კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

როცა ხარ ქალი!

 

ქალს ბევრი რამ არ ეპატიება და ძალიან ბევრიც მოეთხოვება... მაგალითად, არ ეპატიება ისეთი რამ, რაც კაცს სასაცილოდ არ ჰყოფნის და, ბუნებრივია, პასუხისმგებლობაც არ ეკისრება.

ზოგჯერ ქალს ისეთ რაღაცას სთხოვენ, რისი ტვირთვა მასზე ფიზიკურად გაცილებით ძლიერ მამაკაცსაც კი არ შეუძლია (ან, ეზარება – ესეც რეალობაა). ერთი სიტყვით, რადგან კონკრეტული სქესის არსებად გაჩნდი, ის ტვირთიც უნდა ზიდო, რასაც მერე აგკიდებენ ან საკუთარი ნება-სურვილით აიკიდებ (არც ეს ვარიანტია გამორიცხული) – არ გიშველის არც გენდერი და არც არანაირი უფლებათა დამცველი. საკუთარ თავს თავადვე უნდა უშველო და მოუარო... ანუ, იყო ქალი, სულაც არ არის ადვილი. შენგან ერთგულებასაც ორმაგად ითხოვენ, თავდადებასაც და თავგანწირვასაც. მოთმინებაზე საერთოდ აღარ არის ლაპარაკი ბოლოს და ბოლოს,  რისი ქალი ხარ, თუ მოთმენა და დათმენა არ იცი?!

ყველაზე მთავარი კი, რაც ქალს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, მხოლოდ საკუთარი თავის რწმენაა. არავის ძალუძს შენი ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ, რადგან, მხოლოდ შენ იცი, რა გჭირდება რეალურად ცხოვრებაში.

როცა ხარ ქალი, ხარ ის, ვინც სიცოცხლეს აძლევს საწყისს, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს. უფლება არ გაქვს, ხელები ჩამოუშვა და თქვა, რომ რაღაც არ გამოგდის. ევას ჭეშმარიტ შთამომავალს აუცილებლად ყველაფერი გამოუვა! 

 

ქალური იარაღი...

 

ენდე – აღიარე ხმამაღლა, რომ ის, რასაც მამაკაცი აკეთებს, სწორია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ, როგორც კი დაარწმუნებთ თქვენს გულწრფელობასა და საკუთარ ყოვლისშემძლეობაში, ყველაფერი მაინც ისე გააკეთეთ, როგორც თავად მიიჩნევთ საჭიროდ, ოღონდ, ყოველგვარი ხმაურის გარეშე. მთავარია, რომ დარწმუნდა თქვენს სრულ ნდობაში...

როდის არის ქალი ძლიერი?! მაშინ, როცა არ მიილტვის მხოლოდ ერთი, უკიდურესი „პოლუსისკენ“, ანუ, არ არის ერთმნიშვნელოვნად ძლიერი, პრინციპული, ვაჟკაცური, მიზანდასახული, ჯიუტი, დამოუკიდებელი, ჭკვიანი... – ეს ყველაფერი საჭიროა, მაგრამ, ასევე აუცილებელია სირბილე – სისუსტე, პასიურობა და სექსუალურობა, ბავშვური მიამიტობა და უსუსურობა, იუმორის გრძნობა, ინტელექტი, რათა უკეთ წარმოაჩინო საკუთარი ღირსებები და მაშინ ვერც ერთი მამაკაცი ვერ დარჩება გულგრილი ასეთი ქალის მიმართ.

ქალს მუდმივად უნდა შეეძლოს სიახლისკენ ლტოლვა – ეს აუცილებელია; განახლდეს თვითონაც და განაახლოს გარემო, რომელშიც ის და მისი საყვარელი ადამიანები იმყოფებიან.

როგორც წესი, ასეთ ქალურობას „უკუჩვენებები“ არ ახასიათებს. ეს ის იარაღია, რომელიც ყოველთვის მიზანში ისვრის და მსხვერპლიც ბედნიერი ჰყავს...

 

დაიწყეთ თქვენგან

 

არ იფიქროთ, რომ მამაკაცების „ბანაკში“ გადავბარგდით, მაგრამ, თუ რეალობას თვალებში ჩახედავთ, უფრო კარგად გაიგებთ, როგორ უნდა მოერგოთ ცხოვრებას, რომელიც არცთუ ადვილად გაძლევთ დამკვიდრების საშუალებას. უპირველესად, უნდა იცოდეთ, რომ პრობლემების არსი ჯერ საკუთარ თავში უნდა მოიძიოთ. რამე არ გამოდის? ნუ შეეგუებით ამას და ნუ იტყვით, რომ ხვალაც იგივე გამეორდება. პირიქით, ერთმა დაცემამ უნდა გაგაძლიეროთ და გამოგაფხიზლოთ კიდეც.

