კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გადადის თუ არა ნიჭი წინაპრებიდან შთამომავლებზე და რისი საფუძველი ხდება ადამიანის სულში დაგროვილი და დალექილი გამოცდილება

ამბობენ, რომ ნიჭიერება გენეტიკურია და ის წინაპრიდან შთამომავალზე გადადის. ყოველ შემთხვევაში, გენეტიკოსები ასე ფიქრობენ. თუმცა, ამ აზრს არ ეთანხმებიან ეზოთერიკოსები და ამბობენ, რომ ეს გენეტიკის კი არა, ადამიანის რეინკარნაციის ბრალია. ანუ, თუ ადამიანი წინა ცხოვრებაში იყო მათემატოკოსი ან მუსიკოსი, ეს ნიჭი სულის განმეორებით, ახალ სხეულში გადადის და იბუდებს. სწორედ, ამ თემასთან დაკავშირებით ვთხოვეთ კომენტარი ეზოთერიკოს ბატონ დავითს, რომელმაც საკმაოდ დასაფიქრებელი ინფორმაცია მოგვაწოდა.

 

– ბატონო დავით, დღეს ბევრს აინტერესებს პასუხი კითხვებზე: გადადის თუ არა ნიჭი წინაპრებიდან შთამომავლებზე, ანუ, არის თუ არა ის გენეტიკური? 

– ამ კითხვებით ბევრი მომმართავს, განსაკუთრებით ხშირ შემთხვევაში კი, ის ადამიანები, ვისაც გარკვეული მიდრეკილება და ნიჭი აქვთ (იცინის). უნდა გაგაწბილოთ და გითხრათ, რომ ეს წინაპრების გენეტიკასთან არანაირ კავშირში არ არის. შესაძლოა, ამაში გენეტიკოსები არ დამეთანხმონ, მაგრამ ვეცდები, მათ ეს დავუმტკიცო. წლების წინ აღმოსავლური სიბრძნით დავინტერესდი. მერე ამ ქვეყნებში ვიმოგზაურე, გარკვეული დროით ვცხოვრობდი კიდეც იქ და ამგვარი საკითხების შესახებ ჩემებური, აღმოსავლურ-ეზოთერიკული ხედვა ჩამომიყალიბდა. აღმოსავლური ეზოთერიკის მიხედვით, სულში დაგროვილი და დალექილი გამოცდილება თანდაყოლილი ნიჭის საფუძველია. თუ განსაკუთრებულ ნიჭს ავლენთ მუსიკაში, ხელოვნების სხვადასხვა დარგში, მათემატიკაში, სპორტში და ასე შემდეგ, ესე იგი, თქვენმა სულმა საკმაო ცოდნა და გამოცდილება წინა ცხოვრებაში დააგროვა და აითვისა.

– თუ ადამიანი ადვილად ითვისებს უცხო ენებს და რამდენიმე ენაზე გამართულად საუბრობს?

– თუ უცხო ენების ათვისება გიადვილდებათ და ერთდროულად რამდენიმე ენას ფლობთ, სავარაუდოდ, თქვენ კი არ სწავლობთ, უბრალოდ, ამ ცხოვრებაში აღიდგენთ და იხსენებთ იმ ენას, რომელზეც წარსულში, ანუ, სხვა ცხოვრებაში ლაპარაკობდით – როცა თქვენი სული სხვა ადამიანის სხეულში იყო. მოკლედ, ადამიანის სული დედამიწაზე რამდენჯერმე ახერხებს დაბრუნებას და სიცოცხლეს სხვადასხვა სხეულში ჩასახლებული განაგრძობს. სულსა და ხორცს შორის ბრძოლა დედამიწაზე მიმდინარეობს. მიწიერი ცდუნებების დათრგუნვისა და წინააღმდეგობებთან ბრძოლის დროს იწრთობა და განიწმინდება ჩვენი სული, ამისთვის კი ერთი სიცოცხლე არ კმარა. ადამიანის სული რამდენჯერმე იბადება და კვდება, ის რამდენიმე სხეულს იცვლის და თითოეულ სხეულში ჩასახლებული, უშვებს შეცდომებს, აგროვებს გამოცდილებას, იძენს ახალ შეგრძნებებს, ემატება იმის გაცნობიერების უნარი, ვინ არის კეთილად განწყობილი მის მიმართ და პირიქით – ვინ ბოროტად. ასევე, ადამიანების დიდი ნაწილი განსაკუთრებული, გამძაფრებული ინტუიციით გამოირჩევა, ზოგი ცუდი ჩვევებისკენაა მიდრეკილი, ზოგიც ცხოვრებაში ბევრ შეცდომას უშვებს. ეს ყოველივე კი წინა ცხოვრებაში სულის მიერ დაგროვილ გამოცდილებასთანაა კავშირში.

– თუ ადამიანს გამოკვეთილად გამძაფრებული ინტუიცია აქვს, ან ხშირად უშვებს შეცდომებს როგორც პირად, ასევე კარიერაში, ეს რისი ბრალია?

– საერთოდ, ადამიანის სული იყოფა კატეგორიებად ანუ ტიპებად. ერთი ტიპის წარმომადგენლები გამოირჩევიან მეტი სიბრძნით. ასეთ ადამიანებს გამძაფრებული ინტუიცია, სწორი ცხოვრებისეული ხედვა და ნებისყოფა აქვთ. სხვა კატეგორია გამოირჩევა ცხოვრებისეული გამოცდილებით. ზოგი კი ახლა დადგა ცხოვრებისეული გამოცდების წინაშე, განვითარების ადრეულ საფეხურებს გადის და ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, ასათვისებელი. ამ უკანასკნელი კატეგორიის წარმომადგენლები ცხოვრებაში ბევრ შეცდომას უშვებენ, აქვთ მიდრეკილებები ცუდისკენ და არიან ფეთქებადი ხასიათის, აგრესიული ტიპები. ახალ სხეულში ჩასახლებული სული კი გვაძლევს არა კონკრეტულ ინფორმაციას, არამედ, წარსულ ცხოვრებაში შეჯამებულ შედეგებს, რაც მიდრეკილებებსა და ნიჭიერებაში გამოვლინდება. 

