთვის კარგი და წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული სისტემები, აუდიო-მობილური და ვიდეოსისტემების ბიზნესი, სოციოლოგია, ასტრონომია, ასტროლოგია, ავიაციის ბიზნესი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, საინჟინრო სფერო, მედიცინის ფართო სპექტრი, ლინგვისტიკა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიკა. 

კითხვა: დავიბადე 1983 წლის 9 სექტემბერს. გთხოვთ, მირჩიოთ, რომელ პროფესიაში ვცადო ბედი, რომ ცხოვრებაში მეტ წარმატებას მივაღწიო?

პასუხი: თქვენთვის წარმატების მომტანი პროფესიებია: ჟურნალისტიკა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ტურისტული ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, სპორტის ფართო სპექტრი, მენეჯერული სამუშაო, ავიაცია, პედაგოგიკა და იურისპრუდენცია.

скачать dle 11.3