იკისრეთ და იტვირთეთ მხოლოდ თქვენი წილი პასუხისმგებლობა. შეუძლებელია, ყველაფერი გამოგივიდეთ და ყველაფერს გასწვდეთ. მიეცით საკუთარ თავს იმის უფლება, რომ ზოგჯერ სუსტი და დაუცველი იყოთ. ნუ შეაჩვევთ თქვენს ახლობლებსა და ოჯახის წევრებს ისეთ სიტუაციას, რომ იფიქრონ, ეს ძლიერია და ყველაფერს თავადაც მოერევაო. მიეცით მათ საშუალება, იზრუნონ თქვენზე, ოღონდ, ეს პრეტენზიებით კი არ უნდა მოითხოვოთ, არამედ, მიახვედროთ, რომ ძალიან გჭირდებათ მათი თანადგომა.

ურთიერთობაში პირველი და მეორე ნაბიჯი არ არსებობს. როცა ხედავთ, რომ მოქმედება აუცილებელია, უნდა იმოქმედოთ კიდეც. სქესი დაბრკოლებად კი არ უნდა გექცეთ, არამედ, უნდა წაგახალისოთ და ამით პრივილეგიები შეიგრძნოთ. დაიწყეთ თქვენგან და მიჰყევით ბოლომდე – თქვენ ეს შეგიძლიათ!

 

სერიოზული განსხვავება

 

არსებობს მოსაზრება, რომ ქალები მამაკაცებზე ბევრს ლაპარაკობენ, თანაც ხშირად ეს ჭორაობაა და არა აზრიანი, შინაარსიანი საუბარი. რეალურად კი, არც კაცები ლაპარაკობენ ნაკლებს, მაგრამ, განსხვავება ისაა, რომ ქალები საპირისპირო სქესთან შედარებით უფრო სწრაფად მეტყველებენ და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს უფრო ბევრს ლაპარაკობენ. თუ ქალი წუთში 160 სიტყვას ამბობს, კაცს მხოლოდ 100 სიტყვის თქმის უნარი შესწევს. განსხვავება სერიოზულია და ამიტომაც მიეწებათ ქალებს მოლაყბეების იარლიყი.

კიდევ ერთი სერიოზული განსხვავება არსებობს – ინფორმაციის მიწოდების უნარი. ქალი ამაშიც ბევრად წარმატებულია, შედარებაც არ არის, ისეთი წარმატებული. კაცი სათქმელს პირდაპირ, ზოგჯერ მეტისმეტად მოურიდებლადაც კი ამბობს, ქალს კი უფრო შეცნობითი და ორაზროვანი ლექსიკით უყვარს საუბარი, რაც მამაკაცებისთვის ზოგჯერ გამაღიზიანებელია. კაცს ხან ჰგონია, რომ ქალი მას დასცინის, ხან კი საერთოდ ვერაფერს ხვდება, იბნევა და ბრაზობს. კაცს ურჩევნია, ქალმაც პირდაპირ უთხრას სათქმელი, მაგალითად – „მიყიდე ყვავილები” და არა „კარგი იქნებოდა, რომ ლარნაკში ყვავილები ყოფილიყო ჩადებული”... ასე სიტყვებიც ნაკლები დაიხარჯებოდაო, – ფიქრობს კაცი და, იქნებ, მართალიც არის. ერთი სიტყვით, თუ ქალი რამეს არ ამბობს, ესე იგი, ძალიან სერიოზულად არის საქმე; ხოლო თუ კაცია ჩუმად – საშიში არაფერია, მას, უბრალოდ, ლაპარაკი ეზარება.

 

ქალი და მამაკაცი

 

ბუნებამ იზრუნა იმისთვის, რომ ქალსა და მამაკაცს ერთმანეთი სჭირდებოდეს – ეს გარდაუვალი და ისევე აუცილებელია, როგორც ადამიანთა მოდგმის გამრავლების გარდაუვალობა... დამოუკიდებლად არსებობას, ალბათ, ორივე შეძლებდა – როგორც ქალი, ისე მამაკაცი. სისულელეა იმაზე ლაპარაკი, რომ ქალი ვერ გააკეთებს მამაკაცის საქმეს, ან, პირიქით – მამაკაცი ვერ ისწავლის კერძის მომზადებას, მით უფრო ახლა, როცა თანამედროვე სამყაროში საყოფაცხოვრებო პირობები ისეა გაუმჯობესებული, რომ მარტივად გადაჭრი ნებისმიერ ყოფით პრობლემას. საქმის არსი ამაში სულაც არ არის. რაც ქალს და მამაკაცს ერთმანეთისკენ იზიდავს, სიყვარულის მოთხოვნილებაა, სურვილი იმისა, რომ ვიღაცამ იზრუნოს მასზე; იყოს გვერდით და თავისი სიახლოვით ის სიცარიელე შეავსოს, რომელიც არც ერთ ადამიანს არ უხალისებს ცხოვრებას.

ამიტომ, შეიძლება, ის ის არ არის, ვისაც ელოდით, მაგრამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, დაფიქრდით – ღირს კი, ეძებოთ სხვა? მარტო ხომ მაინც ვერ იქნებით?! გააანალიზეთ, რა ხარვეზებია ურთიერთობაში და როგორ შეიძლება მათი აღმოფხვრა. ქალსა და მამაკაცს ყოველთვის აქვთ სათქმელი ერთმანეთისთვის, თუნდაც უსიტყვოდ, დუმილით, მაგრამ, სითბოთი და სიყვარულით...

скачать dle 11.3