კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყურადღება, იწყებთ სირბილს?!

გაზაფხული, მოგეხსენებათ, წლის ულამაზესი დროა, მაგრამ, ამასთან, საკმაოდ ჭირვეულიც. ამიტომ, გამორჩეული სიფრთხილე გვმართებს ყველა თვალსაზრისით (კვება, მზეზე ყოფნა, სითხის მიღება, დღის რეჟიმი და ასე შემდეგ), განსაკუთრებით კი – სირბილის დროს.

ალბათ, ყველას გინახავთ დილაობით ქუჩებში, სკვერებსა თუ პარკებში მორბენალი ადამიანები, რომელთა უმეტესობა საშუალო ასაკს არის გადაცილებული, გულში შურსაც გაუკრავს და გიფიქრიათ: „ჩემზე გაცილებით უფროსია და როგორ დარბის, მე კი, ნაბიჯს ავუჩქარებ თუ არა, ქოშინი მეწყება. არა, ხვალიდან მეც უნდა დავიწყო სირბილი“... რამდენი ხნის შემდეგ გათენდა ეს „ხვალ“, ამას კონკრეტული მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ გათენდა და თქვენ, სპორტულად გამოწყობილი, სურვილითა და ენთუზიაზმით აღსავსე, სადარბაზოს კარიდან იღებთ სტარტს – ჩაფიქრებული გაქვთ, 5-6-ჯერ მაინც შემოურბინოთ კორპუსს, სკვერსა თუ ბაღს, მაგრამ, 50 მეტრის „დაფარვის“ შემდე:გ სუნთქვა გეკვრებათ, ჩერდებით, უმწეოდ აღებთ პირს და ცდილობთ, ჩაისუნთქ-ამოისუნთქოთ, მაგრამ ძალიან გიჭირთ... ბოლოს, როგორც კი ახერხებთ სულის მოთქმას, მაშინვე ბრუნდებით სახლში და სამუდამოდ ანებებთ ფიქრს სირბილზე... – ნაცნობი სურათია?!

ყოველივე ეს რომ არ განმეორდეს, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და თავადაც გაოცებული დარჩებით, მოკლე ხანში ისეთ შედეგს მიიღებთ. არა, რა თქმა უნდა, ოლიმპიური ჩემპიონი ვერ გახდებით, მაგრამ, თქვენს ჭიასაც გაახარებთ და ჯანმრთელობასაც თანდათან გაიუმჯობესებთ.

თუ სირბილის დაწყებას ხვალ დილით აპირებთ, ამ საღამოსვე უნდა შეემზადოთ ამისთვის, კერძოდ: დასაძინებლად არ დაწვეთ ძალიან გვიან; საღამოს 19-20 საათის შემდეგ არ მიიღოთ არანაირი საკვები; ძილის წინ (მინიმუმ 1 საათით ადრე) არ დალიოთ არანაირი სითხე; იძინეთ განიავებულ ოთახში; რომ გაიღვიძებთ, უცებ არ წამოდგეთ, ჯერ მსუბუქად და, რაც მთავარია, ნელ-ნელა გაიზმორეთ ლოგინში, მერე ლოგინშივე (ასევე მსუბუქად და ნელ-ნელა) შეასრულეთ უმარტივესი ვარჯიშები – რამდენჯერმე ასწიეთ ჯერ ხელები, შემდეგ – ფეხები; წამოდექით დინჯად, აჩქარების გარეშე, გაიმართეთ წელში და ისევ გაიზმორეთ (ნუ გეშინიათ, გაზმორებას უზრდელობაში არავინ ჩამოგართმევთ, მით უფრო, რომ, საეჭვოა, დილაადრიან ვინმემ თქვენს საყურებლად გაიღვიძოს); ამის მერე 3-4-ჯერ გააკეთეთ წელის მოძრაობები ორივე მიმართულებით და ამდენჯერვე ჩაბუქნეთ (ყველაფერი კვლავ ნელი ტემპით სრულდება). შემდეგ ჩაიცვით და გადით გარეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყავის ან, თუნდაც, წყლის დალევა (თუ წყურვილისგან გული მიგდით, მხოლოდ ორი-სამი პაწაწინა ყლუპია დასაშვები), მით უფრო – სიგარეტის მოწევა. თქვენი ვარჯიშის საბოლოო პუნქტამდე (ბაღი, სკვერი, ხეივანი...) გზას გაუდექით ჩვეულებრივი ნაბიჯით და ასევე დაბრუნდით უკან, ანუ, არავითარი სირბილი და ასე უნდა გაგრძელდეს ერთი კვირა. მეორე კვირიდან ყველაფერი ძალაში რჩება, იცვლება მხოლოდ ტემპი, ოღონდ ჩვეულებრივი სიარულიდან გადადიხართ სწრაფ სიარულზე, მომდევნო კვირიდან კი – ძუნძულზე, ოღონდ, სტარტი და ფინიში უნდა იყოს კვლავ ჩვეულებრივი სიარული, მხოლოდ „მარშრუტის“ შუა ნაწილშია დასაშვები ტემპის მომატება. თუ ამას შეეჩვევით, სირბილის დაწყება უკვე აღარ გაგიჭირდებათ.

скачать dle 11.3