– აღმოსავლური სიბრძნის მიხედვით, ადამიანი ისეთ სულს ატარებს, როგორსაც იმსახურებს. იქნებ დაგვიკონკრეტოთ, ეს რას ნიშნავს?

– დიახ, აღმოსავლეთში სჯერათ სულის რეინკარნაციის და მიაჩნიათ, რომ ყველა ადამიანი ისეთ სულის ჩასახლებას იმსახურებს დაბადების მომენტში, როგორითაც აჯილდოებს მას განგება. ამის გაგება ცოტა რთულია და ბევრისთვის დაუჯერებელი, მაგრამ, მე სავსებით მჯერა. თუმცა, თუ მსგავს საკითხებში ვერ ერკვევი და მით უმეტეს, სათანადო ცოდნა არ გაქვს მიღებული, არარეალურად გეჩვენება სულის განმეორებითი მოვლენა დედამიწაზე. უფრო მეტსაც გეტყვით: არის შემთხვევები, როცა წინაპრები განსაკუთრებულად ნიჭიერები და ცნობილი ადამიანები იყვნენ, მაგრამ, მათი შთამომავლები საკმაოდ ცუდი ჩვევების მქონე და უნიჭოები გამოვიდნენ. ალბათ, ასეთი ადამიანები თქვენ გარშემოც არსებობენ. თუ ვამბობთ, რომ ნიჭი მხოლოდ გენეტიკურად გადადის, მაშინ, ასე რატომ ხდება? ან, პირიქით, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი თავადაც გაოცებულია, საიდან დაჰყვა მსგავსი ნიჭიერება, როცა მისი მშობლები უბრალო და გაუნათლებლები არიან. ამაზე დაფიქრდით და თავად მიხვდებით, რომ ზემოთ ნათქვამში ჭეშმარიტება ნამდვილად დევს. 

– ბატონო დავით, თუ აქვს ნიჭიერებას დოზა? მაშინ რა ხდება, თუ ადამიანი რამდენიმე დარგში ავლენს განსაკუთრებულ ნიჭიერებას? 

– ნიჭიერებას თავისი დოზა აქვს. თუ სული მეოთხედ მოხვდა დედამიწაზე, კონკრეტული ადამიანის სხეულში და ის პირველი სიცოცხლის დროს მხატვარი იყო, მეორედ დაბრუნებისას – მუსიკოსი, მესამედ კი – მწერალი, რა გასაკვირია, თუ ეს სამივე ნიჭი ერთ ადამიანში მოიყრის თავს?! ეს ბუნებრივია და ასეთი უამრავია.  მათმა სულმა რამდენიმე სფეროში დააგროვა გამოცდილება წარსულ ცხოვრებაში და ახლა ამ გამოცდილებას მორიგ სხეულში „აფრქვევს”. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი შვილი კარგად მღერის, ლექსებსაც წერს და თან, სხვა ნიჭითაც გამოირჩევა – მისი ეს მდგომარეობა სულის რეინკარნაციის ბრალია და მასში ყველა ნიჭი ერთდროულად დევს. 

– ასევე, ბოლო დროს საკმაოდ დიდი კამათი გამოიწვია ეზოთერიკოსებსა და პარაფსიქოლოგებს შორის საკითხმა, არსებობს თუ არა კავშირი ადამიანის ბედისწერასა და გენებს შორის. თქვენი აზრით, მაინც, რა კავშირია ბედისწერასა და გენებს შორის?

– აი, ადამიანის ბედისწერასა და გენებს შორის უდიდესი კავშირი არსებობს. აბა, დაფიქრდით, თუკი შეიძლება, ადამიანმა გენეტიკურად მიიღოს წინაპრისგან გარეგნობა, ხასიათი, მანერა და ასე შემდეგ, რატომ არ არის შესაძლებელი, რომ ბედისწერაც გენეტიკურად გადავიდეს შთამომავლობაზე?! ზოგს არ სჯერა ბედისწერის და ამაში მწარედ ცდება. გენური კოდის საშუალებით, ჩვენ მართლაც ვიღებთ მემკვიდრეობით გარეგნობას, ხასიათს, ნიჭს და ამასთან ერთად, ბედისწერასაც. შედეგად კი, წინაპართა არასწორი ცხოვრების წესი შთამომავლის ბედისწერაზე აისახება. არც ერთი ჩვენგანი არ დაბადებულა უცოდველი, რადგან, გენებით მიღებული პროგრამა შთამომავლობით დაგვყვა თან. აი, სწორედ ეს არის ბედისწერა, რომელშიც უდიდესი წვლილი ჩვენს წინაპრებს მიუძღვით. მათი კარმული დავალიანება, არასწორი თუ სწორი საქციელი, ცხოვრების წესი და ასე შემდეგ, სწორედ ჩვენს გენებშია ჩაწერილი. თითოეული ჩვენგანი გენური ინფორმაციის მატარებელი და გადამტანია. გენეტიკურ ცოდვაზე დიდი ცოდვა კი დედამიწაზე არ არსებობს და ვისაც ის  შთამომავლობით გადაეცა, წარუმატებელი იქნება, უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება და პირადი ცხოვრებაც გამწარებული ექნება. ამიტომ, უნდა იფიქროთ ამ საკითხზე და კარგად გააანალიზოთ ჩემი ნათქვამი. 

 

скачать dle 11.3